четверг, 10 сентября 2015 г.

როგორ ვქმნად ქმედებების დონეზე

წინა მასალაში ჩვენ უკვე შევეხეთ მნიშვნელოვან საკითხს: „რა ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე მეტ გავლენას - აზრები თუ ქმედებები?“, ამიტომ ამჯერად აღნიშნულს აღარ დავუბრუნდები  და ჩავთვლი , რომ თქვენ გარკვევით ხედავთ კავშირს მათ შორის რასაც ვაკეთებთ, ვფიქრობთ, ვლაპარაკობთ და განვიცდით. ამ სტატიაში მე მინდა მხოლოდ ქმედებების ასპექტის შესახებ გიამბოთ.
როგორ შევქმნათ ჩვენი გამოცდილება და საკუთარი თავი ქმედებების მეშვეობით.
პირველი შეხედვით  რა შეიძლებ იყვეს ქმედებებზე მარტივი? თავის დროზე საკმაოდ გასასგებათ თქვა ამაზე რიჩარდ ბრენსონმა:
„ყველაფერი დაიკიდე. აიღე და გააკეთე !
მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ძალიან ბევრს არ შეუძლია თავის სასარგებლოდ იმოქმედოს. არ იციან ეფექტური ქმედებების საფუძვლები. დიახ, ზუსტად ეფექტური, რამდენად ამაღლებულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს სიტყვა. იმიტომ, რომ წყლის ნაყვა -ეს  სიბრიყვეა. ისევე, როგორც რაიმეს არაეფექტურად კეთება, როდესაც მისი შემადგენელი ნაწილები არ გაქვს შესწავლილი.
არაეფექტურად-ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ რაიმე შედეგს ვერ მიიღებთ. თუ აკეთებთ-მაშინ შედეგიც იქნება, მაგრამ როგორი? ეს უკვე საკითხავია. ხშირად ძალიან დიდი ხნის შემდეგ და თანაც იმ მოცულობით არა, როგორც თქვენ გესაჭიროებათ. ამასთანავე, იმ პროცესების ღრმა ცოდნის გარეშე, რომელთანაც თქვენ საქმე გაქვთ, თქვენ უამრავ უსარგებლო მოძრაობებს აკეთებთ, როგორც ფიზიკურ ასევე ენერგეტიკულ დონეზე და ტყვილად ხარჯავთ თქვენს ენერგიას. უაზროთ უშვებთ სხვა მიმართულებით და შემდეგ ნაბიჯზე ძალა აღარ გყოფნით.
გადაწვის ეფექტი, როდესაც ადამიანი თავისი იმედებით იღლება, დაფარულია სწორი ქმედებების, მე ვიტყოდი ენერგოშემნახველი ქმედებების არცოდნით.

პრაქტიკული.
რა იგულისხმება ეფექტური ქმედებების საფუძვლებში?
-ცოდნა
-სტრატეგია
-კონცენტრირება
რაც უფრო მასშტაბურია ამოცანა, მით უფრო მნიშვნელოვანია გაათვითცნობიეროთ ყოველი ელემენტი.

ცოდნა
ეს იმის გაგებაა თუ „როგორ?“. ნუ დაეყრდნობით დაჟინებულ „მე თვითონ ვიცი როგორ“. ეს უბრალოდ არამომგებიანია. პირადათ მე შეცდომები არ მაშინებენ, მე ვიცი, რომ გარკვეულ წილად  ეს გარდაუვალია, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად შევამცირო მათი რაოდენობა, რადგან დიდი გეგმები გამაჩნია ამ ცხოვრებაში. მე არ მაქვს იმდენი დრო, რომ ყველა კენჭს  ფეხი წამოვკრა და სვლა შევანელო.
„გამუდმებული პატარა შეცდომები და შეუთავსებლობები - ეს არამიზნობრივი მოქმედებების ნიშანია.
ყველაფერი დიდი ხნის წინად მოგონილია, შექმნილია და გამოცდილია მათი მეშვეობით, ვინც ჩვენამდე ამ გზით უკვე გაიარა, მაშ რისთვის იხარჯებით და ცხვირს იტეხავთ?
„ ეკონომია გაუწიეთ თქვენი სიცოცხლის დროს - სხვის შეცდომებზე ისწავლეთ
ე. რობინს

რამოდენიმე მაგალითი პირადი ცხოვრებიდან
როდესაც  რეკლამაში მივედი,  დაუსრულებლად ვსწავლობდი რეკლამას, გაყიდვებს და მარკეტინგს. სემინარებს და ტრენინგებს ვესწრებოდი. მაქვს ინდივიდუალური რეკორდი გაყიდვების გაორმაგების სახით ორდღიანი სემინარის შემდეგ. მომანიჭეს ამ სემინარზე რაიმე ახალი ცოდნა? არა, ძირითადი იქ თქმული მე უკვე ისედაც ვიცოდი. მაგრამ გაცილებით მეტი მომცეს - დახვეწეს უკვე არსებული ცოდნა.
როდესაც  პირველად გადავწყვიტე მოგზაურობაში გამგზავრება, მე აქტიურად შევისწავლე ინტერნეტი და შესაბამისი წიგნები. იმ დროისათვის (2007 წელი) მხოლოდ ორი ავტორის მოძიება შევძელი, ინფორმაცია მწირი იყო. და მე ნაკლებად მაღელვებდა, რომ მათ ზოგიერთ აზრს არ ვეთანხმებოდი, მე ვხედავდი, რომ მათ იტაცებთ თავისი საქმე (მოგზაურობა) და  მათ გამოცდილებას ვიზიარებდი. ვიწყებდი მათთან კამათს იმაზე რაზეც არ ვეთანხმებოდი? რისთვის? ჩემთვის ჩემი ენერგია უფრო მნიშვნელოვანია. მე მადლობელი დავრჩი იმ ადამიანების. მახსოვს, თუ რამდენი ხანი მიწევდა გამოწერილი წიგნების დალოდება, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდი რჩეული ლიტერატურის გამოწერას.
როდესაც  გადავწყვიტე წიგნის დაწერა, ვიყიდე „როგორ დავწეროდ წიგნი?“ და „როგორ დავბეჭდოთ წიგნი?“. და ამასთანავე აქტიურად ვსწავლობდი ქსელს. ნიშნავს ეს, რომ მე თავად არ შემეძლო წიგნის დაწერა? რა თქმა უნდა არა. თანაც წიგნების ბაზარზე თავისი წესები დომინირებენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი გახლდათ მათი თავიდანვე ცოდნა. როდესაც მეკითხებიან თუ როგორ გამოსცენ წიგნი, მე ყოველთვის ვპასუხობ: „დაწერეთ სინოპსისი, მიამაგრეთ ხელნაწერი ვორდში და გაუგზავნეთ გამომცემელს“. კითხვის დამსმელი ხშირად ვერ გებულობს თუ რა მაქვს მხედველობაში, მაშინ როდესაც ეს ანბანია. საინტერესოა, რომ მე ძალიან ბევრს ვიცნობ ვისაც საკუთარი წიგნის დაწერა სურს... ჯერ არცერთს არ დაუწერავს.
როდესაც მე ბლოგში მოვედი,  გამოვიწერე წიგნი: „როგორ ვაწარმოვოდ საკუთარი ბლოგი“. თქვენ ალბათ უკვე დაიღალეთ ამ მაგალითებით, მაგრამ მე არ დავიღლები მათი აღწერით, რადგან ეს რეალური ფაქტია, რომელიც სულ ახლახანს გაკვირვებით შევიცანი. მე ამას ადრე უფრო ინტუიტიურად ვაკეთებდი, ეხლა კი გათვითცნობიერებულად ვმოქმედებ. თანაც აღნიშნეთ, რომ მე არ დავინტერესებულვარ არც ფორუმებით და არც დაჯგუფებებით. წიგნი - ეს ავტორის გამოცდილების საუკეთესოს კონცენტრატია, მაშინ როდესაც ფორუმებზე მეტ წილად არაპროფესიონალები იყრიან თავს. მე ჩემ ენერგიას ვუფრთხილდები.
როდესაც საიტების გაქაჩვა დავიწყე, მივხვდი რომ მხოლოდ წიგნები არასაკმარისი იქნებოდა, რადგან ბევრ ტექნიკურმა საკითხმა წამოყო თავი, რომლის გარკვევვაშიც ქაღალდზე რთული იყო. ამიტომ ქსელში შესაბამისი კურსები მოვიძიე. მე შევადარე ავტორები და ევგენი პოპოვი ვარჩიე. ძალიან მაგარი ვიდეო გაკვეთილებია, რომლის დახმარებითაც სულ რაღაც ორ კვირაში საკმაოდ გამაცნობიერა საიტთან მუშაობის, მისი წინ წაწევის და მსგავს საკითხებში. კერძოდ, თავდაპირველად მე შევისყიდე კურსი ვორდპრესსთან მუშაობაში, რომელიც ისე მომეწონა ხარისხით და მიდგომით, რომ შემდეგ შევიძინე ქსელში ბიზნესის ტექნიკური მომენტები და მათ დღესაც ვიყენებ საჭიროებისამებრ.
როდესაც მე ჰტმლ-აკინძვა დამჭირდა, მე შემეძლო სტანდარტული მიმართულების არჩევა. გამოიცანით რომელი? მართლები ხართ. შემეძლო მეყიდა წიგნი „როგორ ავკინძოდ ჰტმლ“. მაგრამ არა. ხომ გეუბნებით რომ გარკვევითდა ენერგოდაცულად უნდა იმოქმედოთ. მე შევისწავლე საკითხი და, შევადარე ოპციები და შევიძინე საოცარი პლაგინი, რომელიც ყველაფერს ჩემს ნაცვლად აკეთებს, გარდა ყავის მოდუღებისა)) ამ საკითხში ჩემთვის არამიზნობრივი იყო საფუძვლების შესწავლა და მე გადავწყვიტე პროგრესის მიღწევებით მესარგებლა, მაგრამ ეს რომ გამეგო წინა გზა უნდა გამევლო.
შემეძლო ყველაფრის უფასოდ მოძიება, ათასი ტონა ინფორმაციის გადახარისხებით? რა თქმა უნდა შემეძლო. მაგრამ ინტერნეტი აურაებელი მასალის შემცველია და ბევრი მათგანი უბრალო ნაგავს წარმოადგენს, ხოლო მე არც სურვილი და არც დრო გამაჩნდა, რომ მექექიალა მარგალიტების საძებნელად. ბლოგინგის ტექნიკური ასპექტი-ჩემი გატაცება არ გახლავთ და მე არ მსურს მასზე ბევრი დროის დახარჯვა, მირჩევნია ვწერო და ახალი პროგრამები შევიმუშაო. ამასთანავე,  გასაყიდათ შექმნილი ნივთი ობიექტურად უფასოზე გაცილებით უკეთესი  იქნება - შემქნელი მასში თავის გატაცებას დებს, რომელიც შემდეგში მყიდველზეც გადადის.
შედეგი?
საიტის არსებობის ერთი თვის  შემდეგ -1000 უნიკალური მომხმარებელი დღეში. მე შემეძლო აღნიშნული მაჩვენებლები ერთი წლის შემდეგ მომეპოვებინა, მაგრამ ჩემი სტრატეგიის მიხედვით სხვა სიჩქარეზე ვარ ორიენტირებული, ამის გამო არ ვზოგავ არც ძალებს და არც ფულს განვითარებაზე და სწავლაზე. რასაც თქვენც გისურვებთ.
საქმე იმაშია, რომ ანალიტიკურ აზროვნებასთან ყველაფერი წესრიგში მაქვს და ამიტომ ზედმეტი ილუზიების გარეშე შემიძლია გადავხედო წარსულსაც, როდესაც 20 წლის ვიყავი და წინაც გავიხედო, სადაც ჩემი ნაცნობები 40 წლისანი იმყოფებიან და შესანიშნავად ვაცნობიერებ , რომ თუ ეხლავე არ გავალ სათანადო სიჩქარეზე და არ დავიწყებ იმის კეთებას რაც მიყვარს მათთან ერთად ვისთანაც მსურს, მაშინ აღნიშნული არც 5 წლის  და არც 10 წლის შემდეგ არ მოხდება.
რაც შეეხება საიტს-ეს მხოლოდ პატარა მაგალითია იმისა, რაც მხოლოდ პატარა შემადგენელი ნაწილია სრული სურათისა. ასე რომ...
თუ თქვენ აქამდე კითხულობთ, მაშინ რა გაქვთ დასაკარგი? გავაგრძელოთ.
სტრატეგია.
ის ფაქტი, რომ თქვენთვის კერძის ინგრედიენტები ცნობილია, არ გხდით მზარეულად. მეთანხმებით? უფრო მეტიც, თუ თქვენ კერძის პროდუქტებს აიღებთ და სხვა თანმიმდევრობით მოამზადებთ გემრიელი გამოვა?
ცოტა მარტივი მაგალითია, მაგრამ არასაკმარისია იყვეთ ჭკვიანები. იმდენად არასაკმარისი, რომ ხანდახან ყვირილი მინდება, როდესაც ჭკვიან ადამიანებს ვხვდები, რომლებიც ერთ ადგილზე არიან გაყინულნი.
საჭიროა სტრატეგია. ეფექტური კეთება-ეს თანმიმდევრული პროცესია.
რაც არ უნდა მოიფიქროთ: საიტი გახსნათ, კერძი მოამზადოთ ან ბოლოს და ბოლოს სამყარო დაიპყროდ (ხო მართლა, ან საკუთარი თავი შექმნად)-თქვენ ძალისხმევის გენერალური მიმართულება უნდა გაგაჩნდეთ, რათა თქვენი ენერგია დანიშნულებისამებრ მიედინებოდეს და არა გაუთვალისწინებლად იღვრებოდეს.
მე როგორ  ვიქცევი? პროცესს ეტაპებზე ვაწევრიანებ. პირველი, უახლოესი ეტაპი მკვეთრ სტრატეგიას და თანმიმდევრულ ქმედებებს უნდა შეიცავდეს, შემდეგში სურათის ზოგად ხედვას უნდა მოიცავდეს , მაგრამ მოქნილებას ყოველ წამს გეგმების შეცვლისა, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.
ფოკუსი/კონცენტრირება.
იმაზე კონცენტრირება, რასაც აკეთებთ, აძლიერებს თვითონ საქმესაც და პროცესსაც აჩქარებს. ცნობილია, რომ რიგით ადამიანს უძნელდება რამოდენიმე საქმეზე ფოკუსირება. ქალის ფსიქიკა უფრო იოლად უმკლავდება აღნიშნულ ამოცანას, მამაკაცებისთვის უფრო რთულია - მათი პრიორიტეტი მიმდინარე ეტაპზე მხოლოდ ერთ რამეზე ვრცელდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოახდინოთ ფოკუსირება და შეინარჩუნოდ იგი. გარკვეულ წილად თქვენი ფოკუსი/კონცენტრირება - ეს თქვენი პრიორიტეტებია: ცხოვრების ამ ეტაპიდან მიმდინარე დღის გეგმებამდე. არასდროს გადაიტვირთოდ თავი პრიორიტეტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებთ ფოკუსის /კონცენტრაციის შენარჩუნებას. მოდით ეს ორი-სამი მთავარი ამოცანა იყვეს, დანარჩენი - მეორეხარისხოვნად მიიჩნიეთ.
„ უსარგებლოს აღმოჩენა  და მისი გაბედულად მოშორება - ეს ხელოვნებაა
ვისაც ნათელი მიზნები არ გააჩნია, როგორც წესი გარკვეული პრიორიტეტებიც არ აქვს, ისინი მათ ხშირად ეცვლებათ, რის გამოც ამ ადამიანებს უჭირთ კონცენტრირება. უბრალოდ ობიექტი არ გააჩნიათ.  მათი ენერგია, გაფუჭებული შადრევანივით აფრქვევს - ზოგჯერ უაზროდ მკვეთრად არაფერზე მიმართული, ზოგჯერ კი არაფერზე არ ყოფნით ძალა. იმისათვის რომ ფოკუსი/კონცენტრირება მოახდინოდ, თავდაპირველად მიზნებია საჭირო და ზოგადი გარკვევა იმაში, თუ რას მოელოდებით ცხოვრებისაგან. შემდეგ კი -  თქვენი ყურადღების კონცენტრირება ავარჯიშოთ. ეს თვისებაა, რომელც შესაძლებელია განავითაროდ და შეინარჩუნოდ, როგორც ჩვევა.
ჩემი თანმიმდევრობა დაკვირვებული მკითხველისათვის ნათელია: წარსულისაგან განთავისუფლება - ახალი მიზნების დასახვა - ყველა სფეროზე შათანხმებული ქმედებების განხორციელება.
„გზა მოგზაურის ფეხებს ქვეშ იბადება
ნურასდროს ნუ დაელოდებით. იმოქმედეთ და პროცესში სიახლეებს დაეუფლეთ. სწავლა  ქმედების /საქმის/კეთების გარეშე - ეს ლეშია თქვენს თავში, საქმე სწავლის გარეშე-ეს ჩქაროსან მაგისტრალზე თვალახვეული გადაადგილებაა. თქვენ არ შეგიძლიათ ყველაფრის გათვლა, ეს უკეთესიც არის, მაგრამ შეგიძლიათ მთავარზე მოახდინოთ კომცენტრირება/ფოკუსირება ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე და ყოველთვის გააუმჯობესოთ, ახლის შეტანით, ცოდნის წყალობით და შესაძლებლობებით. აი ეს არის განვითარება ქმედებების/კეთების მეშვეობით.