понедельник, 30 марта 2015 г.

რემარკა მიზნების შესახებ

სამი მასალის შემდეგ, რომელიც მიზნის დასახვას შეეხებოდა, მინდა ერთი რემარკა გავაკეთო-მე ვთვლი, რომ მიზნის მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში საკმაოდ გიპერტროფირებულია. ზოგიერთი ზედმიწევნიდ გადავარდნილები არინ საკუთარი დანიშნულების ძიებით და ფაქტიურად არ ძალუძთ ადგილიდან დაძვრა. მაშინ, როდესაც ცხოვრების შემოქმედებითიი პროცესი ასი პროცენტით  პირიქით მუშაობს.
იკითხეთ, რომელი თქვენი ნაწილი ეძებს საკუთარ თავს  და  მიხვდებით, რომ თქვენ ყოველთვის აქ იმყოფებით. ჩვენ საკუთარ კუდს დავსდევთ.
არ არის საჭირო რაიმე ეძებოთ.
საკუთარი თავის პოვნა შეუძლებელია - საკუთარი თავი შეიძლება მხოლოდ შექმნა (საკუთარი განვითრების და პოტენციალის გახსნის თვალსაზრისით).
მიზნების დასახვის დროს პირველხარისხოვანი აზრი თავად დასახვაში მდებარეობს და არჩეული მიმართულებით მოძრაობაში. ანუ როდესაც თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას დინების საწინააღმეგოდ გაცუროთ და აღნიშნულზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებთ.
მიზნები - ეს გარდამავალია. ყოველი ჰორიზონტის მიღმა ახალი პერსპექტივები და სწრაფვები გადაიშლება. ეს ნორმალურია. საკმაოდ გაუგებარია, როდესაც მთელი ცხოვრების მანძილზე სურვილების კრებული ცვლილებებს არ განიცდის. ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ ადამიანი გამუდმებით ერთ ადგილზე ტრიალებს.
ჩვენ ყველას ბედნიერება გვსურს და ინტუიტიურად ზრდისკენ ვისწრაფით. ეს ჩვენი ბუნებაა-ზრდა, ისევე როგორც ნებისმიერი არსების დედამიწაზე. რომელი მიზნების მეშვეოობით-უკვე სხვა კითხვაა. უბრალოდ თქვენ მისწრაფებებს მიენდეთ. ჩემი რჩევა ყველა მათგანს  ვინც   ადგილზე ბუქსაობს და საკუთარ მისიასთან დაკავშირებით რაღაც გაურკვეველ შინაგან გასხიცვოსნებას ელოდება:
ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედეთ. იცხოვრეთ და არა მზადებაში გაატარეთ. რა გსურთ ? ვისთან იურთიერთობოთ და რა აკეთოდ? რა არის თქვენი არსი და თქვენი ცხოვრების საუკეთესო ვერსია?
პირველი, რაც შინაგანად იბადება-ეს თქვენი ვექტორებია, გამოაშკარავედ ისინი და მოძრაობა დაიწყეთ, დანარჩენი კი მიებმევა, ამასთანავე გარდაუვალია ახალი მიზნების წარმოშობა. ეს  კლდეზე ასვლას ჰგავს: ყოველ სიმაღლეზე ახალი პერსპექტივები იშლება, ხედვა ფართოვდება და თვითონ მწვერვალი არაერთხელ შეიცვლის რაკურს და სხვადასხვაგვარად წარმოგვიდგება.
დროთა განმავლობაში თქვენი მიზნების ტრანსფორმირება სრულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ დასაწყისში შეცდომა დაუშვით. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ მოძრაობთ და მზერის კუთხეს იცვლით.
შინაგანი ხმა ჩვენი შესაძლებლობების შეგრძნებით ძლიერდება. ამ დროს შეიძლება ახალ სურვილებმა იჩინონ  თავი და საკუთარი ადგილის შესახებ განათებებმა იფეთქოს.
ჩემი გზავნილი კი შემდეგია:
გსურთ ახალი გამოცდილებების შეძენა? დასახეთ ახალი მიზნები. ა ხ ა ლ ი. გაცნობიერებულად და მკაფიოდ, შიშის გარეშე „ჩემია თუ არა?“. მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თვზე აღებით, თუნდაც აპრიორი აღმოჩნდეს რომ ეს სულაც არ არის ის რაც თქვენ გჭირდებათ. შეიგრძენით ზღვარი.
ბავშვობაში მე არ ვიცოდი თუ რა მინდოდა გავმხდარიყავი, მე არ გამაჩნდა განსაკუთრებული სწრაფვები და ნიჭი. ის, რომ მე შემიძლია ხალხთან ურთიერთობა და საკმაოდ ეფექტური მენეჯერი ვარ, გავიგე ჩემი პირველი სამუშაოს პროცესში, სადაც ინტუიტიურად წავედი (არადა სხვა განათლება გამაჩნდა), მაშინ როდესაც ყველა ნაცნობი აღნიშნულს არ მირჩევდნენ. ხოლო ის, რომ წერა შემეძლო, აღმოვაჩინე 23 წლის ასაკში, როდესაც სახლში ემოციური და შთაგონებული წერილების გზავნა დავიწყეJ წარმოიდგინეთ, მე გაზეთში 4 წელიწადი ვიმუშავე (რეკლამის განხრით) და წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ წერა შემეძლო ! ვფიქრობ, რომ ჩემ სულს მე სულ ცოტა ყრუ მუნჯი ვეგონე, მაგრამ ჩემთან კავშირის დამყარებას აგრძელებდა.
როდესაც პირველ მოგზაურობაში მივდიოდი, ვფიქრობდი, რომ ქვეყბნების აღმოჩენა -ეს არის ის, რასაც მინდა ჩემი ცხოვრება დაუკავშირო. მაგრამ როდესაც ორი წლის შემდეგ მოთხოვნა წარმოიშვა ჩემს ტრეველ-ჟურნალისტობაზე  და ტრეველ-კოპირაიტერზე, მე უკვე შესანიშნავად ვათვითცნობიერებდი,  რომ საკუთარი თავის და გარე სამყაროს შემეცნება ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრეველ-შეგრძნებები (სრული პატივისცემის მიუხედავათ). ჩემი შინაგანი ხმა მკაფიოდ მეუბნებოდა, თუ რა მსურს ვაკეთო და რაზე ვწერო ამჟამად. ალბათ აღნიშნული მიზეზის გამო აღარ ვწერ ახალ ტრეველ-წიგნებს, სამაგიეროდ არის ეს საიტი და ეს მხოლოდ დასაწყისია.
შევცდი ჩემი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე? რა თქმა უნდა არა. უფრო მეტიც, მე არ წარმომიდგენია როგორ შეიძლებოდა სხვაგვარად აღმომეჩინა საკუთარი თავი, ყველა საფეხური რომ არ გამევლო, ყოველი მომდევნო საფეხური ხომ წინიდან გამომდინარეობს. მე აღარ ვარ მინდობილი ილუზიებს, რომლებიც უცვლელობას ქადაგებდა, რომელიმე საქმის ან სწრაფვის მიმართებაში, პირიქით, ვხვდები, რომ ყოველთვის გავაგრძელებ ახალი შესაძლებლობების აღმოჩეენას და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, საკუთარ შინაგან სწრაფვებს მივენდობი.
შემდეგ შეხვედრაზე  მოძრაობაზე გადავალთ.  ადგილები დაიკავეთ და მოითელეთ ;)



понедельник, 23 марта 2015 г.

მიზნები და ბედნიერება

ცხოვრების მიზნების დასახვას დაფიქრებით უნდა მიუდგეთ, რადგან სასურველი მიზნის მიღწევის შემდეგ ყველაფრის გამო არ იტანჯოთ.
ხილულიდან დავიწყებ.
„თქვენ შეგიძლიათ სახლამდე მიხვიდეთ, რომელიც ჰორიზონტზე მოჩანს, მაგრამ ჰორიზონტს ვერ მიუახლოვდებით.
ჰორიზონტის მიღწევის იდეა-აბსურდულია. ჰორიზონტთან მიახლოვებისას - ჰორიზონტი უკან იწევს.
ამიტომ  ამოიგდეთ თავიდან აზრი რაიმე ზღვრის მიღწევის შესახებ, რომლის გადაკვეთისას, თქვენ შინაგან ბედნიერებას, ჰარმონიას, უზრინველყოფას და შიშების გაქარწყლებას  მოიპოვებთ.
ასეთი ზღვარი არ არსებობს.
სამაგიეროდ დაუმწიფებელი პიროვნების ილუზიებს წააწყდებით, რომელთა უმეტესი ნაწილის გადალახვა აბსოლიტურად ყველას უწევს:
როდესაც  შევხვდები ჩემ მეორე ნახევარს, მე სრულიად ბედნიერი გავხდები
როდესაც  გავთხოვდები,  თავს დაცულად ვიგრძნობ
როდესაც შვილებს გავაჩენ,  საკუთარი თავის რეალიზებს მოვახდენ
შვილები რომ დაიზრდებიან,  თავისუფალი გავხდები
როდესაც ვიშოვი ნ რაოდენობის ფულს, მაშინ აღარ დავიტანჯები
როდესაც წონას დავიკლებ, თავდაჯერებულ გავხდები
როდესაც ამ თანამდებობას მივიღებ, მე გავმდიდრდები და მეტ პრივილეგიებს მივიღებ
როდესაც გავმდიდრდები, ბედნიერი გავხდები
როდესაც ოფისიდან წამოვალ და შემოსავალს გავიჩენ, თავისუფალი გავხდები
როდესაც ქვეყნიდან გავალ, ადამიანივით ვიცხოვრებ
და ......
როდესაც მთავარ მიზანს/დანიშნულებას ვიპოვი,  ცხოვრებას იმწამსვე ნათელი მოეფინება

იოლია მათთვის, ვისთვისაც უმეტესობა მოცემული კითხვებისა სადღაც ჰორიზონტზე რჩება. ყოველთვის სადღაც მომავალში. მარტივია იმ გაგებით, რომ მათ სწამთ ამ ილუზიების და ამით მშვიდდებიან.
ის ხალხი კი, ვინც უკვე იცის საკუთარი ცხოვრების შექმნის პროცესის ხელში აღება და სასურველის მიღწევა, გაცილებით საინტერესო ვითარებაში აღმოჩნდებიან და  შესანიშნავად გამიგებენ: როდესაც რომელიმე დასახული მიზანი უკვე მიღწეულია, ხოლო ბედნიერება და შიშების გაქარწყლება ჯერ კიდევ სხვაგან არის.
რა მოვიმოქმედოთ? სასაწრაფოდ დავისახოთ ახალი მიზანი და  ჰორიზონისკენ გავწიოთ?
მაშ ასე, როგორ მოვიძიოთ ცხოვრების მიზანი?
თავდაპირველად მოდით გავერკვეთ თუ რას წარმოადგენს „ჰორიზონტი“.
„ ჩვენ ყველას გვსურს ბედნიერება. სიხარული და სრულყოფილი ბედნიერება. ეს ნებისმიერი (!)  ჩვენი მიზნის ფესვია/ძირია, როგორც ციცქნა ასევე ბებერთელასი.
ბედნიერება-ზუსტად ის მიუღწეველი ჰორიზონტია. ჩვენ ვაღწევთ დასახულ მიზანს და სრულ კმაყოფილებას ვერ გრძნობთ, შემდეგს ვაღწევთ და იგივე მეორდება.
„რა ჭირს მიზნებს?“-იკითხავს სკეპტიკოსი.
„რა გვჭირს?“- კითხვას დასვამს ეჭვიანი
„რა მჭირს?“ - იკითხავს ჭკვიანი
„სად არის პასუხი და რა არის შესაცვლელი?“-იკითხავს ზრდასრული.
ბედნიერების ჰორიზონტი მიუღწეველი რჩება ერთადერთი მიზეზის გამო-თვქენი უმეცრების გამო. სიბრმავის გამო. ჩვენ იმ ბებიას ვემსგავსებით, რომელიც ცხვირზე წამოცმულ სათვალეებს დაეძებს.
სიხარული და ბედნიერება - ეს ცხოვრების საწვავია.
სანამ თქვენ არსად არ მიემგზავრებით, სანამ არ არის მოძრაობა, სანამ არ არის ცხოვრების ყველა სფერო რეალიზებული - ბედნიერების ვერ შეიგრძნობთ.
აქედან გამომდინარეობს იმათი უკმაყოფილება, ვინც მიზანს მიაღწია მაგრამ „ჰორიზონტი“ ვერ აღმოაჩინა. მივიდნენ და გაჩერდნენ. მივიდნენ, იმისათვის რომ გაჩერებულიყვნენ.
მშვიდი, შინაგანი ბედნიერება - ეს არ არის ეიფორია, არ არის აფეთქება, არ არის ემოცია. ეს მდგომარეობა/განწყობაა. მას ფონად შეიგრძნობ. და მას შეუძლია ფრთები შეგასხათ და აუღწერელი დრაივი მოგანიჭოდ. ეს საწვავია. დაქოქეთ თქვენი  ცხოვრება, დააჭირეთ გაზს ფეხი და წინ გასწიეთ. ყველა წარმატებული და კმაყოფილი ადამიანი ძალიან დიდ სიჩქარეებით მოძრაობენ/ცხოვრობენ. მაგრამ ამისათვის აუცილებელია განზრახვა და სურვილი მოცემული კონსტრუქციის სამართავად. ჩვენი შინაგანი მუხრუჭები იმისათვის გაგვაჩნია, რომ მოსახვევებში წონასწორობა შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გარკვეულ მომენტში სისწრაფეს არ უნდა მოუმატოდ. უფრო მეტიც, ჩვენ განვითარებისათვის და სისწრაფისათვის ვართ შექმნილნი და როდესაც ცხოვრება ნელდება/დუნდება, ჩვენ ამას ყოველდღიური  სილაღის და  სიხარულის ქრონიკული უკმარისობით აღვიქვავთ.
ჩვენ ვაბრალებთ ამინდს, მთავრობას და კოლეგებს, და ვერ ვხვდებით რომ ეხლავე შესაძლებელია იყვე ბედნიერი და შესაძლებელია მისი გაზიარება, იმის ნაცვლად რომ ავადმყოფურად მოვითხოვდეთ სხვისგან ბედნიერების მონიჭებას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ჰორიზონტის მიუწვდომელი ხაზი უკვე აქ არის. ის არსად არ იხევს უკან, ის ყოველთვის ჩვენთან არის. ბედნიერება ჩვენშია, მისი გააქტიურება კი შესაძლებელია ოცნებისაკენ სწრაფვით. უფრო მეტიც, ბედნიერება არის საწვავი, რომლის გარეშეც თქვენ შორს ვერ წახვალთ. წრე შეიკრა.
ადგილიდან რომ დაიძრათ -საჭიროა ენერგია (სიხარული და ბედნიერება), ენერგია რომ მიღო - ადგილიდან უნდა დაიძრა.
არ არის საკმარისი მხოლოდ ენერგეტიკული პრაქტიკით  დაკავდეთ (ვარჯიში, იოგა და სხვა). ეს დაგეხმარებათ, მაგრამ თუ თქვენი მდგომარეობა ქრონიკულ დაღონებაში ან მობეზრებაშია გადაზრდილი, მაშინ თქვენ ადგილიდან ვერ დაიძრებით.
გამოსავალი-მოიძიოთ  საწვავი ცხოვრების აწმყოს მომენტში, შეავსოთ ავზი და მოძრაობა დაიწყოთ და უკვე თავად მოძრაობა „აავსებს“ საწვავის ავზებს. დასაწყისისათვის უნდა მიღოთ თქვენი დღევანდელი ცხოვრება, მოიძიოთ მასში ყველაფერი რაც კარგია, ჩაჰკიდოთ ხელი და ღიმილით გასწიოთ თქვენს მიზნებისაკენ. ეს თავის დაღწევა არ არის, ეს მოგზაურობაა. და ამ მოძრაობით იცხოვრეთ.
მაშ საით გავემართოდ?
თუ ბედნიერების საკითხი - ეს უნივერსალური მომენტია, მაშინ მიმართულების არჩევა უაღრესად ინდივიდუალურია და პიროვნების დანიშნულებაზე და სწრაფვებზე არის დამოკიდებული.
სხვათაშორის, აღნიშნეთ, რომ ეს შესანიშნავი სიახლეა ! თქვენი  ბედნიერება არ არის დამოკიდებული მიზნის კონკრეტიკაზე, ის მხოლოდ მიზნისაკენ საჭირო სიჩქარით სწრაფვა/მოძრაობაშია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ მიზანი შინაგან ხმასთან რეზონანსში მოდიოდეს, მაგრამ გლობალური თვალსაზრისით, იმის გათვითცნობიერებით, რომ თავად მიზნები- ეს მხოლოდ ნიშნულებია გზის მონაკვეთზე, მათთან ურთიერთობა გაცილებით გამარტივდება: შეცვალოთ იგი, ახლები დასახოთ.
„ნუ გახდებით თქვენივე მიზნების მონა, მართედ ისენი.
მიზნიდან მიზნისკენ მოგზაურობა, როდესაც გზათ სიხარულს შეიგრძნობთ, ყოველ ჯერზე საკუთარი თავის შემეცნების და სამყაროში ადგილის შეგრძნების უფრო და უფრო ახალ საფეხურზე აყავხართ. ზუსტად ამ გზით აღწევს უმეტესობა თავისი დანიშნულების აღმოჩენას. ამისათვის საჭიროა პიროვნული მასშტაბი, ცხოვრებისეული  გზა  და  მიმდინარე მომენტისაგან სიხარულის მიღების ცოდნის რესურსი. თუ თქვენთვის ცხოვრების აზრი და დანიშნულება ჯერ ჯერობით გაურკვეველია, ნუ დაიწყებთ მათ ძებნას. ეს უშედეგოა. ის მოდის და არა იმალება. ჯერ შესაძლებელია და აუცილებელიც არის აირჩიოთ თვენი მიზანი /დასახოთ მიზანი და ცნობიერათ მისკენ ისწრაფოდ/იმოძრაოთ.
ოთხი ძირეული ცხოვრებისეული სფერო რეალიზაციისათვის:
მე უკვე არაერთხელ ავღნიშნე ისინი, ახლა კი უფრო დაწვრილებით. რას ნიშნავს „რეალიზაცია ყველა სფეროზე“?
სული
საკუთარი თავის მიღების სულიერი ასპექტი, როგორც უფრო მეტისა, ვიდრე უბრალოდ სხეული და ტვინისა.
სხეული
ფიზიკური მდგომარეობა და თვითშეგრძნება
საქმე
ქმნის მიმართულებით ენერგიის ნაკადის გაშვება (აქვე არის ფულადი დაკმაყოფილება, გაცემის შედეგად)
ურთიერთობები
სხვა ხალხთან ურთიერთობა, როგორც სიყვარულის გამოხატვის საშუალება
ცალკე აღებულ ცხოვრების ეტაპზე, ისეც ხდება, რომ რომელიმე სფეროზე მოქმედება საკმარისად მიგვაჩნია. და ეს ნორმალურიც არის. სანამ ჩვენ აქტიურად გზაში ვართ-მთელი ჩვენი არსება ვითარდება და სიხარულს შეიგრძნობს. სულის „კუნთები“ გვიძლიერდება, ის აღარ არის მობეზრების საკვები. მაგრამ რაც უფრო იხსნებით, ახარისხებთ და იზრდებით როგორც პიროვნება (ასაკი აქ არაფერ შუაშია), მით უფრო ნათელი გახდება თქვენთვის, რომ მოძრაობას ითხოვენ ცხოვრების  ყველა ძირეული სფერო. სული ტირის, მას გაცილებით  მეტი სჭირდება. როგორც შედეგი, ჩნდება აპატია. უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენ ფერარით ზაპოროჯეცის სიჩქარით ვმოძრაობთ, მაგრამ სული ჩვენ ამას არასდროს დაგვავიწყებინებს.
თქვენი არსება ყოველთვის ზრდაზე არის მიმართული  და სანამ თქვენ მას არ განახორციელებთ საჭირო სჩქარით და ყველა მიმართულებით-ბედნიერება მხოლოდ ნაპერწკლებით გაათბობს თქვენს სულს და ისიც უკეთეს შემთხვევაში.
აზრი აქვს გაათვითცნობიეროთ თქვენი მიზნები ოთხივე სფეროში და პასუხი გასცეთ შემდეგ კითხვებს:
ვინ ვარ მე? (როგორც საშუალება გაათვითცნობიეროთ საკუთარი სულიერი ბუნება და მიიღოთ უმაღლესი ძალა, რომელიც ჩვენი მეშვეობით ქმნის)
ვინ ვარ მე ფიზიკურად? (მივიღოდ ჩვენი სხეული და ჯანმრთელობა)
ვინ ვარ მე საქმესთან მიმართებაში? (რას ვაკეთებ და რას ვიღებ სანაცვლოდ?)
ვინ ვარ მე ურთიერთობებში? და ვის გარემოცვაში ვიმყოფები?
ჩამოაყალიბეთ თქვენი ხედვები-ვინ გსურთ რომ იყვეთ ყველა სფეროში (მაგალითად ორი წლის შემდეგ): რა აკეთოდ, ვისთან , როგორ გამოიყურებოდეთ, რას გრძნობდეთ და რას დაეყრდნოთ.
ნუ შეეცდებით ყველაფერი დაწვრილებით დაწეროთ. გათიშეთ ლოგიკა. გამოყავით დრო, განმარტოვდით და დაწერეთ ყველაფერი რაც კი თავში მოგივათ. რამოდენიმე პასუხიც რომ მოგივიდეთ ერთ კითხვაზე მაინც ჩაწერეთ ყველა მათგანი. იმ შემთხვევაშიც კი თუ პასუხები ურთიერთსაწინააღმდეგო იქნებიან. სასურველია საკუთარი ხელით დაწეროთ. ეს ყველაფერი შემდეგში გავიაროთ. ახლა კი  დინებას მიეცით.
ჩემი სტანდარტული რეკომენდაციაა-მასალები იკითხეთ თანმიმდევრულად და დაფიქრებულად.  აზრის გაგებას გადახტომებით ვერ შეძლებთ, თანმიმდევრულად მიყევით და  არის შანსი, რომ თქვენ ხელს წაავლებთ იმ განწყობას, რომლის გადმოცემასაც მე ვცდილობ. სიტყვებით ვერ გადმოსცემ სრულყოფილად იმას რისი თქმაც მინდა. მაგრამ სიტყვების გარეშეც არ გამოვა ;)


„ნეო შენ არჩევანის გაკეთება გიწევს - თუ შენ გზას დაადგები წარსულში დაბრუნებას ვეღარ შეშძლებ. მაშ ასე.......

понедельник, 16 марта 2015 г.

ცხოვრების მიზანი და წინსვლა

შეიძლება ბევრი ილაპარაკო თემაზე-საჭიროა თუ არა ცხოვრებაში დიდი მიზანი? ღირს კი ცნობიერად მიზნისკენ სწრაფვა და რისთვის? თუ უბრალოდ უნდა მიეცეთ დინებას და მიიღოთ სიამოვნება?  ყველა ვარიანტს აქვს არსებობის უფლება.  აღნიშნულის თაობაზე კამათი არ ღირს. მაგრამ ამასთანავე უნდა გავიგოთ, რომ მსგავს საუბრებს არანაირი კავშირი არ აქვს ცხოვრებისეული ცვლილებებით მართვასთან.
მე პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ :
მიზნის გარეშე საკუთარი თავის ხელახლად შექმნა   შეუძლებელია.
ეს აქსიომაა, სადაც კვანძური სიტყვა  „ხელახლად“არის. თუ თქვენთვის აღნიშნული არ არის აშკარა, შესაძლებელია, ამ ეტაპზე, თქვენ ეს ინფორმაცია არ გჭირდებათ. და ეს, სხვათაშორის, აგრეთვე ნორმალურია.  ყველა თავისი სიჩქარით მოძრაობს. მაგრამ, ეს რესურსი იქნება გამოყენებული მათით ვინც არა მხოლოდ მზად არის ცვლილებებისათვის არამედ ახორციელებს კიდევაც მათ და არ უშინდება ცხოვრების 180 გრადუსით შემოტრიალებას.
მიზნის გარეშე თქვენ განაგრძობთ თავის შექმნას ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდით. და იგივე შედეგებს მიიღებთ. მეტწილად - გაუთვიცნობიერებულად. თითქმის ყოველთვის - გაუთვითცნობიებულერად. რადგან მიზანი და სწრაფვები-ეს არის პირველი ხელსაწყო, რომელიც ბუნებრივ (!) ცნობიერებას აღვიძებს. მიზნის გარეშე გამუდმებით „გამეორების“ ღილაკი მოქმედებს, როდესაც თქვენი ქმედებები, აზრები და განწყობა გუშინდელ დღეს იმეორებენ.

ნუ დაელოდებით თავბრუდამხვევ შესაძლებლობებს და იმას, რასაც იღბალს უწოდებენ, თუ თქვენ შესაბამისი განწყობა და მიზნების განხორციელების გეგმები  არ გაგაჩნიათ.
ხალხი, რომელიც ირწმუნება, რომ მიზნის მიღწევას არაფერი არ მოაქვს, რადგან ხანგრძლივი სიხარული მას არ მოაქვს, ხელს აწერენ იმ ფაქტს,  რომ ეძებენ შედეგის დადგომის სიამოვნებას. მაშინ როდესაც მათ, ვინც ცნობიერი თვითგანვითარების გზას დაადგა, მშვენივრად ესმით, რომ სიამოვნება  პროცესშია. სასურველი შედეგი - ეს გაკვრითი  სიხარულია (რომელიც ასევე ძალიან სასიამოვნოა და ახალი ძალების მომტანი), მხოლოდ საყვარელი პროცესი - ეს სიღრმისეული ცხოვრებით ტკბობაა, რომელსაც თქვენი შინაგანი მდგომარეობა ახალ საფეხურზე გადაყავს. შენ არსობრივად კმაყოფილი ხდები, ზედაპირული ემოციების მიუხედავად. (გაითვალისწინეთ, რომ საუბარია მართულ პროცესზე, რომლის საფუძველშიც მიზანი დევს).
კალაპოტის არჩევას და  წინსვლას ჩვენი ცნობიერება ახალ დონეზე აყავს. ეს გადახარისხების მნიშვნელოვანი ეტაპია და კიდევ ერთი ნაბიჯია საკუთარი ჭეშმარიტი მესაკენ, რომელშიც სულის ხმა უფრო გარკვევით ისმის. მხოლოდ ნაბიჯი. მე არ ვიძახი, რომ  მიზნის დასახვა, მისკენ სწრავფა და მიღწევა-ეს ფინიშის მონაკვეთია. ეს პროცესია (პროცესი ! და არა შედეგი), რომელიც საშუალებას იძლევა საკუთარი თავის შესაძლებლობები და რესურსები შეიცნოთ.
მიზნისკენ სწრაფვა და მისი მიღწევა - ეს საშუალებაა საკუთარ თავს და სამყაროს გვერდიდან შეხედოთ. ხანდახან საჭიროა  საკუთარ პრაქტიკაზე დარწმუნდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, რათა ახალ სივრცეებმა/ჰორიზონტებმა აღარ შეგაშინოთ, ხოლო მიმდინარე მოვლენებმა - წყობილებიდან არ გამოგიყვანოთ.

„დასახული მიზნისაკენ სწრაფვა-ეს ბუნებრივი საშუალებაა შეიცნოთ, რომ შენ გაცილებით მეტი ხარ იმაზე, რაც ჩვეულებრივ შენ თავზე ფიქრობ.

პრობლემა მხოლოდ იმაში მდებარეობს, რომ ყველას არ ძალუძს საკუთარი ჭეშმარიტი მიზნების და სწრაფვების ინტერპრეტირება. ზუსტად ამიტომ დავიწყე მოცემული ციკლის გადახარისხებით. თქვენ სულს ყოველთვის გააჩნია სწრაფვები, საკითხი იმაშია, შეგიძლიათ თუ არა მათი გაგონება.
დღეს მოდაა თავისუფლებაზე. ყველა ოცნებობს თვი დააღწიოს ოფისების, ფულის ან მაგალითად მშობლების „მონობისაგან“. მაგრამ თავისუფლების მოპოვების მიზანს არსად არ მიყავხართ. ზუსტად ამ ფორმულირებით და გაგებით. რამდენჯერ უნდა ანთხიოთ შუბლი ერთი და იგევე პრობლემას?
მიზნებს ვაბრალებთ, როდესაც სინამდვილეში არ ვიცით შინაგანი ხმის მოსმენა.
„აბსოლიტური თავისუფლება არ არსებოსბს, მაგრამ არსებობს  გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება   და რის  შემდეგაც მხოლოდ შენი არჩევანით ხარ შებოჭილი.
რას ნიშნავს ეს?
არსებობს მხოლოდ არჩევანის თავისუფლება და ეს ყველაზე დიდი საჩუქარია რომელიც კი არსებობს. უკვე გვაქვს. თავისუფლება - ეს ის არ არის, რაც უნდა მიაღწიო. ერთად ერთი თავისუფლება რეალურად არსებულიდან (და არა ილუზორული) - უკვე  არის. ჩვენ შეგვიძლია მიმართულების არჩევა და ამ მიმართულებით მოძრაობა. ჩვენ შეგვიძლია მიზნის დასახვა და მისი მიღწევა, ამ პროცესის მეშვეობით საკუთარი თავის ზრდის და განვითარების განხორციელებით. ჩვენი არსება ვითარდება არა თავისუფლებით (როგორც მოვემულობა) არამედ ზრდით როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად, როდესაც მოძრაობის სიჩქარეც მნიშვნელოვანია.
ჩვენ ხვთაებრივი უფლება გვაქვს მონიჭებული ავირჩიოთ მოძრაობის მიმართულება, რომელიც, მაგალითად, ცხოველებს არ გააჩნიათ, ისინი დაპროგრამებული ინსტინქტებით იმართბიან. ჩვენ გვაქვს უფლება გადავწყვიტოდ თუ რას მიუძღვნად ჩვენი ცხოვრება.: სამყაროში მოგზაურობას, ოჯახის შექმნას, ბიზნესის განვითარება თუ შემოქმედებას.
და აქ ერთი პატარა ნიუანსია: ვინ თქვა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთხელ შეგვიძლა ცხოვრებაში მიმართულების არჩევა?
ჩვენ გამუდმებით ვაკეთებთ არჩევანს. ყოველდღე. თუ დღევანდელი დღე გუშინდელის მსგავსად გაივლის-ესეც არჩევანია. უბრალოდ ერთ დილას შეიძლება ადგე და სხვა არჩევანი გააკკეთო. ახალი მიზანი დასახო და მისკენ გაემგზავრო.
მაგრამ არის კიდევ ერთი ნიუანსი და ამჯერად არც ისეთი მომხიბვლელი: მთელი სამყარო დუალურია და ყველა ცნებაზე არსებობს მისი მოპირდაპირე, რომელთა შორის, როგორც წესი, ძალიან ვიწრო ხაზი გადის.  რაც უფრო შორს გადიხართ თქვენ მისწრაფებებში, ხაზი მით უფრო ვიწროვდება. ის მხოლოდ ოსტატების მზერისათვის არის შესამჩნევი, რადგან მათ ძალუძთ ამ ხაზების შეგრძნება.
მაშ ასე. საკუთარი მიზნის არაერთჯერადი დასახვის (არჩევანის გაკეთების)  ღვთაებრივი საჩუქრის  (საშუალება რადიკულურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება) და საქმის შუაში მიტოვების, დაუსრულებლობის და ცანცარის შორის ზუსტად ის ძალიან წვრილი ხაზი რომ გადის. შეუმჩნეველი. მაგრამ ის არის.
და იცით ოსტატობა რაში მდგომარეობს?
ოსტატმა საკუთარი თავი თვითონ აირჩია (შექმნა).
მას არ ეშინია ახალი ცდის და მარცხისაც არ ეშინია.
და თუ წაიქცევა  - ხაზს არ ადანაშაულებს. და არც იმას, ვინც ეს ხაზი აჩვენა .
ის დგება და გზას აგრძელებს (თან არ ივიწყებს, რომ ოსტატია;)
...
კიდევ მინდა რამოდენიმე სიტყვა „დიდი ოცნების“ კომპლექსის შესახებ დავწერო.
ბოლო წლებში, შესაბამისი ლიტერატურის მოზღვავების ფონზე, ძალიან გავრცელდა „ცხოვრების უმთავრესი მიზნის“ კომპლექსით დაავადება. სინდრომი - ადამიანი იტანჯება თემაზე, რომ მას არ გააჩნია „ცხოვრების ყველაე მთავარი მიზანი“. თანაც წლებია იტანჯება.
მხედველობაში არ მივიღებ მათ ვისთვისაც ტანჯვა არჩევანია და ამით სიამოვნებას ღებულობს, დანარჩენს კი გეტყვით:
1. დაიკიდეთ/მოეშვით ტანჯვას
სანამ თქვენ ყველაფერზე განიცდით, მითუმეტეს ქრონიკულად -თქვენი შანსი, რომ  ახალი ცხოვრება დაიწყოთ, ნულის ტოლია. ჩემი რეკომენდაცია იქნება განულება და სიცილის თერაპია, რადგან ჩოჩორი უნდა იყვე, თანაც ბრმა-ყრუ, რომ ცხოვრების სიხარული და შეუფასებელი არჩევანის უფლება შიშებზე „მე არ მიცდია, მაგრამ დარწმუნებულად ვეჭვობ“ ანაცვალო. და თუ თქვენთვის აბსურდის შეცნობა შინაგანი შეუკავებელი სიცილით მოვა -თავს გაცილებით უკეთ იგრძმობთ. და კიდევ, დაუჯერებელი ბრიყვი უნდა იყვე, რომ წაქცევის გეშინოდეს.
ვარდნა, სვათაშორის, ისიც ფრენაა.
2. დასახეთ მიზანი და მოძრაობა დაიწყეთ.
თქვენ თვითონ აირჩიეთ, დასახეთ ! ნუ ეძებთ.

იმის რჩევა, თუ როგორ აირჩიოთ და მიზანი დასახოთ არ იქნება სწორი, რადგან ეს ძალიან ინდივიდულაური პროცესია, რომელიც პირველ რიგში თქვენ თავთან დამოკიდებულებით გამოიხატება. და მაინც, შემდეგ შეხვედრისას, მოვყვები მასზე, თუ როგორს ვხედავ გარშემო სამყაროს და რას ვეყრდნობოდი საკუთარი ორიენტირების დასახვისას.

понедельник, 9 марта 2015 г.

ჩვენ მომავალში არსებული წარსულის ანაბეჭდები

მანამდე, სანამ მომავლის შექმნას დავიწყებდით ურიგო არ იქნება ის წარსულის ანაბეჭდებისაგან რომ გავასუფთავოდ, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია გენერალური დასუფთავების, რომელსაც გირჩევთ ცვლილებების საწყის ეტაპზე ჩაატაროთ.
რა ანაბეჭდებზეა საუბარი?
ეს თქვენი მოლოდინებია.
თავიდანვე დავაზუსტებ. მომავალში სასარგებლოა იყუროთ. მნიშვნელოვანია ნათლად ხედავდეთ იმას, თუ რა გსურთ. გამსჭვალული იქყვეთ მისიით და მიზნებით, შეიგრძნობდეთ მათ. ცალსახაა, რომ:
„ მათთვის, ვინც არსად არ მიცურავს - ზურგის ქარი არ არსებობს
მაგრამ მოცემული მასალა არა მიზნებზე, დანიშნულებაზე და გზაზეა. ამაზე მოგვიანებით. ეს ისევ და ისევ დასუფთავებაზეა.
მინდა ხაზი გაუსვა ისეთი ამოცანის მნიშვნელობაზე, როგორიცაა დასუფთავება ყველა განზომილობის გათვალისწინებით: აწმყოში, წარსულში და მომავალში. თუ გსურთ ახალს გაუღოთ კარი, მოიცილეთ ძველმანი. ყველა, ვინც იმაზე წუწუნებს, რომ არ შუეძლია ცხოვრების  მიზნის აღმოჩენა ან ყოველივე  მიღწევა მას აცარიელებს - ეს პირველ რიგში თქვენ თავს ეხება. ეს პირველი ფაქტორია იმისა, რომ თქვენი მომავალი წარსულის ოფციებზეა აგებული, მაშინ როდესაც ერთადერთი საშუალება რაიმე ნამდვილად ახალი შექმნათ-იმყოფებოდეთ აქ და ეხლა, მენტალური ნაგვის და მოლოდინების გარეშე.
თუ თქვენ განწყობილი ხართ მიიღოთ პრინციპულად ახალი ცხოვრებისეული გამოცდილება  და წრეზე სიარულისგან თავი შეკავოთ, დარწმუნდით, რომ თქვენი სიგნალი/განწყობა შეფერხების  გარეშე მიდის.
სიგნალის სისუფთავე-ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ნუ უგულვებელყოფთ მას.
მაშ რა შეფერხებებთან გვაქვს საქმე?
ეს არის ეჭვებ და შიშებნარევი მოლოდინები.
ყველაფერი ის, რაც თქვენ გგონიათ, რომ თქვენ მომავალზე იცით. საუბარია როგორც ნეგატიურ, ასევე დადებით მოლოდონებზე. რაც  მეტია-მით უფრო მატულობს შეფერხებებიც.
ერთადერთი, რაც უნდა მიემართებოდეს თქვენგან მომავალში - ეს არის სუფთა სიგნალი თემაზე, თუ რა განწყობა გაქვთ რომ იქონიოთ ან გახდეთ. ეს არის თქვენი მისია და მიზნები. მორჩა. დანარჩენი (ქმედებები, აზრები, სიტყვები) უნდა ეხებოდეს მხოლოდ ამწამიერ მომენტს - აქ და ეხლა. რაც უფრო მეტი ხართ აწმყოში, მით უფრო სუფთაა მომავალში გატყორცნილი სიგნალი.
მოლოდინებს და რეალურ მიზნებს შორის - ძალიან ვიწრო ზღვარია, ისეთივე, როგორიც ფანტაზიას და გეგმას შორის. ამ ზღვარის შეგრძნება შესაძლებელია ცნობიერების მეშვეობით. და სურვილით, რომ იგი შეიგრძნოთ.  მოლოდინები პრაქტიკულად ნებისმიერ ჩვენთაგანს გააჩნია. მაგრამ თუ თქვენ თავს შეეკითხებით, სად არიან ჩემი ფანტაზიები და სად ის თუ რისი განწყობაც მაქვს რომ ვიქონიო - ზღვარი ხილული ხდება. დასვით კითხვები და ისწავლეთ მოსმება. პასუხი არასდროს აყოვნებს.
პირდაპირ გეტყვით - თუ თქვენ მიმდინარე მომენტში არ გაქვთ მკაფიოთ მოხაზული მიზნები და ცხოვრებისეული გეგმები, მაშინ, ძალიან მაღალი ალბათობით, ყველაფერი რასაც მომავალში პროეცირებას ახდენთ - ეს მოლოდინებია. ყველა მათგანი უნდა ამოშალოთ. მე არ ვარ თქვენ სიტუაციაში 100% დარწმუნებული, რადგან არ ვარ მასში ჩახედული, მაგრამ აფრო მეტად ეგრე იქნება.
ჩემი რჩევა იქნება - გასუფთავდით. თუ ჯერ მიზნები არ გაგაჩნიათ, ეს , სხვათაშორის, შეიძლება დიდ პლიუსად აღვიქვათ. ესე იგი თქვენ გაქვთ საშუალება სრულად გასუფთავდეთ. ჩაეშვით აწმყოში 100 %-ით. შეეშვით მომავლის ჭვრეტას. თქვენ არ იცით თუ რა გელოდებათ ხვალ და მით უმეტეს ერთი წლის შემდეგ. და ეს ძალიან კარგია. თქვენ შეგიძლიათ ის შექმნათ, თანაც აბსოლიტურად ახალი მეთოდით, რა თქმა უნდა თუ მოისურვებთ.
ხალხი, რომელმაც იციან თუ რა „ელით“ მათ ნახევარი წლის შემდეგ - ნებაყოფლობით იდებენ ბორკილებს. ისინი არ აძლევენ საშუელებას შემოუშვან საკუთარ ცხოვრებაში არა მხოლოდ სიახლეები, არამედ ცხოვრების ახალი მიზნებიც. სად უნდა შემოვიდნენ, თუ მათი ადგილი უკვე დაკავებულია?
კიდევ ერთხელ. შეიგრძენით ზღვარი:
თუ თქევნ შეგიძლიათ ადგეთ და მარტივად ფურცელზე, ზუსტად ამავე წამს, გაწეროთ ცხოვრებისეული მისია და ყველა სფეროს მიკუთვნებული მიზნები (ურთიერთობები, საქმე, სხეული და სული) - მაშინ ძალიან კარგია, რომ თქვენ მათ პროეცირებას ახდენთ მომავალში ნახევარი წლით ადრე. ეს დინების პროცესია, როდესაც ისეთი კითხვები, როგერებიც არიან „ჩემია თუ ჩემი არ არის?“ არც კი ჟღერდება. თქვენთვის ყველაფერი ნათელი და გასაგებია - თქვენ უკვე  გზას მიუყვებით.
მაგრამ თუ მსგავსი მდგომარეობა ჯერ არ არის -  თქვენი მომავალი სანაგვაზე გაქნიეთ. ეს თქვენი მომავალი კი არა - გაურკვევლობაა. ის მომავალია, რომელიც თქვენი წარსულიდან შეთხზეთ. იქ კვლავ წარსულის პრობლემებით არის მოფენილი თქვენი ცხოვრება. მოიშორეთ. მიიხედ მოიხედეთ. აწმყოში არ არის წარსული, ნუ მოიკიდებთ მას მომავლისაკენ მიმავალ გზაზე.
მე კვლავ გავიმეორებ: სიახლეებისათვის გასუფთავდით.
გაათვითცნობიერეთ მოლოდინები და მოთხოვნები მომავლისა - და უარი თქვით მათზე. ეს იმაზე ადვილია ვიდრე წარმოგიდგენიათ. საკმარისია აღმოაჩინოთ ისინი თქვენში და აწმყოში იმყოფებოდეთ (ყველა ვინც ამბობს რომ გასუფთავების პროცესი რთულია - აზვიადებენ. აწმყო წამიერად განკურნავს, რადგან არაფერი აწმყოს გარდა არ არსებობს, უბრალოდ სრულად მიენდეთ მას და ნუ მიეცემით შფოთვას).
შეეშვით წარსულზე საუბარს. საერთოდ. საკუთარ თავს შემოუძახეთ, როცა შეამჩნევთ რომ წარსულზე საუბრობთ. დაივიწყეთ წარსული წყენა და ტკივილები. მოიშორეთ ყველა „წურბელა“ რომელსაც კი აღმოაჩენთ. მაგალითად, წარსულში არესებული ხალხი  სოცქსელებში, რომელთა არსებობა თქვენ ცხოვრებას გიმძიმებთ. წარსული აღარ არის. ჩაო.
ნუ მიეცემით მოგონებებს. შეეშვით უაზრო ოცნებებს. მიესალმე დღევანდელ დღეს.
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ეს უფრო მნიშვნელოვანიც კი არის, ვიდრე საკუთარი მიზნის მოძიება.
ხვალ გაიღვიძეთ წარსულის გარეშე. ეს ბევრს ნიშნავს და სამწუხაროდ ყველას არ სძალუძს აღნიშნულის განხორციელება. მთელი მათი საგანძური - მათი წარსულია. მაგრამ როდესაც თქვენ ნაბიჯს გადადგავთ და აწმყოში აღმოჩნდებით, თქვენ ენერგიის კოლოსალურ მოზღვავებას იგრძნობთ. თქვენ არც კი წარმოგიდგენიათ რამდენათ არის ენერგიით გაჟღენთილი აწმყოს მომენტი-მაგრამ ცოტაოდენი თუ სარგებლობს ამ ენერგიით, რადგან გამუდმებით მოგონებებში და მოლოდინებში იმყოფება.
შეეშვით თქვენი მომავლის ჭვრეტას, უმჯობესია აწმყო შეიცნოთ. აქ იმყოფება ყველა ის გასაღებები და კარებები, რომელთა მოძიებას თქვენ ლამობთ, სინამდვილეში კი, რომლებიც უბრალოდ უნდა ამოირჩიოთ და აიღოთ/დაეუფლოთ მათ. ყველაფერი ცხვირის წინ არის.
ახლის ქმნის პროცესი შესაძლებელია მხოლოდ ახალი მატერიისაგან, რომელიც ყოველ წამს იბადება. წარსულში იგი არ არის, აწმყოში კი - აუარებელია. მომავალშიც, სხვათაშორის, არ არის.მომავალში შესაძლებელია მხოლოდ მაქსიმალურად სუფთა სიგნალი გააგზავნოთ, მაგრამ ქმნა მხოლოდ აქ და ეხლა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია დაუსრულებლად იოცნებოთ. სხვა არაფერი არ მოხდება. მხოლოდ ფანტაზიები.
ხელახლიდან შექმნათ საკუთარი თავი - ეს შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ყველა დონეზე ვითარდება: აზრი, სიტყვა, ქმედება და მდგომარეობა. საჭე ბორბლების გარეშე მიზნამდე ვერ მიგიყვანთ. ისევე, როგორც ბორბლები საჭის გარეშე.  
ჩემთვის მნიშვნელოვანია გადმოგცეთ სიღრმისეული გაგება ყველა დონეზე გასუფთავების შესახებ. ამ ასპექტის გარეშე რამდენიც გსურთ იმდენი მიზნები დასახეთ და ვიზუალიზირება მოზხდინეთ, მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე შედეგს მიიღეთ. ეს საოცარია, ყველაფერი თითქმის რომ იცვლება, მაგრამ სინამდვილეში იგივე რჩება.
დეკორაციების ცვლილება რთული არ არის - ეს პირველი ეტაპია, მაგრამ ჩემი გზავნილი სხვა არის - შიგთავსის ტრანსფორმირება მოახდინეთ. ეს ჩვენ გვძალუძს და ეს ყველაზე აუხწერელი და თავბრუდამხვევი გამოცდილებაა: ლიანდაგები გაიყვანოთ იმ ადგილამდე, სადაც გსურთ მოხვედრა იმის მაგივრად რომ უბრალოდ გადაღებოთ მატარებლის ვაგონი და ერთი და იგივე ხედით „ტკბებოდეთ“. ყველა თავად აკეთებს არჩევანს და მე ნაკლებად მაინტერესბს კამათი თემაზე „რისთვის შევცვალო რაიმე ჩემს ცხოვრებაში?“. თქვენი ცხოვრება - თქვენი წესები. მაგრამ მათ, ვინც მზად არის მშენებლობას შეუდგეს - წინ გასწით. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ აქ იმყოფებით.

P.S. გასუფთავება აუცილებელია მიზნების დასახვამდე მოხდეს.  თქვენი სიგნალი მომართეთ.