воскресенье, 8 ноября 2015 г.

ძალების მოკრეფვა



სად მოვიძიოთ ძალები საჭირო გარდაქმნისათვის?
ცნობილია, რომ ყველაფერი ენერგიაზეა დაფუძნებული. ჩვენი ცხოვრებისეული ტონუსი, ქმედებების უნარი და საღი აზროვნება - დამოკიდებულია ჩვენ ორგანიზმში არსებულ თავისუფალი ენერგიის მარაგზე. მაშ როგორ მოვიზიდოთ მეტი თავისუფალი ენერგია ჩვენს ორგანიზმში ?
სპეციალისტების კლასიკური პასუხი გახლავთ: წყალი, სუნთქვა, კვება და რეგულარული ფიზიკური დატვირთვები.
ჩვენ მოგვეთხოვება სწორი მოქმედებები (მეტი წყლის მიღება, ხარისხიანი კლვება, ღრმად სუნთქვა და სპორტული დატვირთვა) და სხეული გამოიღვიძებს, უზარმაზარი ენრგიით აივსება და სურვილს გაგიჩენთ, რომ მთები გადადგათ.
მაშ ასე, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრაქტიკა საკმარისი არ არის . ეს ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ თავი უკეთ იგრძნოთ და ცვლილებების პროცესი გაუშვათ. ეს გაცილებით ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შინაგანი ძალის და დრაივის წყაროს გასაღები სხვა რამეში მდებარეობს.
ადამიანში კოლოსალური ენერგიის და შინაგანი ძალის რეზერვია დამალული, მაგრამ უმეტესობა მას არასდროს არ იყენებს.
უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ასე თუ ისე  განსხვავებულ მიდგომებს  და პრაქტიკებს ვსწავლობ ენერგეტიკის ასამაღლებლად. არ ვიტყვი, რომ ყველაფერი გამოვცადე, მაგრამ გარკვეული გამოცდილება შევიძინე. ამასთანავე, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, აქტიურ დაკვირვებებს ვახდენ. შაბლონები, როგორიცაა ადამიანი წელიწადი ვარჯიშობს თუ მთელი ცხოვრება, აქვს მას განათლება თუ არა, მიაღწია რამეს საზოგადოების თვალში თუ მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს - ეს  ნაკლებად მაინტერესებს და ის, რაც მე ნამდვილად მიზიდავს ადამიანში არის ანთებული თვალები, შინაგანი მუხტი და დრაივი. არიან ადამიანები, რომლებიც ანათებენ. ისინი გიზიდავენ. ამასთანავე შეიძლება კიდევ იყვეს ზომიერად ჯანმრთელი, კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანად გაქვავებული იყვეს. არც ძალა, არც დრაივი ეგეთი თვალებიდან არ მოჩანს.
სიამოვნებით და ცნობისმოყვარეობით   აღსავსე აქტიურად ვაკვირდებოდი, როგორც პრაქტიკოსებს (იოგა, ენერგეტიკული პრაქტიკები, ვეგეტარიანელობა, მედიტაციები) და შემოქმედებს (ბიზნესი, პროექტები, შემოქმედება, მასწავლებლობა), ასევე საკუთარ თავს ცხოვრების სხვა და სხვა პერიოდში და იცით რა -  მინდა ჩემს მიერ გაკეთებული დასკვნის შესახებ ხმამახლა დავიყვირო, რათა  ყველამ გაიგონოს:
სანამ თქვენ არ გაგაჩნიათ ის, რაზეც უნდა მიმართოთ ენერგია - თქვენ მას ვერ მოიპოვებთ.
მგონია კიდევაც, რომ ეს ორგანიზმის დამცავი მექანიზმიც კი არის. რაზე უნდა მიმართოთ დაგროვილი ენერგია? ძალას (ან ენერგეტიკის უფრო მაღალ გამოვლინებას) სჭირდება მიზნობრივი ხარჯვა.
რაც უფრო დიდი წვლილი შეგავთ სამყაროს განვითარებაში, მით უფრო მეტი ენერგია გეძლევათ.
არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ არიან დაკავებულნი ენერგეტიკის ასამაღლებელი პრაქტიკებით და არც არაფერი სმენიათ აღნიშნულის თაობაზე, მაგრამ სავსე არიან უხვი ენერგიით, ცხოვრებისეული ენტუზიაზმით და შინაგანი დრაივით. არსი არა მხოლოდ პრაქტიკებში მდებარეობს (რომლებიც ძალიან კარგია, მაგრამ, განვმეორდები, არა საკმარისია), არამედ მიღებული ენერგიის რეგულარულ გამოყენებაში.
მოდით პირდაპირ ვთქვათ: რისთვის გჭირდებათ ძალა, ტონუსი, ენერგია, დრაივი, ენტუზიაზმი?
ინდური ბრძენების კარგი ანალოგია არსებობს:
ადამიანი ცხოვრების წინაშე დგას, როგორც უკიდეგანო ოკეანეს წინაშე, მაგრამ მის ხელში მხოლოდ კოვზია.
ენერგია უშვრეტია, მაგრამ ჩვენი მოთხოვნებია სასაცილო. რამდენიც შევძელით, იმდენი წავიღეთ.
კიდევ ერთხელ.
რისთვის გჭირდებათ ძალა>? რისკენ მიმართავთ მას ? როგორ გახარჯავთ ?
ჩვენი მიზნები ჩვენ ძალებს განსაზღვრავენ, გვსურს ჩვენ ეს თუ არა.
თუ თქვენ გსურთ იყვეთ ლაღი და ენერგიით აღსავსე და ამისათვის იწყებთ გარკვეულ პრაქტიკებს, მაგრამ ამასთანავე არ იცით, რისთვის გჭირდებათ მოძიებული ენერგია, მაშინ ენერგია და ძალა მოგეცემათ ზუსტად იმ რაოდენობით, რომ თქვენ თავი გაართვათ აღნიშნულ პრაქტიკებს/ვარჯიშებს. არც ეგ არის ცუდი. მაგრამ სიტყვები „ძალა“ და „შეძლება“ სხვა განზომილებიდან არის. ამას იმათთვის ვწერ, ვინც არსებულს შორის ვიწრო ზღვარს ხედავს.
თუ თქვენ ენერგიის ასამაღლებლად შესაბამისი პრაქტიკებით ხართ დაკავებულნი - ის იმ დონეზე იქნება თქვენში, რომ არსებული ცხოვრების წესი შეინარჩუნოთ (ამ პრაქტიკების ჩათვლით).  უსაზღვრო ენერგია, ენტუზიაზმი და ცხოვრების წყურვილი მაშინ იჩენს თავს, როდესაც ადამიანი მიზანს სახავს და მისკენ სწრაფვას იწყებს.
ძალა საქმისთვის გეძლევათ.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც თქვენ მთების გადადგმის თაობაზე მტკიცე გადაწყვეტილებას  იღებთ, მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ აღნიშნული გძალუძთ. არა „ჯერ ძალა, ენერგია და დრაივი, ხოლო მერე მოვიფიქრებ რა ვაკეთო“ არამედ აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ - ადამიანი პირველ რიგში იღებს მტკიცე გადაწყვეტილებას, რათა ყველაფერი შეცვალოს და  რა მიმართულებით იმოძრაოს, ხოლო შემდეგ ყოველი გადადგმული ნაბიჯისთანავე  შინაგანი ძალის და მუხტის აღზევებას გრძნობს.
საუბარი არა ზედაპირულ ვარდისფერ ოცნებებზეა, რომელიც ამ ბოლო დროს ვირუსივით არის მოდებული ინტერნეტ სივრცეში: სტატია წაიკითხა, აინთო და დღის ბოლოს დაივიწყა... საუბარი მტკიცე გადაწყვეტილებაზეა, მოქმედებების გეგმაზე და გათვითცნობიერებულ  მოძრაობაზე, რომელიც მოთმინებასაც მოიცავს, რათა დაწყებული ბოლომდე მიიყვანოთ.
მოდით პირდაპირ ვთქვათ: როდესაც ყველაფერი „კარგად“ არის, ამ პროცესის გაშვება ძალიან რთულია. ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა გაცილებით იოლია, რამდენადაც აბსურდულათ არ უნდა გეჩვენოთ, ვიდრე მდორე ცხოვრების გავლენისაგან. აუცილებელია უპირობო გადაწყვეტილების მიღება, რომ იმ ადამიანათ გარდაიქმნათ ვინც საკუთარი თავის პოტენციალის სრულ რეალიზებას ახდენს. დიდი მიზნების დასახვის შიშის უკუგდება. და, რაც მთავარია, შეეშვით ენერგიის ეკონომიას - ცხოვრების მორევში თავით გადაეშვით. აი მაშინ გაჩნდება შანსი პასუხი გასცეთ კითხვას: „ვინ ვარ?“.
ადამიანი - უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე არსებაა, რომელსაც საოცარი ძალა გააჩნია და რომელსაც ძალუძს სურვილისამებრ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და მის გარშემო არსებული რეალობა, დასახოს და მიაღწიოს ნებისმიერ მიზანს და ამასთანავე ქმნის პროცესისაგან მიიღოს უზარმაზარი სიამოვნება.
P.S. ისიამოვნეთ ;)

понедельник, 2 ноября 2015 г.

განწყობის მართვა



როგორ ვმართოთ შინაგანი განწყობა

საქმე იმაში გახლავთ, რომ სხეული უბრალოდ მიეჩვია. მიეჩვია ამა თუ იმ ემოციების განცდას. მიეჩვია ვიბრირება მოახდინოს ნეგატიური გრძნობების სიხშირეზე, ისეთი როგორიც არის ღელვა, გაღიზიანება, ქრონიკული სტრესი, აპატია, მელანქოლია და სხვა.
ჩვენ არასათანადოთ ვაფასებთ ჩვენი ტვინის ძალას, როგორც ჩვენი სულის სიდიადეს და ინსტრუმენტს, როგორც ღვთაებრივის ნაწილს, მაგრამ ამასთანავე აშკარად ვაჭარბებთ ჩვენი სხეულის შეცნობის შესაძლებლობას. ჟანრის კლასიკა:

-         ჩემმა სხეულმა მშვენივრად იცის თუ რა არის მისთვის უკეთესი.

სხეული ინსტინქტებით (ცხოველურ დონეზე) და ჩვევებით (ცივილიზაციის დონეზე)  იმართება. და რაც უფრო ღრმად აღწევს ჩვენში პროგრესი (და ის უკვე საკმაოდ გამჯდარია,  თავს ნუ მოიტყუებთ), მით ნაკლებად ისმის ბუნების ხმა.
აქედან არის :

ჩემი სხეული ნიკოტინს ითხოვს
ჩემი სხეული ალკოჰოლს ითხოვს
ჩემი სხეული ტკბილს ითხოვს მლაშეზე დასაყოლებლად (სად შეგხვედრიათ მსგავსი რამ ბუნებაში ?)
ჩემი სხეული მთელი დღის განმავლობაში დივანზე წოლას და ტელევიზორის ყურებას ითხოვს.

თქვენ თუ იცით, რომ როდესაც ადამიანი ტროპიკებში საცხოვრებლად გადადის, ის უცაბედათ იგებს, რომ:

ჩემი სხეული ძალიან ითხოვს ლობიოს
ჩემი სხეული დაჟინებით ითხოვს თათარას
ჩემი სხეული ითხოვს ხინკალს
ჩემი სხეული სიგიჟემდე ითხოვს ხაჩაპურს

თანაც ტერორის ქვეშ ხვდებიან ყველა მეგობრები და ნათესავები, ვინც შენი მიმართულებით მიფრინავენ. ცივილიზაციის ბანალური წამონაზარდები კვების დანამატების სახით თავისაას მოითხოვენნ. თანაც საკმაოდ ხმამაღლა ))
ჩვევა ან საუკეთესო მოსამსახურეა, ან ყველაზე სახიფათო მბრძანებელი.
მაგრამ საუბარი არა კვებაზეა, არამედ იმაზე, რომ „სხეულმა იცის“. კიდევ ერთხელ - სხეული ჩვევებით არის დამონებული.
იცის გონებამ. სხეული კი ადვილად ეჩვევა ამა თუ იმ კვების რეჟიმს, როგორც საკვების დონეზე, ისევე აზრებისა და ემოციების დონეზე.
თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოხრილი ივლი, მოხრილობა დაგჩემდება. თუ დიდი ხნის განმავლობაში აპატიას მიეცემი, გამოფიტული დარჩები.  თუ  გარკვეული  ხნის განმავლობაში (ერთი თვეც საკმარისია) ცუდზე იფიქრებ, ნეგატიური აზრები მუდმივ საწყისებზე დომინირებას მოახდენენ. და ეს არც მეტი და არც ნაკლები თქვენ ჩვევად იქცევა....
აღნიშნულთან დაკავშირებით ორი სიახლეა: კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო ?
არც ისე სასიხარულოთი დავიწყოთ. ჩვევა - დიდი ძალაა და თუ არაფერს გააკეთებთ მის შესაცვლელად - ის უფრო და უფრო გაძლიერდება და ადგილს დაიმკვიდრებს თქვენს  სახლში. იმის ალბათობა, რომ ყველაფერი თავად გაივლის, მიზერულია მიძინების და „ზომბირების“ პირობებში. სანამ ჩვენ გაუთვითცნობიერებულად ვმოქმედებთ და ავტოპილოტზე ვცხოვრობთ - ეს ნაკლებად შესაძლებელია, უფრო მკაცრად რომ არ ვთქვათ.
კარგი ამბავი (დაე ამან გადაფაროს ყველა ნეგატიური და დათრგუნოს იგი)) იმაში მდგომარეობს, რომ ჩვევა შეიძლება შევცვალოთ ! პროგრამა გადაწეროთ. მხოლოდ ამ ფაქტის გამო შეიძლება, რომ ადამიანი გახარებული იყვეს ცხოვრების ბოლომდე.  საკუთარი ჩვევები შეგიძლიათ ხელახლიდან შეიქმნათ.
იმისათვის, რომ ახალი ჩვევა შევიძინოთ საჭიროა სამი რამ: ცნობირერება, განზრახვა, ქმედება.
ანუ, ჯერ აცნობიერებთ, რომ ზომბი ხართ, რომელმაც ერთი და იგივე ქცევა ჩაიხვია (და თქვენ მზად ხართ აღნიშნული დიდი ხნის მანძილზე გააცნობიეროთ). შემდეგ თქვენ იძენთ განზრახვას, ის ქცევა შეცვალოთ, რომელიც თქვენთვის მიუღებელია. უდრეკ განზრახვას - რკინაბეტონისებურ განზრახვას. მტკიცე  გადაწყვეტილების გარეშე ეს არ იმუშავებს. სანამ კაპიტანი შტურვალთან არ დადგება, მანამდე ავტოპილოტია ჩართული (და ყოველ ჯერზე ირთობა, როდესაც კაპიტანი ადგილს ტოვებს). შემდეგ იწყებთ ახლებურად მოქმედებას.
ეს ზოგადი სქემაა, ჩვენ კი კერძო შემთხვევა გვაწუხებს. სახელობრივ: როგორ შევქმნათ განწყობის დონეზე.
ჩვენი დომინანტური განწყობა გარკვეულწილად ჩვევას წარმოადგენს. და თუ სადღაც სულის სიღრმეში თქვენ სილაღეს და სიხარულს შეიგრძნობთ  - თქვენ სწორი მიმართულებით მოძრაობთ და თქვენ მხოლოდ ზედაპირული ემოციების კორექტირება დაგჭირდებათ. მაგრამ თუ თქვენ იოლად ღიზიანდებით, გამუდმებით სხვებში ნაკლოვანებებს ხედავთ, ძალების უკმარისობას გრძნობთ და ასე შემდეგ - მაშინ დროა დაფიქრდეთ.
საერთოდ განწყობასთან მიმართებაში ყველაფერი არც ისე მარტივად არის , როგორც ქმედებებთან მიმართებაში. ეწევი ? გადააგდე. განწყობაზეც იგივეა. მოწყენილი ხარ ? კმარა, გაიხარე. მაგრამ პრაქტიკაში ამის დაჯერება რთულია. ჩვენ მეტად დაჯერებულნი ვართ, რომ ემოციები - ეს გარე მოვლენების შედეგია. მაგრამ მეცნიერება ადგილზე არ დგას და ისინი კვლევების ახალ მონაცემებს გვთავაზობენ:
თუ ადამიანი თუნდაც უმიზეზოთ იღიმის, მის ტვინში სიხარულის და სიმხნევის სიგნალი მიდის, ხოლო განწყობა და ტონუსი ავტომატურად უმჯობესდება.
ჩვენ კი ძველებურად მივიჩნევთ, რომ სიხარულისათვის აუცილებელია საბაბი. ჩვენ ყველაფრის გვჯერა, მთავარის გარდა:
ჩვენ გვძალუძს ჩვენში ნებისმიერი განწყობა შევქმნათ, თანაც ნებისმიერ დროს.
რა იცით სამწუხარო სტატისტიკის შესახებ, რომ დედამიწის მხოლოდ 3% ცხოვრობს სავსე ცხოვრებით და აკეთებს იმას რაც სურს ? „შემთხვევით“ მოხდა ისე, რომ დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 3% შეუძლია აკონტროლოს საკუთარი განწყობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არ სჭირდებათ ნებართვა იმისათვის, რომ გაიღიმონ და თავი მხნეთ და ძალღონით აღსავსე იგრძნონ. ასევე მათ შესანიოშნავათ იციან, როდის აიყვანონ თავი ხელში და თავი დაახწიონ ნებისმიერ უარყოფით გარემოებას, თუ ასეთი რამ მათ ცხოვრებაში ხდება.
როგორ შევცვალოთ საკუთარი განწყობები ? აი, მიზნამდეც მივაღწიეთ
1. ფიზიოლოგიური მეთოდი
ეს უკვე განხილული „ღიმილის მეთოდია“: ჯერ გაიღიმე, შემდეგ თავსაც შესანიშნავად იგრძნობ. თუ თქვენ გსურთ თავი ტონუსში მოიყვანოთ, იგრძნოთ ენერგია და სიმხნევე, გათვითცნობიერებულად გაშალეთ მხრები, გაიღიმეთ და თვალები ააციმციმეთ. თუ თქვენ თვალების ციმციმი და ბრიალი არ იცით, აი თქვენ უიკენდის დავალება: ისწავლეთ.
არსებობს სხვადასხვა ხერხები, მაგალითად ნეკა თითს უპრწკინეთ^ და თქვენ წამიერათ გამოცოცხლდებით და თვალებში სინათლე აგენთებათ. მაგალითად, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ, თქვენ კი ნერვიულობთ, აზრებს ვერ აგროვებთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში-ოპ და ღილაკი დაჭერილი გაქვთ. ეს იმაზე უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ოღონდ, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გჯეროდეთ ამისა.
თუ გარშემომყოფები მიჩვეულნი არიან თქვენი დეპრესიული გარეგნობისა, შეგნებულად დაიწყეთ თავაწეული და მხრებგაშლილი სიარული, ღიმილით სახეზე და პასუხით „შესანიშნავად“ კითხვაზე თუ „როგორ ხარ?“. თუ არ შედრკებით და მინიმუმ ერთი თვე მაინც შეასრულებთ აღნიშბნულს, თქვენს მიმართ ხალხი დამოკიდებულებას შეიცვლის და გარკვეული ხნის შემმდეგ რიგში ჩადგებიან, რომ თქვენგან რჩევა მიიღონ. მაგრამ თავიდან იფიქრებენ, რომ თქვენში რაღაც ვერ არის )) კი, ესეთებიც იქნებიან. 
თქვენი არჩევანია, ზოგს ხომ ურჩევნია ზომბი იყვეს , ოღონდ არავინ გააკრიტიკოს და შენიშვნა არ მისცეს.
2. მენტალური მეთოდი
მენტალური მეთოდის საყრდენი - თქვენი მიღწევებია. მაგალითად, ვისთვისაც ცნობილია ცივი ზარების მეთოდი, კარგად გაიგებენ: ყველაზე რთული - პირველი გაყიდვაა. მუხლების ცახცახამდე. კრიჭა გეკვრება ))) საშინელებაა ! მეორე და მესამეც - ისევ მაღალი სტრესი. შემდეგი ზარებისთვის კი ემზადებით და  ეჭიდებით წინა გაყიდვების პოზიტიურ გამოცდილებას. იხსენებთ იმ შეგრძნებას, როდესაც გამოგივიდათ და გაყიდვა განხორციელდა. იმ აღფრთავანებას და სილაღეს „კი, მე ეს შემიძლია, ჩემგან ყიდულობენ“ და წინ ნაბიჯს დგავთ. თქვენი განწყობა სახეზევე გაქვთ აღბეჭდილი, თქვენი თავდაჯერებულობა თქვენზე წინ მიაბიჯებს. და ისევ, თუ არ შედრკებით და განაგრძობთ თავდაჯერებულობის ტრანსლირებას „მე ყველაფერი გამომივა“ (უარის თქმის დროსაც კი) , მაშინ ეს ყველაფერი თქვენზე იმუშავებს, თქვენი აურის შემადგენელი ნაწილი გახდება. ესე ხდებიან წარმატებული გამყიდველები და არა მხოლოდ გამყიდველები... ეს ზოგადი მიდგომაა.
ის ვინც ყურადღებით კითხულობს,  ლოგიკუირ კითხვას დასვამს“ როგორ განვახორციელო პირველი გაყიდვა, როდესაც არც გამოცდილება მაქვს და სტრესიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს“.
რკინაბეტონისებური განწყობა - გახსოვთ? მტკიცე გადაწყვეტილება. უნდა გააკეთოდ, მიუხედავათ ყველაფრისა. ბოლოს და  ბოლოს, ყველა გადარჩა, როგორც პირველი გაყიდვებისას, ასევე სხვა უამრავი მცდელობისა კომფორტის ზონის დატოვებისას. ამასთანავე რჩება ოპცია 97% რიცხვის რიგებში იმყოფებოდეთ. ეს უკვე პირადი არჩევანის საკითხია.
ცხოვრებაში ეს ყველაფერი გაცილებით რეალური და იოლია, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ ამას იგებენ მხოლოდ ისინი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს.
იდეალში, ორივე მეთოდი უნდა გამოიყენოთ. თავდაპირველად შეეცადეთ სხვა და სხვა სიტუაციები შეცვალოთ, როდესაც ნავარჯიშები და უფრო გამოცდილები გახდებით, უკვე საკუთარი დომინანტური ფონის შეცვლას შეუდეგით - ეს უკვე იუველირული სამუშაოა, მაგრამ ეს ამათ ღირს.
თუ თქვენი სიღრმისეული განწყობა  51% -თ მაინც სიხარულისაკენ გადაიხრება, ის საკუთარ თავს თვითონვე გაამრავლებს. დივიდენდებს გადმოგირიცხავთ. ჩვენ განწყობების დონეზე ვქმნით, ისინი ჩვევებში გადადიან და გარესამყაროში ქვეცნობიერის იმპულსების სახით ტრანსლირებას ახდენენ. ყველაფერი, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ პროცესი ავტომატური გახდეს - საჭიროა განიცდიდეთ სიხარულს, დადებითს და სასიამოვნოს იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე ნეგატიურს.
როგორც სააქციო საზოგადოებაშია - ვისაც 51% გააჩნია, უფროსცი ის არის. აქაც ეგრეა, არ არის აუცილებელი თავიდანვე 100 % შეიცვალოთ, ეს რთულია და დიდ ენერგიას მოითხოვს. იმისათვის, რომ მილიონი მოიპოვოთ, თავიდან პირველ 100 000 უნდა მოუყაროთ თავი. იგივე - ჯერ სიხარული დომინირებულ ფონად უნდა აქციოთ და შემდეგ კი დანარჩენი ნიუანსებიც გამოასწოროთ.
თუ დღეს სილაღე ცოტაოდენ მაინც გადასწონის დაღლილობას და აპატიას, მაშინ ხვალინდელი დადებითი გრძნობათა ფეერია გარდაუვალია.
ის , რასაც ჩვენ ვგრძნობთ, იმასვე ვაფრქვევთ გარესამყაროში. სტაბილური სიხარული (და არა დრო და დრო პატარა სასიხარული აფეთქებები) დაიწყებს საკუთარი თავის გენერირებას და გამრავლებას. იგივე პრინციპი, მდიდრები მდიდრდებიან, რადგან მათი მილიონები მათზევე მუშაობენ და დივიდენდები მოაქვთ. აი რატომ არის მნიშვნელოვანი მცირედის გამოც კი გაიხაროთ, ეს არის ის 1% პროცენტი, რომელიც 51%-ს მეტობაში აქცევს ;)
საუბარი არ გვაქვს თავის მოკატუნებაზე სტილში - „უაზრო სიხარული“, არა, მე შეგნებულ ქმნაზე გესაუბრებით ოთხივე დონეზე, როდესაც ადამიანი, რომელიც ღირსეული მიზნით არის შთაგონებული და მის განსახორციელებლად მოქმედებას და შესაბამისად აზროვნებას იწყებს, ამასთანავე ცვლილებებს შინაგანი სასიხარულო განწყობით ახორციელებს და არ ელოდება ამისათვის განსაკუთრებულ მოვლენებს.
შეგნებულად იმოქმედეთ და  საკუთარი თავი განაახლეთ.