вторник, 17 февраля 2015 г.

წარსულის მენტალური ნაგავი

ბინაში წესრიგის დამყარება და უსარგებლო ნივთების გადაყრა-ეს ცხოვრების გენერალური დასუფთავების პრელუდიაა. ჩვენ ჯერჯერობით  მხოლოდ ნიჩაბი ავიღეთ ხელში და ასაფრენ ბილიკზე გავედით, რომელიც გასასუფთავებელია ნაგვისაგან, პირველ რიგში, მენტალურისა. ყველაფერრი ხელით  გასაკეთებელი იქნება. და თავიდანვე გეტყვით, რომ ეს არ იქნება იოლი და სწრაფად არ მოხდება.
სხვათაშორის:
„ აფრენის დროს ყოველთვის იგრძნობა რყევა, მაგრამ შეიძლება მთელი ცხოვრება წყნარად და მშვიდათ გაატაროთ ფარეხში.
სტარტისათვის აუცილებელია გამოვანთავისუფლოდ ადგილი-ის ასაფრენი ბილიკი, რომელზედაც ჯერ ნელა, შემდეგ  შედარებით სწრაფად იწყებ მოძრაობას, რათა გარკვეულ წერტილში გაჩერდე, აიღო გეზი ასაფრენი ბილიკის ფინალურ მონაკვეთზე და მაქსიმალური სიჩქარით მოწყდე მიწას. შორს, ახალი გორიზონტისაკენ.
წინა ჯერზე მე უკვე ვწერდი ინფორმაციის და საკუთარი სივრცის გენერალური დასუფთავების შესახებ, ეხლა კი დადგა დრო ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ტვინს, რომელშიც დაგროვილია არანაკლები სისულელე და ნაგავი, ვიდრე ჩვენი მაგიდის უჯრებში, მითუმეტეს როდესაც იქ (აქცენტი ტვინზე) არ ტარდება რეგულარული წმენდა, როგორიც საჭიროა-ერთხელ კვირაში მაინც.
წარსულის მენტალური ნაგავი
რაც ხანში შევდივართ, მით უფრო გვიძნელდება ცვლილებების გატარება. არადა, რომ დაფიქრდე, რისი გვეშინია, თუ ჩვენ უფრო და უფრო ჭკვიაები ვხდებით და როგორც იქნა შეგვიძლია ვაკეთოდ ის რაც გვსურს?
მაგრამ პრაქთიკა გვიჩვენებს, რომ 25 წლამდე ჯანმრთელი დაკიდების ნაწილი, რომელიც შესანიშნავი ანტიდოტია ყოველგვარი შიშებისა, გაცილებით მაღალია. ასაკთან ერთად, პატარა და გაურკვეველი ეჭვები ადგილს არ უტოვებენ ჯანსაღ და პერსპექტიულ იდეებს და ადგილს იმკვიდრებენ  ჩვენ ცნობიერებაში.
როგორც წესი უამრავი ზრდასრული და ჭკვიანი ხალხი აფრქვევენ საინტერესო იდეებს და არაფერს არ აკეთებენ მათ განხორციელებაში, ამოფარებულნი გაურკვეველ პრობლემებზე, მაშინ როდესაც სხვები იღებენ და აკეთებენ.
ნებისმიერი ჩვენი წარსული გამოცდილება, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც ჩვენ მნიშვნელლვნად ჩავთვალეთ, ილექება ჩვენ ცნობიერებაში გარკვეულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების და შედეგების სახით. ზოგიერთი მათგანი (შესაძლებელია უმეტესობაც კი) გაკეთებულნი იქნენ გაუცნობიერებლად, თქვენ მათ არ აკონტროლებდით. დღეს კი ეს შაბლონები თქვენ ცხოვრებას მართავენ.
აქედან გამოდის, რომ როდესაც ჩვენ გაცნობიერებულად პროცესს არ ვაკონტროლებთ - ჩვენ წარსული გვმართავს.
ყველა ეს:
მე-ლამაზი ვარ ან უშნო;
მე-ჭკვიანი ვარ ან შტერი
მე მოვწონვარ ქალებს ან ისინი მხოლოდ მიყენებენ
სამუშაოს პოვნა იოლია
სამუშაოა არ არის
ინტერნეტით ვერ ირჩენ თავს
ინტერნეტში მხოლოდ შარლატანები არიან
არავის არ შეიძლება ენდო
ყველა ესეთი მოსაზრება თქვენი წარსულის გამოძახილია, გამოცდილებით ნაკარნახები (ან თქვენი გარემოცვის მოსაზრებებია). ძალიან ბევრი მოცემული გადაწყვეტლებები (ზოგჯერ კი ყველა მათგანი) არ არის თქვენი არჩევანი.

„ ცხოვრება ეს არჩევანია, მაგრამ მას არავინ არ აკეთებს

ბოლო დროს როდის გადახედეთ თქვენს მოსაზრებებს და შეიცვალეთ რომელიმე მათგანი?
გააზრებულად თქვით რომ ამიერიდან მოიქცევით ესე და არა სხვაგვარად?
მე მინდა დავიჯერო რომ აქ ზრდასრული ხალხი არის თავმოყრილი, რომლებსაც შესანიშნავად ესმით, რომ არ შეიძლება დაყო გამოცდილება როგორც „კარგი“ და როგორც ცუდი:.მე არ გთავაზობთ რამის შეცვლას იმის გამო რომ ეს ცუდია ან „უკეთესი“ შეიძლება ყოფილიყო.
მენტალური ნაგავი - ეს არის მოცემულობები და კლიშეები , რომლებიც თქვენ გამუხრუჭებთ. არ გაძლევენ საშუალებას გაიხაროთ აქ და ეხლა. ის, რაც ხელს გიშლით ადგილიდან დაძვრაში. ის, რაც განაპირობებს, რომ ერთი და იგივე სიტუაციები მუდმივად მეორდებიან თქვენს ცხოვრებაში.
საკუთარი თავის განახლებაში - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. შეუძლებელია 180 გრადუსით მიმართულების შეცვლა, წარსული გამოცდილებების უსაზღვრო გამოკვებით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ:
სანამ თქვენ გწამთ იმისა, რაც გწამდათ გუშინ, თქვენ მიიღებთ იმას, რასაც გუშინ იღებდით
ყველა დროის მისტიკოსები თავიდანვე სთავაზობდნენ ყოველი დილა სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ, იმის დავიწყებით, თუ რა მოხდა დაძინებამდე. ახალი დღე - ახალი ცხოვრება - ახალი დასკვნები.
ნუ აღელდებით, მე არ გთავაზობთ მსგავსი რამის განმეორებას. ჩვენ მათ ცნობიერებამდე და დამოუკიდებლობამდე, როგორც მთვარემდე (შეიძლება ეს ჩვენთვის სასიკეტოდაც).
ვასუფთავებთ დახროვებებს
1. ვახარისხებთ
თქვენი ამოცანაა გადაახარისხოთ თქვენი მენტალური ნაგავი და მოაშოროთ თქვენი ცხოვრებიდან
როგორ გავიგო მაქვს თუ არა მენტალური ნაგავი?
ძალიან მარტივად. მხოლოდ ერთი შეკითხვა და თქვენ გასცემთ პასუხს. ცხოვრობთ თუ არა 100 % იმ ცხოვრებით, როგორიც გინდათ იცხოვროთ? დრაივი არის?
მოვიდა დრო მივმართღოდ პასუხებს, რომელიც  თქვენ გაეცით კითხვაზე: რამ მიმიყვანა იქ სადაც ეხლა ვიმყოფები?
ყოველი მოსაზრება და საკუთარ თავზე წარმოდგენა , საკუთარ ურთიერთობებზე, საქმეზე, სამუშაოზე, რომელიც განაპირობებს დღევანდელ მდგომარეობას უნდა სრული მიუკერძოებლობით განიხილოთ ყოველმხრივად და დასვათ მრავალმნიშვნელოვანი კითხვა, სასურველია ხმამაღლად:
სიაფანდობა/უმნიშვნელო ხომ არ არის ეს?
ზედმიწევნით თქვენი ცხოვრების 4 კვანძურ სფეროს მიკუთვნებული (საქმე, სხეული, სული, ურთიერთობები)ყოველი თქვენი რწმუნებულება   უნდა დაისვათ პირისპირ და დაკვირვებით შეაფასოდ ყოველბხრივად.
აშკარად სასაცილო:
ყველა მამაკაცი ღალატობს
ნორმალური მამკაცები აღარ დარჩნენ
ქალებს მხოლლოდ ფული აინტერესებთ
დიდი ფული ალალი შრომით არ იშოვება
ჩვენ ქვეყანას არანაირი შანსი არ აქვს
ცხოვრებას ვერ შეცვლი
და ასე შემდეგ, ხელს არ შეგიშლით თქვენ გამოკვლევებში. იქ უხ რამდენი რამე ძევს ! ერთ რამეს დავაზუსტებ. პარადოქსი - როგორც წესი, ის რაც ყველაზე მეტად გწამს (იმ პრობლემაზე , რომელიც ბუქსაობს) - სინამდვილეში აღმოჩნდება ყველაზე დიდ დაბრკოლებად სიახლეებისათვის.
2. ვყრით
მენტალურ ნაგავს ვყრით ორიდან ერთ ერთი საშუალებით:
1. (მოწინავეებისათვის) ამ მოცემულებას ანულებთ. თქვენთვის ბავშვის ღიმილივით ნათელია, რომ ეს თქვენი მოსაზრება -სიაფანდობაა, რომელიც ძირს გექაჩებათ და თქვენ აღარ აპირებთ ამ მოსაზრებით გზის გაგრძელებას და მისით ხელმძღვანელობას. არც ფიქრობთ და აღარც თვლით . ეხლა და სამუდამოდ.
2. (რეკომენდირებული) ცვლით ძველ მოსაზრებას ახლით - კონსტრუქციულით, რომელსაც ამაგრებთ საკუთარი ცხოვრების მაგალითებით  და სხვისი გამოცდილებით. აუცილებლად უნდა დააფიქსიროდ - გაამყაროდ ვინმეს ცხოვრების რეალური გამოცდილებით. ოღონდ აწმყოში. პირდაპირ აიღოთ და ნახოთ ისეთი ადამიანი (თუნდაც ინტერნეტში) რომელსაც ყველაფერი გამოუვიდა თქვენი წარსული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ. რაც  შეეხება თქვენს თავს - მოიძიეთ საკუთარ თავში ისეთი რამ, რაც მოგწონთ და ხელი ჩაკიდეთ მას თქვენი წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე.
თქვენ უნდა გააგებინოთ და აჩვენოთ საკუთარ ქვეცნობიერებას,  რომ სინამდვილეში ცხოვრება უფრო მეტია ვიდრე თქვენ წარმოგედგინათ და ამის დადებითი მაგალითები სახეზეა.
ვიცი, რომ ეს დავალება არ არის იოლი. ყველაზე რთულია - დააკორექტირო საკუთარი მსოფმხედველობა, შეიცვალო საკუთარი აზრი საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე. მითუმეტეს, რომ მე არ გაძლევთ მინიშნებებს და თქვენ მიშვებული ხართ საკუთარი გამოკვლევების პროცესში.
ნუ შეეცდებით ამწამსვე გამოაშკარავოთ მენტალური ნაგავი. დასაწყისისათვის უბრალოდ ყურადღებით დააკვირდით თვენს ძირეულ მოსაზრებებს ცხოვრების და საკუთარი თავის შესახებ.. ატრიალით ისინი ხელში, დაინტერესდით საიდან მოდიან ისინი და რა სიტუაციებმა და ხალხამა განაპირობა მათი ჩამოყალიბება. როგორც წესი, ურთიერთობებთნ მიმართებაში, ძალიან ბევრმა წარმოდგენებმა ჩვენში ადგილი დაიმკვიდრეს ყოფილი პარტნიორების მოსაზრებებიდან. კითხვა- ეს თქვენ კვლავ გჭირდებათ? ეს როგორც ძველმანია, რომელიც ოდესღაც გერგებოდათ კიდევაც , მაგრამ ამჟამად მორალურად დაძველებული არის.
ვიცი, რომ მსგავსი ეტაპების გამოტოვების სურვილი გაგიჩნდებათ.  „მომეცით „ექშენი“, გამაცალეთ ლირიკა“. მაგრამ საქმეც ამაშია, რომ ეს არის „ექშენი“, რომლის გარეშეც მომავალი „როგორ ვიპოვო ცხოვრების მიზანი?“ ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდება.
შექმნათ ახალი ცხოვრება, წარსულის თხრილიდან - ეს უტოპიაა. მაქსიმუმი - დეკორაციების შეცვლას მიაღწიოთ.  მათთვის კი, ვინც თამაშით დაიღალა და რეალური ცვლილებები სურს - მნიშვნელოოვანია ისწავლოს საკუთარი მოსაზრებების მოძიება, მათი კრიტიკული ანალიზის ჩატარება, საჭიროებისამებრ შეცვლა და თავისი არჩევანის მიხედვით გადარჩეული მოსაზრებებით ხელმძღვანელობა.
ჩვენ კვლავ საკუთარი თავის შემეცნების ეტაპზე ვიმყოფებით. შიდა სათავსეების გადახარისხებას ვეწევით და ადგილს ვანთავისუფლებთ ახალი ენერგიისათვის და სუფთა ჰაერისათვის.
ჩემი რჩევა იქნება, დაიტოვედ მხოლოდ აღმატებული წარმოდგენები საკუთარ თავზე და საკუთარ შესაძლებლობებზე.  ვინ, თუ არა თქვენ? საკმარისია კომპრომისები. გაქნიეთ სანაგვეზე ეჭვები, შიშები, დაუჯერებლობა და სხვა ნაგავი. ცხოვრების გაცნობიერება და მისი ქმნის შესაძლებლობა იწყება იმის გათავისებით, რომ ჩვენ იმაზე უკეთესები ვართ, ვიდრე ვფიქრობთ.


P.S. ვინც დასძლია აღნიშნული გადახარისხების და მენტალური ნაგვის გამოხშირვის პროცესი - დაწერეთ კომენტარები ბარიკადებიდან :)

понедельник, 16 февраля 2015 г.

განულება და ცხოვრების დასუფთავება

სავსე ჭიქაში წყალს ვერ ჩაასხავ. ეს ყველა ცვლილებების ძირითადი პრინციპია. შეუძლებელია კარდინალურად შეცვალოთ ცხოვრება  და გადაწეროთ ცხოვრებისეული ისტორია საკუთარ ფურცელზე, თუ საქმეს  გადასახარისხებელი ცხოვრებისეული გამოცდილების საბარგულით შეუდგებით.
თქვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილები კვლავ ყოფილ სურათს დაუბრუნდება, თუ თქვენ ერთი და იგივე ელემენტებს გამოიყენებთ , რამდენჯერაც არ უნდა გადაათამაშოთ ისინი.
გაცნობიერებული საკუთარი თავის და ახალი გამოცდილების შექმნა  განულებით უნდა დავიწყოთ.
არა მიზნების ძიებით, არა იმის ხედვით თუ როგორები იქნებით 5 წლის შემდეგ და არა თქვენი მისიის და დანიშნულების განჭვრეტით. მთელი ეს პროცესი გადაიხლართება წარსულ წარმოდგენებზე და ამასთანავე დიდ ენერგიას წაგართმევენ.
 თქვენი ცხოვრებიდან ყოველგვარი ნაგვის განდევნით უნდა დაიწყოთ: ფიზიკურ, ენერგეტიკულ და მენტალურ დონეებზე.
წარსულის უკონტროლო დაგროვებას მოაქვს ორი რამ:
1. საკუთარი წარსულის გამუდმებით განახლებას.
ცხოვრება დეჟავუს ემსგავსება.
2. ცხოვრების დინების შეჩერებას.
ეს იმას გავს, როდესაც სხვებს უყურებ, ვინც სამჯერ მეტს შენზე ასწრებს და ვერ ხვდები, თუ როგორ გამოსდით მათ ეს. ცხოვებისეული წარმატება და ყველა სფეროში თავის რეალიზება მხოლოდ მაღალი სიჩქარის თანხლებით არის შესაძლებელი.

„შეეშვით ისე ცხოვრებას, თითქოს თქვენ კიდევ 500 წელი გაქვთ  დარჩენილი.
ბილ გეიტსი.

სხვათაშორის, ზოგჯერ ადამიანი გულწრფელად ცდილობს რიტმი აისწრაფოს დილით ადრე გაღვიძებებით, სპორტით, მკაცრი დისციპლინით, მაგრამ არაფერი გამოსდის. ენერგია უცაბედი ამაღლებებიდან უეცარი ვარდნების შორის დახტის, როდესაც შინაგანი სიცარიელის შეგრძნების მეტი არაფერი რჩება. მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყვეს, აქ სიტუაციიდან გამომდინარე თავს შესაბამისი კითხვები უნდა დაუსვათ -„ესე რატომ ხდება?“, მაგრამ ერთ ერთ მიზეზათ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენ, მთელი თქვენი წარსული უსარგებლო ნივთებით ზურგზე მოკიდებული, ჩვეულებრივი სიჩქარით მოძრაობა გსურთ.
ყველა ჩვენთაგანის „,მანქანები“ სრულყოფილი მოძრაიბისათვის არიან შექმნილნი, საკითხავი მძღოლზეა და მის დამოკიდებულებაზე პროცესთან მიმართებაში. გაზის პედალზე დაჭერა არ არის საკმარისი, ისევე როგორც არ არის საკმარისი უბრალოდ მიმართულების არჩევა, თუ თქვენ მჭიდროდ ხართ რაღაცასთან მიჯაჭვულნი ან არ გაქვთ საწვავი.
გენერალური დასუფთავება მათთვის, ვისაც სურს თავბრუდამხვევი სიჩქარე და აბსოლიტურად ახალი სიმაღლეები:
აუცილებელია დასუფთავება ჩაატაროდ სამივე განზომილებაში: წარსულში, აწმყოში და არ გაგიკვირდეთ, მომავლშიც კი. კი, თქვენი მომავალი სავსეა ნეხვით და მასაც აუცილებლად დასუფთავება ესაჭიროება.
მე  აწმყოთი დაწყებას გთავაზობთ. ის ყველაზე ხელმისაწვდომია, აქ და ეხლა. აწყმოს სრული დასუფთავება თქვენ დამატებით ძალებს და ენერგიას შეგმატებთ, რომელიც თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ.
პრინციპი მდებარეობს შემდეგში - გადაყაროთ ყველაფერი რაც კი შესაძლებელია და ოდნავ კიდე მეტი. აღნიშნულის არსი - ყველა დაუსრულებელ კითხვას დაუსვათ საბოლოო  წერტილი: ან დაასრულოდ დაწყებული, ან უარყოთ თუ მისი აქტუალურობა აღარ არსებობს ან უმნიშვნელოა.
მთავარია, სიიდან ამოიღოთ ყველა „გაყინული“ საკითხები.
მინდა აღვნიშნო, რომ მე არ გთავაზობთ თავიდანვე კონკიას მაგვარად ბრწყინვა დააწყებინოთ თქვენს აწმყოს (თუმცა ეს სასარგებლოა !)  - დასაწყისისთვის მთავარია დაამყაროთ წესრიგი და დახუროთ ღია საკითხები, მათი განულებაც რომ დაგჭირდდეთ. უნდა ამოიღოთ საკითხები მიმდინარე სიიდან ან ჩაუშვათ პროცესში, თუ ისინი რამოდენიმე კვირაზე მეტია რაც გაჩერებული არიან. ეს თქვენ კოლოსალურ ახალი ენერგიით აგავსებთ.
ეხლა კი უფრო დაწვრილებით შევეხოთ ამ პროცესს. მაშ ასე, რითი დაკავდებიან ახლო დასვენების დღეებში ისინი ვინც ნამდვლად გადაწყვიტა საკუთარი გამოცდილების ახალი სურათის შექმნა:
1. ვყრით ნაგავს
არ ვტოვებთ არაფერს. ვიწყებთ საკუთარი სახლით. ვყრით, ვარიგებთ, ვაბარებთ ბავშვთა სახლში. მაგრამ არა ისე, რომ ჩაყაროთ პარკში და კუთხეში მიაგდოთ იმის იმედით რომ როდესმე მერე დაარიგებთ. არა, დგებით და მიგაქვთ. არაფერს ტოვებთ მოლოდინის სიაში !
რა არის ნაგავი?
ეს არის ყველაფერი რასაც არ ხმარობთ. მოდით ესე მოვიქცეთ, იმას რასაც თქვენ ერთი წლის მანძილზე არ ხმარობთ და არ იყენებთ უნდა გადაყაროთ, გასცეთ, გაყიდოთ, მოაცილოთ:
ტანსაცმელი, რომელსაც თქვენ არ იცმევთ
სუვენირები, გარდა იმისა რომელიც თქვენ სახლში ნამდვილ სიმყრუდროვეს მატებს.
გამოუსადეგარი ან დაძველებული ტექნიკა, ჭურჭელი.
და ასე შემდეგ.
რაც უფრო მეტს გამოანთავისუფლებთ, თქვენთვისვე უკეთესია. უნდა გაიგოთ, რომ ყოველი ნივთი, ხაზ გასმით ყველა ნივთი-ეს თქვენი ენერგიის ნაწილია, ფხიზლად შეაფასეთ ისინი და ცხოვრების მომავალ გამოცდილებაში გაიყოლეთ მხოლოდ ის რაც თქვენ ნამდვილად დაგჭირდებათ და სიამოვნებას და სიხარულს მოგანიჭებთ. ყველა ნივთს მიუდექით კითხვით - „მინდა რომ ეს ენერგია დავიტოვო თუ დროა მისი ადგილი ახალი ენერგიით შეიცვალოს?“
„სავსე ჭიქაში წყალს ვერ ჩაასხავ.
თქვენ თვითონ ანთავისუფლებთ თქვენს ჭიქას. რამდენსაც გამოანთავისუფლებთ იმდენივე მოგეცემათ. დახარბდებით, მაშინ არ გაგიკვირდეთ რომ დიდი ცვლილებების ადგილი არ მოიძებნა თქვენს ცხოვრებაში. აქ რთულია დეტალური რჩევები მოგცეთ, რადგან მე თვითონ აღნიშნული პრობლემა საერთოდ არ მაწუხებს. ხშირი მოგზაურობების გამო და ადგილსამყოფელის შეცვლის გამო, მე ჩვევათ მექცა ყველაფერი ზოგჯერ სათუთი მაგრამ სრულიად უსარგებლო ნივთებთან დამშვიდობება. მაგრამ როდესაც რომელიმე ჩემი ნაცნობის სახლში მოვხვდები ხოლმე, გაოცებას ვერ ვფარავ - ეს ხომ უსარგებლო წარსულში ჩარჩენილი ნივთების მუზეუმების ცხადი მაგალითებია. რომელ ცვლილებებზე შეიძლება აქ საუბარი ?
ერთი სიტყვით, სახლის გენერალური დასუფთავება - ეს არის თამაში სახელწოდებით : „რამდენად მზად ვარ შემოუშვა ახალი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში“
რამდენსაც გადაყრით, იმდენად მზად ხართ.
სხვათაშორის,  ეს თქვენ ყველა სივრცეს ეხება მათ შორის სამუშო ადგილს ოფისში, აგარაკი, მანქანა, კერძო თვითფრინავი და ყველაფერ დანარჩენს რაც გაგაჩნიათ. გააოცეთ თქვენი თანამშრომლები - სრულ წესრეიგში მოიყვანეთ თქვენი სამუშაო მაგიდა, დაიწყეთ დასუფთავების სრული პროცესი.
2. ვყრით ფაილებს
ნაგვის გადაყრა ეს მხოლოდ შესავალია -  დადგა დრო ფაილებს დავემშვიდობოთ.
რამდენ დროს აყოვნებთ კომპიუტერთან და სოცქსელებში? ესეც თქვენი სივრცეა, ვირტუალური, მაგრამ თქვენი ენერგიის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ჩვევათ გვექცა ყველაფრის ჩვენ კომპიუტერზე დასაწყობება. რისთვის გადავყარო? მყარი დისკი ხომ ყველაფერს აიტანს.
აქ იგივე პრინციპი მოქმედებს: გასუფთავება - ენერგიის გამონთავისუფლებაა. დატოვეთ მხოლოდ ის რაც თქვენთვის ძვირფასია და მოგწონთ. რისთვის ინახავთ ფილმს, რომელიც არ მოგეწონათ?  რისთვის ინახავთ ძველ უსარგებლო ფაილებს? ეს ყველაფერი თქვენი ნაწილებია. ზურგზე მოკიდებულს მივათრევთ, თანაც ვხვდებით, რომ რაც მეტია ტვირთი, მით უფრო ნელა ვმოძრაობთ-დრო ხომ არ არის ახლს მიცსეთ გზა ?
დასუფთავება ეხება არა მხოლოდ თქვენს და სამუშაო კომპიურტერებს, არამდე ყველა თქვენს სოც ქსელებებს, ბლოგებს, საიტებს.
3. ვამყარებთ წესრიგს, ვანიჭებთ ნივთებს თავის ადგილს, ფაილების სისტემატიზირებას ვახდენთ.
საკმარისი არ არის ნაგავი გადავყაროთ, აუცილებელია ასევე დავამყაროთ წესრიგი მასში რაც დარჩა. მე არასდროს ვიყავი პედანტური სისუფთავისა, მეტიც - დიდხანს უწყობდი ხელს შემოქმედებით აურზაურს, ამოფარებული ვიყავი ჩემი ხელოვნებისადმი ლტოლვით.
ამ გადასახედიდან შემდეგს გეტყვით - ჰარმონული წესრიგი (არა ფანატური, არამედ სისტემატიზირებული-როდესაც ნივთს თავისი ადგილი აქვს მიჩნეული) -ეს დადებითი და ეფექტური საქმეების ფუნქციონირების წინაპირობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აჩქარების დრო დადგა. თქვენ ვერ შეძლებთ ცხოვრების უფრო სწრაფ სიხშირეზე გადაყვანას, სამუშაო ადგილის და საცხოვრებელი ადგილის სრული ქაოსით.
4. ვფილტრავთ შემომავალ ინფორმაციას
დასუფთავებას ითხოვს ასევე თქვენი შემომავალი ინფორმაციის ნაკადი. საერთოდ ეს არის თქვენი ტვინის საზრდო და იმის მიხედვით თუ რა ხარისხის არის ის დამოკიდებულია თქვენი ტვინის მუშაობა. სხვაგვარად ვერც იტყვი.
ინფორმაციული ინტოქსიკაცია, ხომ გსმენიათ? ეს გავრცელებული სნეულებაა, რომლითაც ბევრნი არინ დაავადებულნი. სინი კითხულობენ სოც.ქსელში ყველაფერს მიყოლებით, გამუდმებით აპოსტებენ დიდი ადამიანების გამონათქვამებს,  მაშინ როდესაც საკუთარი სულის ხმა ატროფირებას განიცდის.
ინფორმაციას დაგროვების  თვისება აქვს, ის არსად არ მიდის და ჩვენ ქვეცნობიერებაში ილექება. ამიტომ მას გაფილტვრა ესაჭიროება. შემოუშვით მხოლოდ ის რაც ფასეულია და ეგრევე რეალიზაციაში გაუშვით-ამ შემთხვევაში ის გასაზრდოვებთ და განვითარებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არხებს აბინძურებს და  ძლიერ ინფორმაციულ ხმაურს ქმნის. ეს კი, ჩვენი შინაგანი ხმის გაგონების შეუძლებლობის გამო, ცსოვრების გზაზე შეცდომების დაშვებაში ხელს უწყობს.
ამიტომ, დღეს გთავაზობთ შემდეგი რამის გაკეთებას:
1. გაასუფთავედ თქვენი სამეგობრო ლენტა.
ამოშალეთ ის მეგობრები, რომლის კითხვაც თქვენთან რეზონანში არ იმყოფება და არ გმუხტავთ/აღაფრთოვანებთ
2. გაასუფთავედ თქვენი კედლები
უნდა წაშალოთ ან ჩაკეცოთ იმ ხალხის სიახლეები, რომლებიც თქვენ გაღიზიანებთ. განსაკუთრებით ისინი, ვინც მთელი სამყაროს ნეგატივს აქვეყნებს/პოსტავს.
3. ჩამოყალიბდით იმ ბლოგების და საიტების მოცულობაში, რომლებსაც თქვენ აპირებთ იკითხოთ
ჩემი მთავარი პრინციპი თუ როგორ გავერკვიო რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის რესურსი - ეს შინაგანი გამოხმაურებაა, როდესაც თქვენ რაღაცას კითხულობთ და შინაგანად გამოხმაურებას გრძნობთ და მოქმედებისაკენ გიბიძგებთ.
ეს არ უნდა იყვეს „დამიმატა-მეც დავიმატებ და დავიწყენ კითხვას“. არა, ეს მხოლოდ ის  რჩეულნი უნდა იყვნენ, რომელნიც გავსებთ და გახარებთ პირადათ თქვენ. მასაც დასჭირდება რეგულარული გასუფთავება და ახალი რესურსებით შევსება.
მე თვითონ მაქვს rss-ხაზი, სადაც გატანილი მაქვს იმ ხალხის საიტები და ბლოგები, რომელთაც მინდა თვალყური ვადევნო  და ასევეა ჯგუფი ფეისბუკზე. ფოსტაში ცალკე პაპკა გზავნილების, სადაც მომდის წერილებაი მათგან ვინც გამოწერილები მყავს. და მე ყველა მათგანს ვკითხულობ ! თუ რომელიმე ავტორი აღარ მაკმაყოფილებს მე მას ვემშვიდობები. მაგრამ არასდროს ვიღებ წერილებს უბრალოდ ჩვევის გამო.  ყველა არხი  რეგულარულად სუფთავდება.
5. ვასრულებთ დაუმთავრებელ საქმეებს ან ვანულებთ მათ
მნიშვნელოვანია ყველა დაუსრულებელი საქმე იქნეს დასრულებული: ან გადაიყვანეთ „კეთების პროცესის“ სტატუსში და რეალურად დაიწყეთ კეთება და დაასრულეთ ან გაანულეთ. უკეთესია თქვენთვის გადაწყვითოდ, რომ ამ ეტაპზე საქმე იხურება და მე მას აღარ ვაკეთებ, ვიდრე ტვირთად ზურგზე მოკიდებულმა ატაროთ. თქვენ შინაგანად უნდა იგრძნოდ, რომ ყველა თქვენი საქმე გაკეთებულია, მიმდინარე საქმეები კეთდება და დაკიდებული საკითხები აღარ დარჩა. ეს პირველი სიჩქარეა იმისათვის, რომ  მიუდგეთ კითხვას: „რა მსურს ცხოვრებისაგან?“ და იმოძრაოდ გაცთვითცნობიერებულ ცვლილებებისაკენ.
დასასრულში მინდა მთავარი კიდევ ერთხელ გამოვყო. გენერალური დასუფთავების პროცესი ორ მნიშვნელოვან მომენტს მოიცავს - დაგროვილი ბარგისაგან განთავისუფლება ყველა დონეზე და საქმეების მოწესრიგება, შემომავალი ინფორმაციული ნაკადის ჩათვლით.
დაარეგულირეთ თქვენი არხები ისე რომ თქვენამდე მხოლოდ ხარისხიანი სასარგებლო ინფორმაცია აღწევდეს ზომიერი რაოდენობით და თქვენ ნახავთ, თუ როგორ გამოიცვლება თქვენი ცხოვრება. რა მნიშვნელობა აქვს როგორ მისდის საქმეები ყველა თქვენ ნაცნობს და გარშემომყობთ? თქვენ შეგიძლიათ მათ უშუალოდ შეხვდეთ, როდესაც დრო მოვა, მაგრამ მათი „სიახლეების“ ყოველდღიური კვებით - ეს პრაქტიკულად იმის გარანტიაა, რომ არანაირი კარდინალური ცვლელებები არ მოხდება. თუ, რა თქმა უნდა, თქვენი მეგობრები თქვენი საოცნებო ცხოვრებით არ ცხოვრობენ.
ხელახლიდან შექმნათ თქვენი თავი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ხვდებით, რომ ძველი გამოცდილება თქვენ ვერ დაგეხმარებათ.

ეხლა კი შეუდექით დასუფთავებას.