среда, 17 декабря 2014 г.

რატომ ?



მოაზროვნე ადამიანის ყველაზე ლოგიკური კითხვაა:       რატომ“ ?

რატომ შევცვალო რაიმე? რისთვის შევქმნა საკუთარი თავი ხელახლიდან? ეს ბოლო ძირეული კითხვაა, რომელიც უნდა დასვათ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების გათვითცნობიერებული ტრანსფორმაციის დასაწყისში.
პირველი კითხვა - „სად?“ სად ვიმყოფები ამჟამად ?
მეორე კითხვა -„რა?“ რამ მომიყვანა აქ ?
მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემისას და მიმდინარე ყოფიერების კოორდინატების დატანისას, მესამე კითხვის შინაარსის გააზრება  უფრო ბუნებრივად  და ძირეულად მოხდება.
მესამე კითხვა რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, არის  რატომ? რატომ დავიწყო რაღაცის შეცვლა და საკუთარი თავის გარდაქმნა ?  თანაც ხელახლიდან ?
როდესაც თქვენი სიღრმისეული არსიდან დადებულ კითხვას პასუხი გააეცემა, ყველა თქვენი მომდევნო ქმედებები მყარ ნიადაგს დაიდებს საფუძვლად და გადაიშლება საკმაოდ მკაფიო გზად, რომელსაც მხოლოდ მოსიარულე დაძლევს. მოტივაცია შინაგანად იჩენს თავს, ეს კი ნამდვილი გარდაქმნის ერთადერთი წინაპირობაა.
ამ მასალაში მე მინდა დასმულ კითხვაზე გაგანდოთ პასუხები ჩემი პირადი გამოცდილებიდან , შესაძლებელია ის ვინმესთვისაც აღმოჩნდეს მისაღები.
რატომ გარდავიქმნე და ახლიდან შევქმნა საკუთარი თავი ?

1. ადამიანი - სუფთა ფურცელია, რომლის პირველი ნაწილი მის მიერ არ არის დაწერილი.
სამყაროში ჩვენ საკუთარი ცხოვრებისეული ისტორიის აბსოლუტურად სუფთა ფურცლით მოვდივართ, რომელიც აღწერს არამხოლოდ ჩვენ გამოცდილებას (რას ვაკეთებთ), არამედ იმასაც, თუ რას წარმოვადგენთ  (რას ვგრძნობთ, ვფიქრობთ და რითი ვხელმძღვანელობთ გადაწვეტილებების მიღებისას). და მორალი იმაშია, რომ ყველაზე პირველ ჩანაწერებს აკეთებენ მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები, გარე სამყარო და ჩვენი პატარა, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი მე.
ჩვენ თავიდანვე უნებლიედ ვიწყებთ იმის ტრანსლირებას, თუ როგორს გხვედავენ გარშემომყოფნი, ჩვენი ბავშვური აღქმის პრიზმის გავლით და ჩვენ ვხდებით ისეთები, როგორსაც გვხედავენ გარშემომყოფნი, ისე როგორც იაზრებს ამას ჩვენი ავშვური გონება.
ეს, ასე ვთქვათ, მოცემული თამაშის წესებს წარმოადგენს. ჩვენ მოვდივართ ამ სამყაროში გაუცნობიერებელ  ბავშვებად და ჩვენი ამოცანა განვითარებაში მდგომარეობს:  ვიწყებთ გაზრდას, დაჭკვიანებას და გაცნობირერებას. ყველა ფსიქოლოგს ტყუილად არ მიაჩნია,  რომ ბავშვობა მთელ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა  :>
„ დღეს - ეს არის ის, რასაც შენ ფიქრობდი და აკეთებდი გუშინ, ხოლო ხვალ იქნება ის -რასაც შენ ფიქრობ და აკეთებ დღეს.
ჩვენ საკუთარ თავს და გამოცდილებას ვქმნით ყოველდღიურად, ყოველ წუთს და ყოველ წამს.
არა მხოლოდ მაშინ, როდესაც გადავწყვიტეთ ჩვენი მიზნების გაწერა ერთი წლით და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც საფუძვლიანად შევცვალეთ მოღვაწეობის სფერო ან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში რომ გადავედით. არც მაშინ, როდესაც მივედით (ან არ მივედით) სპორტში, არც მაშინ როდესაც შვილი გავაჩინეთ. არამედ ყოველთვის, ყოველ ამუსინთქვისას.
 ვქმნით საკუთარ თავს არა 18 წლიდან, როდესაც ოფიციალურად ზრდასრულები ვხდებით, და არც 25 წლიდან, რიდესაც დავჭკვიანდით (საკმაოდ პირობითად ჟღერს)). ვქმნით 15 წლიდან (გაიხსენეთ კომპლექსები), 7 წლიდან (გაიხსენეთ შიშები), 3 წლიდან (გაიხსენეთ საკუთარი თავი). ჩვენ თავიდანვე განუწყვეტლივ ვქმნით საკუთარ თავს და  საკმაოდ ბავრი რამ შევქმენით, რისი უმეტესობაც ქვეცნობიერებაში მორჩილად ინახება და  სიტუაციის მიხედვით იჩენს თავს. აქედან იღებს  კოსმოსური წკლიპურტები სათავეს, როდესაც რაღაც პრობლემა გამუდმებით ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში კიდევ და კიდევ, ჩვენ კი ვერ ვხვდებით : რატომ ? რატომ ხდება ერთი და იგივე, საიდან ჩნდება განმეორებით გადაუჭრელი პრობლემების დახროვება?
კითხვა: აუცილებელია თუ არა რომ გამუდმებით ვიმყოფებოდეთ „რევერსის“ ფუნქციაში და ყოველ ჯერზე ვატრიალოდ წარსულიდან მოვლენილი პრობლემები, -  თუ გადავშალოთ ცხოვრების ახალი ფურცელი და ახლებურად ვიცხოვროთ?

2. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ გავიზარდეთ, ჩვენი ცხოვრების ფურცელი ყოველმხრივად იწერება ჩვენი წარსულის გამოცდილებით და მიმდინარე გარემოცვით.
თუ შენ არ ქმნი საკუთარ თავს გაცნობიერებულად, მაშინ ეს მოხდება ქვეცნობიერად. ჩვენი გარემოცვა მოქმედებს ჩვენზე გაცილებით ძლიერად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება, ყოველწამიერად ტენის ჩვენ ქვეცნობიერში: ვინ ვარ მე, რას წარმოვადგენ, რატომ ხდება ესე და არა სხვაგვარად.
მანამდე, სანამ თქვენ ცხოვრობთ სხვა ხალხის შექებით ან გაკიცხვებით, თქვენ განწირულნი ხართ მუდმივ შფოთვაზე.
ეს სიმართლეა. მანამდე, სანამ არ დაიწყებთ ცნობიერად და გააზრებულად გადაწყვეტილებების მიღებას იმის თაობაზე თუ რა არის მართებული და რა არის მცდარი, რა არის კარგი და რა არის ცუდი და ამ ყველაფერს თქვენგან კონტროლირებადს არ გახდით, ცხოვრების სილაღეზე და სიმშვიდეზე ფიქრი შეგიძლიათ დაივიწყოთ.
საერთოდ, გარესამყარო ყოველთვის მოახდენს გავლენას  ცხოვრებაზე, მაგრამ  მსურს რომ გადამწყვეტი სტროფები ჩემი ხელით იქნეს დაწერილი.

3. კალამი ჩვენს ხელშია, ისევე როგორც ფურცელი.
ჩვენ არა მხოლოდ სუფთა ფურცელი ვართ, არამედ კალმიანი ხელიც, რომელსაც ფურცელზე ყველაფრის დატანა ძალუძს. ჩვენ თვითონ ვქმნით საკუთარ გამოცდილებას, გვსურს  თუ არა, თანაც ყველა დონეზე და ყველა სიტუაციაში.
გაზრდა - ეს არა მხოლოდ საკუთარი თავის შესავსებად საზოგადოებისათვის გადაცემაა, არამედ იმის გააზრება რომ ჩვენ თვითონ გვიჭირავს ცხოვრების კალამი საკუთარ ხელში და ჩვენვე შეგვიძლია ცხოვრების ფურცელზე იმ ისტორიის დატანა რასაც ჩვენვე ამოვირჩევთ. ამასთანავერ გააზრებულად და იმის ცოდნით, რომ არ არის საკმარისი დაწერო „თავი 1. იდგა საოცარი გაზაფხულის დღე“ - აუცილებელია ყოვედღიური, განუწყვეტელი შრომა, რათა თქვენებური ხედვით  თქვენი ცხოვრების წიგნი შექმნათ.  ყოველ ჯერზე იმ თავების გადაწერით, რომლებსაც უკვე დიდი ხანია ბავშვობაში დარჩენა ეკუთვნით.
ამიტომ, როდესაც  ვამბობ „ხელახლიდან“ - მხედველობაში მაქვს ის, რომ ცხოვრების მიმდინარე თავი შეიძლება თავისუფლად გადაწეროთ. თავიდან დაიწყოთ. ამბობენ, ლევ ტოსტოის 12-ჯერ აქვს „ომი და მშვიდობა“ გადაწერილიო. მე ხელს რაღა შემიშლის .
სუფთა ფურცელი ჩვენ ცხოვრებაში ყოველდღიურად იშლება, უფრო სწორად ყოველწამიერად, უბრალოდ უნდა შეეშვათ წარსული გამოცდილების გადაწერას  (ვინ ვარ მე, რას ვაკეთებ, რა შემიძლია, რას ვგრძნობ, რა მსურს).

4. ცვლილებები- განუწყვეტელი მოვლენაა
დაუბრუნდები ფორმულირებას „რისთვის შევცვალო რაიმე ჩემს ცხოვრებაში?“.
იმისათვის, რომ  ისედაც იცვლებით, თქვენი ჩართულობით თუ უამისოდ. ყოველთვის და განუწყვეტლივ. სარკეში ჩაიხედეთ, როდის გაიზარდა ეს ადამიანი? კონკრეტულად რომელ დღეს ან რომელ საათს? ან შიძლება ეს პროცესი ყოველწამს ხდება და ეხლაც გრძელდება?
მოკლედ, ცვლილებები გარდაუვალია. სე ლავი და ფორმულირება „რა საჭიროა რამე შევცვალოდ“ არც ისე მართებულია. უფრო სწორი იქნება:
რისთვის განვახორციელოთ ცვლილებები თავად?
ყველამ  თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
არ უგულვებელყოთ კითხვები: სად, რა და რისთვის, რათა შეძლოდ სწორედ გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას: როგორ?

თუმცა ამაზე მოგვიანებით :)
რატ

среда, 10 декабря 2014 г.

დაბერების გარანტირებული საშუალება

დაბერების გარანტირებული საშუალებაა - ყველა სასიცოცხლოთ მნიშვნელოვან კითხვაზე რაც შეიძლება ხშირად იმეოროთ მაგიური ფორმულა „მე ყველაფერი ვიცი“  და თანაც გულწრფელად გჯეროდეთ ნათქვამის.
დიდხანს იცხოვრებთ, საკითხავია თუ რამდენად ბედნიერად.
კლასიკური მაგალითი: მე ყველაფერი ვიცი, მე ყველაფერს  ალღო აუღე, ცხოვრებისგან მინდა სიყვარული და ფული და რა თქმა უნდა ჯანმრთელობა.
მაგრამ თვალანთებული ესეთი პიროვნება უკვე კარგი ხანია რაც არ იმყოფება  და თუ ახერხებს ერთ ერთი „ოცნების“ ხორცის შესხმას, მას, სამწუხაროდ, მაინც დეფექტი გააჩნია: კარგია, მაგრამ არც ისე. ხანდახან ხერხდება ყველა „ოცნების“ ერთდროულად ასრულება - საკმაოდ საინტერესო სანახაობა გამოდის. სიყვარულიც გააჩნია, ფულიც, ჯანმრთელობაც და მთავარი რესურსიც - ახალგაზრდობა  და ბედნიერებაც ახლავს, მაგრამ რაღაც არ შეიგრძნობა. ნაცნობია?
ამასთანავე, ბოლო ენერგიტიკული მარაგების მასზე გახარჯვით, მისთვის ფიზიკური სხეულის ტონუსში მოყვანაც არ წარმოადგენს სირთულეს,  მაგრამ არც სინათლეს და არც სილაღეს ის რატომღაც არ აფრქვევს. დრაივი არ არის. არადა სრული დრაივი - აი რა არის მიზანი! მაშ სად არის ნაპრალი?
თვითგაურკვევლობაში.
აი ესეთი სიტყვა.
ჩვენ ძალიან ნაადრრევად ყველაფერი ყველაფერზე გავიგეთ. ტრაგიკული სიმშვიდით მივიღეთ ის რასაც ბავშვობაზე გვეუბნებოდნენ. უნიათოდ სწრაფად ვითვისებთ ნიჭიერი და არც ისე ხალხის დღევანდელ აზრებს. დროა გადავიტვირთოდ.  ტოტალურად გარდავიქმნეთ  ახალი გამოცდილებისათვის და ინდიკატორი (გჭირდებათ ის თუ არა) ერთადერთია.
კითხეთ საკუთარ თავს:
არის დრაივი?
გგონიათ, რომ მე უბრალოდ ისე დავიწყე კითხვებით საკუთარ თავთან? ეს არის საწყისი თვითშემეცნებისა და საკუთარი ჭეშმარიტი სწრაფვების გასაგებად. სწორი, მწვავე, გამჭოლი და მკაცრი კითხვების გარეშე საკუთარი თავისთვის გამოვა როგორც იმ იგავარაკში:
„გმირი ძალიან დიდხანს ადიოდა კიბეზე და მხოლოდ იმისათვის რომ ბოლოს გაეგო რა კიბე არა იმ კედელთან იყო მიყუდებული.“
მაშ ასე, პირველი კითხვა საკუთარ თავს „სად ვომყოფები ამჟამად/ამ წუთს?“ უკვე გავიარეთ. თქვენ შეიძინეთ ფაქტების კრებული ამის თაობაზე თუ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ ცხოვრების ამ ეტაპზე. დროა გადავიდეთ მეორე კითხვაზე - რა ?
საკუთარი თავისთვის დასასმელი მეორე კითხვაა - რა?
რამ მიმიყვანა იქ სადაც ეხლა ვიმყოფები?
 ჯამაათნო, ეს ძირეული კითხვაა. საკრალური კითხვაა. გვერდს ნუ აუვლით. შეჩერდით.
კიდევ ერთხელ.
რამ მიმიყვნა იქ სადაც ახლა ვიმყოფები?
თუ პირველი კითხვა სად საკუთარ თავთან მართალს გხდით, მაშინ მეორე კითხვა  რა?  ეხება განვითარების ყველაზე დიდ ასპექტს, რომლის გარეშეც განვითარება და საკუთარი თავის ახლად შექმნა უბრალოდ შეუძლებელია.   ეს თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა ყველაფერზე რაც ხდებოდა, ხდება და მოხდება მომავალში.
მოდით გავამარტივოდ ამოცანა და მსგავსი კითხვა დავსვათ.
ვინ  მიმიყვანა მე იქ, სადაც ეხლა ვიმყოფები ?
თქვენ და მხოლოდ თქვენ! სხვა ვარიანტები არ არსებობს. არც მშობლებმა, არც ქვეყანამ, არც მეზობლებმა, არც ახლობლებმა. თქვენ. მხოლოდ თქვენ მიიყვანეთ საკუთარი თავი იქ სადაც ახლა იმყოფებით.
 (ეს ეხება არა მხოლოდ ბანალურს: მე აქ ვმუშაობ, აქ ვცხოვრობ, არამედ ყველაფერს დანარჩენსაც-ავადმყოფობას, დეპრესიებს, კრიზისებს, დაცილებებს, დაშორებებს და ყველაფერს დანარჩენს რაც დაგემართად და გემართებად.)
ეს მარტივი კითხვაა - ვინ? რა თქმა უნდა თქვენ !
ეხლა კი ჩაუღრმავდეთ. მაშ ასე - რა ?
რამ მიმიყვანა იქ სადაც ეხლა ვიმყოფები?
რამ მიმიყვანა იქამდე , რომ ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 400 ლარს?
„როგორ გავხდე მილიონერი? მარტივად: 4 ათასი წლის განმავლობაში ვიმუშაო ძიძად და არაფერი ვჭამო.
ან 55 წელი ვიმუშაო მენეჯერად, მქონდეს ხელფასი 1500 დოლარი და არაფერი ვჭამო (მართლა ამდენი უნდა-უკვე დავთვალე :)
რამ მიმიყვანა იქამდე რომ ყოველ დილით ვდგები დილს 7 საათზე მაგრამ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ?
ან
რამ მიმიყვანა იქამდე, რომ ვდგები ყოველ დილის 6 საათზე და მე ეს მომწონს ?
რამ გამოიწვია ის, რომ მე მიმატოვეს?
რამ გამოიწვია, რომ არჩეულ საქმიანობაზე ეჭვი მეპარება?
რამ გამოიწვია, რომ მე ყველაფერი გამაჩნია რაც მსურს, მაგრამ დრაივი და ბედნიერება არ ახლავს ?
რამ გამოიწვია, რომ მე ჭარბი წონა მაწუხებს?
რამ გამოიწვია, რომ გავზარმაცდი?
რამ გამოიწვია, რომ არ შემიძლია ცხოვრებაში წესრიგი შევიტანო?
რამ გამოიწვია, რომ არასწორად ვიკვებები?
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს არ არის ყველაზე მწვავე კითხვები რომლებზეც არის პასუხი  გასაცემი. ყველამ თვითონ ჩაიხედეთ საკუთარ თავში.
ამ ყველაფრის მიზეზი არ არის ის, რომ თქვენ ცუდი ხართ. იმიტომ რომ (იმედია გაკვირვებულები არ დარჩებით:) თქვენ-კარგი ხართ.
მიზეზი თვითგაურკვევლობაშია. სადღაც თქვენ მოუყრუეთ და არ დაუგდეთ ყური შინაგან ძახილს. ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ თქვენ გძალუძთ გაიგოთ მისი ხმა.
გახსოვთ?
ჩვენგან - მიმართულება  სადაც გასაღები იმყოფება. თქვენგან - მოძებნოდ თქვენი გასაღები, მოარგოთ კარს და დამოუკიდებლად გააღოდ იგი.  ყველაფერი უშუალოდ თქვენი გასაკეთებელია.
და იცით რა - ეს  სამართლიანია.
შემიძლია გაგიმხილოდ, რომ თუ თქვენ სერიოზულად მიუდგებით ამ ეტაპს, მაშინ ზოგიერთ კითხვას არა ერთ დღეს მოანდომებთ. უბრალოდ  საკუთარ თავს კითხვები დაჟინებით გაუმეორედ  კიდევ და კიდევ. თუ პასუხი არ „მოდის“ კითხვა თან ატარედ, წერეთ ქაღალდზე, თავში ატრიალეთ და ადრე თუ გვიან  თქვენ კითხვას პასუხი გაეცემა. ზოგიერთი მათგანი დაგსერავთ. თქვენ ერთის გჯეროდათ და თურმე საქმე სულ სხაგვარად ყოფილა.....ვიცი ეს რთულია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაიაროთ. ამას ქვია „საკუთარ ცხოვრებაზე პირადი პასუხისმგებლობა“.
მეორე კითხვაზე მუშაობის არსია - გაერკვედ:
რომელ აზრებმა და განწყობებმა მიგიყვანეს არსებულ წერტილამდე ?
მაგალითად რომელი აზრების, განწყობების და მოქმედებების მეშვეობით შეძელით სიმააღლეების დაპყრობა: კარიერაში, ბიზნესში, სპორტში, კარგ ურთიერთობებში (აირჩიეთ ის, რითაც თქვენ ამაყობთ).
და რომელი აზრები, განწყობები და ქმედებები გიშლიან ხელს მიაღწიოდ წარმატებას ან გიშლიან განახორციელოდ ის, რაც თქვენ გსურთ: გამდიდრდეთ, დაიკლოთ წონაში, შექმნად ოჯახი და სხვა. ეს ყველაფერს ეხება.
ეს პროცესი აბურდულ გორგოლაჭს წააგავს, რომელიც უნდა გახსნათ. კომბოსტოს, რომელსაც ათასი ფურცელი უნდა შეაცალო სანამ ყველაზე მნიშვნელოვან აზრებს და განწყობებს არ მიაგნებთ.
საკუთარ თავზე და გარე სამყაროზე საკუთარი აზრების სააშკარაოზე გამოტანა.
„რა“ კითხვის ეტაპზე მე არ გთავაზობთ შეაიტანოდ ცვლილებები თქვენ პარამეტრებში და შეცვალოდ მონაცემები.
მე გთავაზობთ, რომ თქვენ გაეცნოდ, გადაახარისხოდ, გაათვითცნობიეროდ თუ რა ინახება თქვენში.
მაგალითად ფლილანსერის აზრები, რომელსაც არ უნდა ყოველდღე მეტროთი მგზავრობა, რადგან ის დაკავებულია საყვარელი საქმით (ყოველშენთხვევაში თვითონ მივიდა აქამდე), მაგრამ ამასობაში მაინც სხვასავით ითრგუნება, თუ უფრო მეტი არა (რადგან თავისუფალი საქმიანობის დროს შინაგანი ტურბულენტობა მკვეთრად იზრდება, რაზეც ვერ ხვდება ყველა ის ვინც ოფისებში თავისუფლებაზე ოცნებობს).
რამ მიმიყვანა იქამდე, რომ მე მაინც  ცოტას ვშოულობ?
თვითდისციპლინის არარსებობა. გრაფიკში ვერ ვეტევი.
რამ მიმიყვანა თვითდისციპლინის არქონამდე?
სიზარმაცემ. ვზარმაცობ.
რამ მიმიყვანა იქამდე, რომ მე მეზარება იმ საქმის კეთება , რომელიც თვითონვე ავირჩიე?
ამ კითხვის დასმას სჭირდება გამბედაობა. უმეტესობა გაჩერდება წრეზე სიზარმაცე-თვითდისციპლინა და იტყვის დავამრცხებ სიზარმაცეს და ყველაფერი მოგვარდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დაუბრუნდე   კითხვას „სად“ და იკითხო:
რამდენი ხანია რაც  ვიცი სიზარმაცის შესახებ და სიზარმაცეს ვამარცხებ ?
თუ გაირკვევა, რომ ეს თვეების და წლების მანძილზე გრძელდება, მაშინ აუცილებელია საკლუთარ თავს კიდევ ერთხელ ვკითხოდ:
რამ მიმიყვანა იქამდე, რომ მე ქრონიკულად ვზარმაცობ ყოველთვის, როდესაც ვაპირებ იმ საქმის კეთებას, რომელიც მე თვითონვე ავირჩიე?
მე ხომ არ დამეზარება ნიუ-ორკში გადაფრენა ამის საშუალება რომ მომეცეს?. არ დამეზარება სახინკლეში  ან კინოთეტრში კარგი ფილმის სანახავად წასვლა. დიაღ, მე ბევრი რამის გაკეთბა არ დამეზარება. მაშ რატომ მეზარება კონკრეტულად ამ საქმის კეთება?
(მესმის რომ ძალიან უტრირებული მაგალითებია, მაგრამ მჯერავს, რომ თქვენ მიიღეთ მესიჯსი).
არ გაჩერდეთ, ფურცელ ფურცელ მიყევით. დაიწყეთ „ეს ის საქმეა , რომლის კეთებაც მე მსურს?“ ან შეიძლება ის საქმეა მაგრამ ... და არ დაასრულოდ სანამ არ გასცემთ ნათელ, თქვენთვის გასაგებ და მარტივ პასუხს. მაგალითად, ენერგიის უკმარისობა, გადაუჭრელი სირთულეები, რომელიც ბოლომდე გაცლიან ენერგიას ან რაიმე კიდევ სხვა. ყველას თავისი სიღრმეები აქვს შესაცნობი და ამიტომ მხოლოდ თქვენ მოგიწევთ სიღრმეში ჩაყვინთვა და თანაც აკვალანგის გარეშე. ფრისტაილი, მაგრამ ეს ამათ ღირს ! ეს თქვენი შანსია დაუმეგობრდეთ საკუთარ თავს და იგრძნოთ დრაივი სავსე, ხალისიანი ცხოვრების ტკბობით.
შემდეგ შეხვედრაზე  განვიხილოდ კიდევ ერთი ძირეულ კითხვა მათთვის, ვინც განწყობილია შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისაკენ: რატომ?



სამი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ.

      როდესაც ვამბობგანზრახული მაქვს რამე შევცვალო“, ვგულისხმობ-განზრახული მაქვს ცხოვრების პროცი საკუთარ ხელში  ავიღო. განზრახული მაქვს გაცნობიერებულად შევიცვალო, ვმართო ცვლილებები და არა მათში ვიხარშო, თან გაკვირვებული ვადასტურებდე, რომ არაფერზე არ მყოფნის არც ძალა და არც ენერგია. სტაგნაცია, ანუ მდგომარეობა, როდესაც გგონია, რომ არაფერი არ ხდება-ყველაზე დიდი ილუზიაა. სტაგნაცია არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობსპლატო“-როდესაც არსებული ძალისხმევის გარეშე ცხოვრება მშვიდ და სწორ ეტაპზე გავიდა. ეს თვითმოტყუებაა, მორევში ნუ ჩაეშვებით. დრო მუდმივად მიდის, იმის მიუხედავათ თქვენ მხნეთ მიაბიჯებთ თუ გადაწყვიტეთ დასვენების აღება. გაჩერებები არ არსებობს. პროცესი არასდროს ჩერდება. თქვენ ან ზევით იწევით ან ქვევით. ან იზრდებით ან დეგრადირებთ. არის მომენტები, როდესაც ცვლილებები თვალისათვის შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვენ ასაკი არ გემატებათ, როდესაც ამ სტროფებს კითხულობთ. და ეს მხოლოდ ორიოდე წუთია, მაგრამ ეგრე წლები გადის...
საკითხი იმაში მდებარეობს, თუ როგორ მივიღოთ პროცესისგან სიამოვნება. და შეიძლება თუ არა ამის მართვა ?
ჩვენი დროის ყველაზე გავრცელებული მოვლენაა - ნაადრევად გაზრდილი ბავშვები, უფრო სწორად პატარა დიდები. ეს მაშინ, როდესაც ხალისიანი უშუალობა  არც კი შეიმჩნევა, სამაგიეროდ სახეზეა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის არ არსებობა (ყველაფერი გარემოების ბრალია), კაპრიზები (ჩემთან ყველა ვალშია), გარშემომყოფებისაგან სიყვარულის მოთხოვნა  (თუ მას მე უყვარვარ-მაშინ ის მეც მიყვარს) და იმის მთავარი ნიშანი, რომ ადამიანს მხოლოდ სხეული გაეზარდა და არა ცნობიერება - ეს დაუსრულებელი, გამჭოლი და სულისჩამკვლელი საკუთარი თავის შეცოდებაა მიზეზით და უმიზეზოდ.  განვმეორდები: მიზეზით და უმიზეზოდ, რადგან ჭეშმარიტად ზრდასრული ადამიანისათვის რეალური მიზეზიც არ არის საბაბი რომ თავი შეიცოდოს.
კარგი ამაში ის არის, რომ ბავშვური ქცევის საკუთარ თავში  აღმოჩენა (და არა ახლობლებში !), არის ზრდასრული ცნობიერების პირველი ნიშანი. ამის გარეშე მატარებელი არ დაიძრება. მე თვითონ ამით დავიწყე.
ზრდის პროცესი - ეს დამოუკიდებელი პროცესია, რომელიც, როგორც წესი, მაშინ იწყება, რა დროს იგებ რომ სინამდვილეში ამით არასდროს ყოფილხარ დაკავებული (მიუხედავათ გავლილი წლების და  წაკითხული წიგნებისა). მხოლოდ ამ წერტილში ცხადი ხდება - კი, ამის მართვა შეიძლება და რაც მთავარია, აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები  შენ სასარგებლოდ არ მოხდება.
თუ თქვენ მაინც მიაღწიეთ ცხოვრების იმ ეტაპამდე, როდესაც დროა საკუთარი თავი ხელახლიდან შექმნათ: ანუ აკეთო ის, რაც მოგწონს, მასთან, ვინც მოგწონს და რაც მთავარია იყვე ბედნიერი, მაშინ აზრი აქვს საკუთარ თავს დაუსვათ სამი კვანძური კითხვა ცნობიერი ცვლილებების დასაწყისში: სად, რა და რისთვის.
პირველი კითხვა საკუთარ თავს: სად ?
მიზანშეწონილია ამ კითხვით დავიწყოთ.
სად იმყოფებით თქვენ ეხლა? ვინ ხართ თქვენ ამ წუთს და რა გაგაჩნიათ ცხოვრებისეული გამოცდილების საბარგულში?
ყველა ძირეული ცხოვრებისეული სფეროების მიმართებაში: სხეული (ფიზიკური ფორმა, თვითშეგრძნება, ჯანმრთელობა), სული (საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება), ურთიერთობები (სიყვარული, ოჯახი და მთელი საურთიერთობო გარემოება).
ეს არის საკუთარი თავის დატანა კოორდინატთა სისტემაზე. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არც ისე ბევრია მათგანი ვისაც  ძალუძს საკუთარ თავს ობიექტურად შეხედოს, ილუზიების და თვითმოტყუების გარეშე.
არარსებული წერტილიდან კი დაძვრა შეუძლებელია.
ამიტომ,
იმისათვის, რომ გაკაფოთ მარშრუტი იქ სადაც თქვენ გსურთ მოხვედრა-თავიდან უნდა გაიგოთ თუ სად იმყოფებით მიმდინარე ეტაპზე.
სად იმყოფებით ფინანსური თავისუფლების თვალსაზრისით?
სად იმყოფებით ახლობლებთან ურთიერთობებში?
სად იმყოფებით ფიზიკურ განვითარებაში?
სად იმყოფებით სულიერი სიმშვიდის და საკუთარ თავთან ჰარმონიის მიმართებაში?
და ასე შემდეგ. ნუ გეშინიათ სასტიკი პასუხების, ნულების და მინუსების. თავი არ შეიცოდოთ ! გაუსწორეთ სიმართლეს თვალი.
გეშინოდეთ მხოლოდ იმის, რომ  თავი არ მოიტყუოთ, რადგან კოორდინატთა სისტემაზე ნიშნულის არასწორი დატანის შემთხვევაში აღნიშნული გავლენას მოახდენს მთლიანად მომავალ მარშრუტზე.
მინდა ავღნიშნო, რომ ეს კითხვები თქვენ მიზნებს არ ეხება. ნუ დაკავდებით ფიქრით იმაზე, თუ რა გსურთ. საუბარია მხოლოდ მიმდინარე ცხოვრების ეტაპზე. აქ და ეხლა. და არავითარი დიაგნოზები და ვერდიქტები - მხოლოდ ფაქტები.
რამდენი გაქვთ შემოსავალი, რამდენი თავისუფალი დრო გაქვთ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ გარშემომყოფებთან, ოჯახთან, რამდენად შორს ხართ თვითრეალიზებამდე (დღევანდელი განცდებით), როგორ გამოიყურებით, თავს როგორ გრძნობთ, რამდენი ენერგია გაგაჩნიათ.
რა პრობლემების წინაშე დგახართ კონკრეტულად ამ წუთს? რამდენი ხანია რაც ეს პრობლემები მოუგვარებელია? რამდენი წელია რაც ვერ შეძელით ნ მაგალითის ამოხსნა ? დაწერეთ ყველა დეტალი. თქვენ უნდა დაინახოთ თუ რომელი კითხვა არის უკვე 5-10 წელიწადი პასუხგაუცემელი. რომელი პრობლემები მეორდება ? აღწერეთ თქვენი მთავარი დაუძლეველი პრობლემები.

ვინ ხართ თქვენ აქ და ეხლა? რომელი პასუხგაუცემელი კითხვები გაგაჩნიათ აქ და ეხლა? რა სირთულეები გაქვთ? რა გახარებთ? გაგაჩნიათ თუ არა სიმშვიდესაკუთარ თავთან? რამდენად ხშირად კიცხავთ საკუთარ თავს? რამდენათ უკმაყოფილო ხართსაკუთარი თავით? რამდენად ხშირად დაგისვიათ საკუთარი თავისათვის უხერხული კითხვები.

განიცდით თუ არა ბედნიერებას და სიხარულს ყოველდღიურად ?

გჯერავთ თუ არა რომ შესაძლებელია განიცდიდეთ ბედნიერებას და სიხარულს ყოველდღიურად ?
რა არის თქვენთვის ბედნიერების და სიხარულის შეგრძნება და როგორ შეიძლება აღნიშნულის მიღწევა თქვენი განმარტებით ?
ეს თქვენი ნატალური რუქაა, რომელიც უნდა იყვეს მაქსიმალურად მიახლოებული მიმდინარე მომენტისადმი. მიზანი - თქვენი მიმდინარე საქმეების განლაგებაა.: აზრები, ქმედებები, გარემოება, პრომლემები, ამოცანები, აღსრულებები, სიხარული და მწუხარება. მთელი შემადგენლობა.
თუ საზომი ერთეულების მაჩვენებლებთან, ისეთები როგორიცაა ფული, ურთიერთობები და მათი არარსებობა, კარგი ფიზიკური ფორმა ან მისი არქონა, -ყველაფერი მეტ-ნაკლებად გასაგებია, მნიშვნელოვანია უფრო ღმრმად ჩახედვა და  თქვენი ხასიათის თვისებების განხილვა.
ვინ ხართ თქვენ ხასიათიდან გამომდინარე აქ და ეხლა?
ამის დასადგენად არსებობს მარტივი და საინტერესო საშუალება, რომელსაც ძალუძს თქვენზე ბევრი რამ თქვას. უფრო სწორედ, აჩვენოს თუ როგორ აღიქვამენ თქვენ თავს გარშემომყოფნი, თქვენი ახლობლები.
სთხოვეთ თქვენ ახლობლებს დაწერონ  3 ყველაზე მთავარი თქვენი დადებითი  და 3 ყველაზე უარყობითი თვისება.
თავიდანვე გაფრთხილებთ, თქვენი ახლობლები უარს განაცხადებენ ნაკლის აღნიშვნაზე. მაგრამ თქვენ  არ მოეშვათ, ადამიანი ნაკლის გარეშე ხომ არ არსებობს - არა? ამისთვის არიან ახლობლები, რომ მათ შეუძლიათ თქვენთვის ამის თქმა. როგორც ერთ ერთი ვარიანტი, სთხოვეთ ანონიმურად მოგწეროთ თქვენ ელ ფოსტაზე - 3 დადებითი და 3 უარყოფით თვისება და თქვენ დადასტურებით არც გეცოდინებათ რომელი წერილი ვისი დაწერილია. მზად იყავით რომ არ განაწყენდეთ (ეს საკუთარი თავის მიმართ შეცოდების საკითხს ეხება). ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ სრულ სიმართლეს გეტყვიან, მაგრამ რამოდენიმე საინტერესო წვრილმანს თქვენ თავზე მაინც შეიტყობთ.
მე, მაგალითად, ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ყველა ჩემმა ახლობელმა უარყოფით თვისებათ აღნიშნა ისეთი რამ როგორიცაა სინატიფე.
ვინ იფიქრებდა? მე ის გოგონა არ ვარ, რომელსაც საკუთარი ცხოვრება მრავალათასეულ აუდიტორიის სამსჯავროზე გააქვს?
დაზუსტების შემდეგ, თუ რა აქვთ მხედველობაში, გაირკვა, რომ  პირად ურთიერთობაში არასაკმარისი გულღიობა ქონდათ მხედველობაში.
სხვათაშორის, იმის მიუხედავათ, რომ   თქვენს ახლობლებს თვისებები  უარყოფითზე და დადებითზე დაყოფა სთხოვეთ, თქვენი დამოკიდებულება მათი მსგავსი არ უნდა იყვეს - ხომ გესმით რა მაქვს მხედველობაში? თქვენი მიზანია შექმნათ დოსიე საკუთარ თავზე, მათ შორის იმაზე თუ როგორ გხედავენ ახლობლები გვერდიდან ამ წუთს. მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ განსაჯოდ საკუთარი თავი. ჩვენ წერტილ „ა“-ს (წერტილი სადაც  ახლა ვიმყოფებით) აქვს საწყისი კოორდინატები, ისინი უნდა შეიცნოთ, მაგრამ არ შეაფასოთ და განსაჯოთ. რა მნიშვნელობაა, რომ თბილისში წვიმაა, თუ ჩვენ უკვე მატარებელში ვზივართ და ვირჩევთ მიმართულებას თუ საით გავემგზავროთ?
ზრდა - ეს იარლიყების „კარგი“, „ცუდი“-ს მიმაგრება არ არის - ეს არის შესაძლებლობა სიტუაციას ფხიზლად შეხედო: ცრემლების, ვარდისფერი სათვალეების და გამადიდებელი შუშის გარეშე.
ეგრეთ წოდებული „ნაკლოვანების“ გაზვიადება ისეთივე ინფანტილობაა, როგორიც მათი არ დანახვა.
საკუთარი თავის შექმნის გზაზე მომდევნო ორი  უაღრესად მნიშვნელოვანი კითხვები - რა და რისთვის არის. მათზე შემდეგ მასალაში ვისაუბრებთ.

მაშ ასე, დავიძარით.