вторник, 28 июля 2015 г.

ტრანსფორმაციის ინსტრუმენტები

მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ: ტრანსფორამაციის ინსტრუმენტების შესახებ ცოდნა და მათი გამოყენება - სხვადასხვა რამეა. ძალიან ბევრს არ ძალუძს ამ უფსკრულის დაფარვა, მათ „ყველაფერი იციან და ყველაფრის შესახებ წაკითხული აქვთ“ , მაგრამ არ შეუძლიათ არათუ კარდინალურად შეიცვალონ, არამედ ერთი ნაბიჯიც კი გადადგან. მე ყოველთვის მაკვირვებდა ეს ფენომენი და მიბიძგებდა შემესწავლა აღნიშნული, როგორც საკუთარ მაგალითზე, აგრეთვე ჩემს ახლობლების ცხოვრებისეული ისტორიების მაგალითებზე. შედეგებზე ქვევით მოგახსენებთ.
პირველი, რაც უნდა გააკეთოდ - შეეშვით საკუთარი თავის დადანაშაულებას. საკუთარი თავი უნდა შეიცნოთ, მიიღოთ და მიუტევოდ ნებისმიერ შემთხვევაში და მარტივად დაემშვიდობოთ წარსულის შეცდომებს. „მარტივად“ - ანუ აღარ გამოეკიდოთ იმას, რაც იყო.  იყო და იყო - აღარ არის და მორჩა.
მხოლოდ საკუთარ თავთან მეგობრობიდან იწყება ნამდვილი ტრანსფორმაცია.
საქმეს შეუდგეთ.
ტრანსფორმაციის ინსტრუმენტები ანუ როგორ შევქმნათ ახალი ცხოვრების გამოცდილება ?
ჩვენ საკუთარ გამოცდილებას ვიძენთ, ამასთანავე საკუთარ თავსაც, ერთდროულად ოთხ დონეზე: აზრები, სიტყვები, ქმედებები და მდგომარეობა.
აზრები
აზრები მატერიალურია და პირდაპირი დამოკიდებულება აქვთ მასთან, თუ რას ვიღებთ და რას წარმოვადგენთ საერთო ჯამში. მხოლოდ აზრით არის შესაძლებელი საკუთარ ცხოვრებაში ახალი გამოცდილება მოიზიდო ან გადაულახავი ბარიერები შექმნა. დღევანდელ სივრცეში უამრავი მასალა არის დაწერილი აღნიშნულის შესახებ. ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები. მიმაჩნია, რომ არ არის აუცილებელი ზედმიწევნით შეისწავლო მობილური ტელეფონის მოწყობილობა იმისათვის, რომ მისით ისარგებლო. აზრები - ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც მცოდნე ადამიანის ხელში, ოთხი „იარაღიდან “ ყველაზე მძლავრია. მაგრამ ისიც არ არის საკმარსი. აუცილებელია დანარჩენი ინსტრუმენტებთან  ერთიანობაში მოყვანა.
სიტყვები
სიტყვებიც მატერიალურნი არიან და ძალა გააჩნიათ, განსაკუთრებით სიტყვები, რომელნიც მეორდებიან ან/და ჩაწერილნი არიან. აქედან წარმოიშვება ლოცვების და მანტრების უდიდესი ძალა ყველა რელიგიაში. რიგი მეცნიერებისა, მაგალითად ენტონი რობინსი, ამტკიცებენ, რომ რამოდენიმე ჩვეული სიტყვის საკუთარ ლექსიკონში შეცვლის გზით რომელიმე სიტუაციის  მიმართებაში შეუძლია გავლენა მოახდინოს აღნიშნული თემის სრულ პროცესზე.  ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ, დღეს ყურადღების აქცენტირებას ინსტრუმენტების პირდაპირ გამოყენება/მოხმარებაზე გავამახვილებ.
ქმედებები
ეს არის ის, რასაც ჩვენ უშუალოდ ვაკეთებთ და რისკენ მივმართავთ ჩვენ ენერგიას ფიზიკურ გამოვლინებაში.  ყველაზე ბანალური:
გააკეთე - მიიღე. არ გააკეთე - ნუ გაგიკვირდება.
მაგრამ კარდინალური ცვლილებებისათვის მხოლოდ ქმედებებიც არ არის საკმარისი. საკმაოდ დიდხანს  იქნება საჭირო კეთება, როგორც სამყაროს გარშემო შიშველი ფეხებით მოგზაურებისას – ერთის მხრივ შესაძლებელია (თუმცა კითხვის ნიშანი მაინც არსებობს), მეორეს მხრივ კი - ფეხებს უფრთხილდები. და საერთოდ რისთვის ? არის გაცილებით სასიამოვნო საშუალებები სამყარო მოინახულო. ჩვენ შემთხვევაში - ეს არა მხოლოდ აკეთო, არამედ გამოიყენო ყველა დანარჩენი ინსტრუმენტები.
მდგომარეობა/განწყობა
ის, რასაც ჩვენ განვიცდით/ვგრძნობთ. ეს  შემომავალი ემოციები არ გახლავთ, ეს უფრო შინაგანი ფონია - დომინანტი გრძნობები.
უხეში მაგალითი.  თუ თქვენ მოწყენილი იყავით გუშიან, მოწყენილი ხართ დღესაც, 90% ალაბათობით თქვენ მოწყენილი იქნებით ხვალაც. ყველაფერი ისე აეწყობა, რომ თქვენ მოწყენილათ იგრძნოთ თავი. თქვენი დღევანდელი განწყობით, ხვალინდელი დღის განწყობის ტრანსლირებას ახდენთ.
გარკვეული სახით ეს ყველაფერი ჩვევის დონეზე მუშაობს, მაგალითად, როგორც მწეველის ორგანიზმი ნიკოტინის მორიგ „დოზას“ ითხოვს. ის სიგარეტს მოითხოვს. ასე რომ, წუწუნა ტიპიც წუწუნის და უჟმურობის „დოზას“ ითხოვს, რათა მიეცეს საშუალება მოიწყინოს და ცუდ განწყობაზე დადგეს. ის ჩვევაში აქვს გადასული, მისთვის ეს ყველაფერი ნორმალური, ჩვეული  მდგომარეობაა.  სხვათაშორის, იგივე ეხება მხიარულ ხალხს, ვისთვისაც ბუნებრივია ბევრი სიცილი და მხიარულება - მათაც ჩვევაში აქვთ გადასული და ეს მათთვის ცხოვრებისაგან ყველაზე დიდი საჩუქარია. საუბარია ფონურ მდგომარეობაზე, რომელიც ავტომატურად ირთვება და არა ყველა დროებით ზედაპირულ  ემოციებზე. 
რომელი ფონი დომინირებდა თქვენში დღევანდელ დღეს?
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, უმეტესობა საქმის კურსში არ არის, რომ:
განწყობა/მდგომარეობა (შინაგანი დომინირებული ფონი) ასევე ქმნის აზრებთან და ქმედებებთან ერთად. ის თავის თავს ავტომატურ რეჟიმში განმეორებით განუწყვეტლივ ქმნის მანამდე, სანამ გათვითცნობიერებულად არხს არ გადართავთ.
მეცნიერულად რომ მიუდგეთ, მაშინ ავღნიშნავ, რომ განწყობას მართავენ ქვეცნობიერი აზრები, რომელნიც ისევე ქმნიან, როგორც ცნობიერი აზრები. წრე შეიკრა. განწყობა/მდგომარეობა , თავის მხრივ, ასევე გავლენას ახდენს და ქმნის ქვეცნობიერ აზრებს. მაგრამ ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი რა იყო უწინ „ქათამი თუ კვერცხი“, მნიშვნელოვანია ორი ფაქტი:
1. განწყობა/მდგომარეობა ქმნის.
2. განწყომა/ნდგომარეობა შეგიძლიათ ცნობიერად ცვალოთ. 

ეს ორი რამ საკმარისია იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება გადაატრიალოთ !


среда, 22 июля 2015 г.

ცხოვრების სიჩქარე

აბა დაუფიქრდით, თუ როგორ უფრო მოხერხებულია ველოსიპედის მართვა: დაბალ თუ მაღალ სიჩქარეზე? ამასთან თუ თქვენ ცუდ გზაზე გიწევთ გადაადგილება ?
მათ, ვისაც ველოსიპედი მხოლოდ სურათზე არ აქვთ ნანახი - კითხვა რიტორიკულია/პასუხი მარტივია. დანარჩენები - სასწრაფოდ შეკაზმეთ ველოსიპედები და ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადეთ. ეს , სხვათშორის, პასუხია სხვა კითხვაზეც: როგორ შეიძლება უფრო მარტივად ცხოვრებაში ბალანსი შეინარჩუნო?
წონასწორობა - სტატიკური მდგომარეობა არ გახლავთ. და ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა, რომ აღნიშნული წონასწორობა დამოუკიდებლად შევინარჩუნოდ და ტვირთად არ ავკიდოთ ახლობლების „სიყვარულზე და გაგებაზე“, რაც სხვა არაფერია თუ არა ენერგეტიკული ვამპირიზმი.
სიჩქარე ყველაფერს ამარტივებს. და ეს მხოლოდ ველოსიპედს არ შეეხება. შენ მუდამ ტონუსში ხარ, შენ  აზრებს უბრალოდ დრო არ რჩებათ გასაფანტად, ეჭვებში და შიშებში გადაშვება - შენ ძალიან ბუნებრივად იმყოფები აწმყოში, რომელიც, როგორც ცნობილია, არის ყველა ცვლილების საშუალება. როდესაც შენ კონკრეტულ მიზნებს სახავ და მათკენ მიემართები და არა სამომავლოდ გადადებ, სხვა სიტყვებით - არ ამუხრუჭებ,  გარკვეულ მომენტში ცხოვრება შენთვის გაცილებით საინტერესო ხდება და რაც საოცარია-უფრო მარტივდება, იმასთან შედარებით, როდესაც შენ „შვებულებიდან შვებულებამდე ცხოვრობდი“.
ხალხი, რომლებმაც თვითონ აირჩიეს მიმართულება, სიჩქარის რეჟიმი დააყენეს და პროცესით ტკბებიან, გაცილებით მდგრადები და ჰარმონულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ძიებაში იმყოფებიან.
წინა ჯერზე  თემა წამოვწიე წარმოდგენის ქონის აუცილებლობაზე იმის შესახებ თუ რა გსურს ოთხივე სფეროში. დღეს  მინდა ეს თემა გავშალო პრაქტიკული ასპექტიდან გამომდინარე.
მაშ ასე, ვსახავთ ცხოვრების მიზნებს და სიჩქარეს ვკრიფავთ.
გადაშალეთ ბლოკნოტი, რომელსაც მომავალშიც დაუბრუნდებით. დაწერეთ  ოთხ გვერდზე სათაურები: სული, სხეული, საქმე, ურთიერთობები და დააფიქსირეთ, როგორ გსურთ გამოიყურებოდეთ 5 წლის შემდეგ ყველა აღნიშნულ სფეროში. მაგრამ ამჯერად ყველაფერი ზედმიწევნით გააზრებულად დაწერეთ და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული თქვენი სიტყვა თავის დონეზე მომავალს ჰქმნის. თავდაპირველად შეგიძლიათ შავი ვერსია დაწეროთ და არაერთხელ. შემდეგ კი დაუბრუნდით, და ზედმიწევნით/სკურპულოზურად გაიარეთ ყველა სიტყვა და გაანალიზეთ-მზად ხართ, რომ ეს მოქმედებდეს თქვენს მომავალზე თუ უკეთესი იქნებოდა სხვა რამით შეცვალოთ?
ბლოკნოტში უნდა დარჩეს თქვენი ურყევი და ოპტიმალური ხედვა თქვენი თავის ოთხივე სფეროში:
-სული
ეს საკუთარ თავთან ურთიერთობას მოიცავს. საკუთარ თავში შემოქმედის აღიარება. ყველაფერი რაც თქვენგან რჩება სხვა ხალხის თქვენზე წარმოდგენების, საგნების და საქმეების გარეშე. ვინ ხართ თქვენ?
-სხეული
ფიზიკური მდგომარეობა, გარეგნობა, ენერგეტიკა, როგორც ფიზიკური ასევე შინაგანი ძალა. ქმნის სურვილი
-საქმე
რას აკეთებ (რაზე არის მიმართული თქვენი ძალა , ნიჭი, ცოდნა, ენერგია) და რას იღებ სანაცვლოდ.
თუ შენ არაფერს არ აკეთებ, მაშინ ნუ გაგიკვირდება რომ სანაცვლოდ იგივეს მიიღებ. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ რა ვაკეთოდ და რა მივიღოთ (და ეს ძალიან დიდი საჩუქარია - მადლობა მისთვის შემქმნელს), მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ბუნების კანონები პირადად თქვენზე არ ვრცელდება - და თქვენ, რატომღაც იმასაც  კი მოიმკით რასაც არ დათესთ :(
-ურთიერთობები
ეს ყველა ურთიერთობას მოიცავს, ოჯახიდან და საყვარელი ადამიანით დაწყებული, ურთიერთობის წრით დამთავრებული, როგორც ახლო ასევე შორიც. ვინ არის თქვენ გვერდით და ვინ გხვდებათ ცხოვრების გზაზე.
თქვენი ამოცანაა ამომწურავად, მაქსიმუმ ერთ ფურცლად, გასცეთ საკუთარ თავს პასუხი, თუნ ვინ გინდათ გახდეთ ამ მიმართულებებით. კიდევ მოგიწევთ მუშაობა ფორმულირებებზე და ეს ძალიან მნიშძვნელოვანი მომენტია. სად შეიძლება მიხვიდეთ, თუ თქვენ გარკვევით მიმართულების ფორმულირებას ვერ ახერხებთ?
5 წლის დიაპაზონით წერეთ, ეგრე უფრო ეფექტურია და გლობალურად დაწერეთ.
ოცნება დიდია
მომისმინეთ, ადტრე მეც სკეპტიკურად უდგებოდი დროის შეზღუდვებს მიზნების დასახვისას. მე ყველაფერი და იმწამსვე მსურდა და თანაც როგორმე თავისთავად მომხდარიყო.
განსაკუთრებული ადგილი (ქალაქები, ქვეყნები,საახლები), სადაც ან რომლიდანაც არის შესაძლებელი მოგზაურობის დაწყება კონკრეტული მიზნების და ოცნებების მიმართულებით - არ არსებობს. არსებობს მხოლოდ  აქ და ეხლა !!!  და მხოლოდ აქ და ეხლა - თქვენ ან აირჩევთ მიმართულებას და მას მიყვებით, პირდაპირ იმ ადგილიდან სადაც იმყოფებით ან არა.
უმართავი დინება უმართავ შედეგებთან გაგრიყავთ, სამაგიეროდ გაცნობიერებული მოქმედებები ყოველთვის დასახულ მიზნამდე მიგაბრძანებენ, თუ არ დანებდებით და მოძრაობას განაგრძობთ.
ცხოვრების მიზნების დასახვის ეფექტური მეთოდი ორ ეტაპს მოიცავს:
1.      თქვენ 5 წლის გაშლით საზღვრავთ თქვენს მომავალს, უფრო ხალისიანად რომ მოგზაურობდეთ
2.      თქვენვე კონცენტრირდებით მთავარ მიზნებზე უახლოეს წელზე გაწერილს-და მათზე აჩქარებას ახდენთ/უმატებთ სჩქარეს
ყველა თავისთვის წყვიტავს  ურჩევნია ყველა სფეროში ერთდროულად იმოძრაოს თუ ერთი ორი სფერო აირჩიოს მიმდინარე ეტაპზე და პროცესში ჩაუშვას. პასუხისმგებლობას ნუ გაექცევით-პასუხი გაეცით დასმულ კითხვას და მიეცით თავს უფლება - როგორც  თვქენთვის უმჯობესია ისე მოიქეცით.

კონკრეტიკა.

თქვენი მთავარი ხედვა/სურათი ყოველთვის გლობალური და მოცულობითი უნდა იყვეს (და დეტალური, ამისათვის თქვენ ყველაფერი უნდა გაწეროთ და პასუხისმგებლობა აიღოთ ყველა გაწერილ სიტყვაზე), მაგრამ მიმდინარე ეტაპი შეიძლება კიდევ უფრო მოკლე ეტაპებზე დაიყოს. რაც უფრო მკვეთრია ფოკუსი, მით უფრო მარტივად არის შესაძლებელი ცხოვრების ტრანსფორმაციის მოხდენა.
ისინი, ვინც ოთხივე სფეროს ირჩევენ, შეიძლება გადახურდნენ დიდი მოცულობის გამო, თანაც თუ მანამდე მსგავსი გამოცდილება არ ჰქონიათ. ისინი, ვინც ერთ სფეროს ირჩევს და შემდეგ დანარჩენებს სამუდამოდ ივიწყებს,  ენერგიის უკმარისობის წინაშე აღმოჩნდებიან. გახსოვდეთ, რომ ბალანსის შენარჩუნება თქვენი პასუხისმგებლობაა. ნუ  გადაიგცევით ვამპირად და შემდეგ ნუღა გაგიკვირდებათ თუ რატომ არაფერი აღარ გამოგდით. მე ამ ყველაფერს გიყვებით არა უბრალო პოზიციიდან თუ „როგორ დავსახოთ ცხოვრების მიზნები“, არამედ კონკრეტულ ჭრილში - როგორ შექმნათ საკუთარი მე ხელახლად. ეს მნიშვნელოვანია. ჩემი მკითხველი უკვე გზას ადგას, უკვე ბევრი რამ სცადა და ბევრი რამ გამოსდის, მაგრამ არის მომენტები, რომლებიც ქვავდება და ყოველ წელს ეს მომენტები მის გამოცდილებაში სისხლხორცდება, როგორც დაუძლეველი. აი  ზუსტად მათ და შეიძლება კონკრეტულად შენ, მინდა უთხრა:
ყველაფერი რასაც კი მოისურვებთ შესაძლებელია ხელახლიდან შექმნათ ! ნესბისმიერ მომენტში ! საკმარისია გამოხვიდეთ წარსულიდან, დამკვიდრდეთ აწმყოში და ყველაფერი ახლებურად აკეთოდ, წარსული „მუხრუჭების“ გარეშე.
მაშ ასე:
1.      დასაახეთ მიზნები ხუთი წლის პერსსპექტივით
2.      გაერკვიეთ მიმდინარე წლის მიმართულებებში, იმ პირობით რომ:
-თქვენ რჩეულ სამიზნეეებზე აჩქარდებით და უფრო სწრაფად იმოძრავებთ, ვიდრე ამას მანამდე აკეთებდით.
-გზაზე ორიენტირებს დგავთ, ანუ წარმოდგენა გაქვთ როდის დაიწყებთ ახალ ეტაპს/გადახვალთ ახალ ეტაპზე
და გახსოვდეთ
ყურადღებით მოექეცით  თქვენს სურვილებს - ისინი რეალობად იქცევიან
თვალყური ადევნეთ, თუ რა გსურთ. არ უგულვებელყოთ წერითი ფორმატი ვექტორების დასახვის დროს, ქაღალდი ყოველთვის გამოაშკარავებს დასამუშავებელს. იყავით მართალნი საკუთარ თავთან-რაც მოსაშორებელია -მოიშორეთ/რაც შესაცვლელია-შეცვალეთ.
ვინ, თუ არა თქვენ, აირჩვეს საკუთარი ცხოვრების მიმართულებას?
და ამოცანა მათთვის, ვინც თავის მიზნებს გაწერს. მიმართულების არჩევა-უკვე გადადგმული ნაბიჯია. პატარა, მაგრამ მის გარეშე შეუძლებელია. გილოცავთ, თუ თქვენ უკვე ის გადადგით. გთავაზობთ აღნიშნულის  გამაგრებას.: გაუგზავნეთ საკუთარ თავს წერილი მომავალში. ორი წერილი. ერთი წლის და 5 წლის პერსპექტივით, რომელშიც მეგობრულად აღწერთ თუ სად იქნებით   ერთი წლის შემდეგ და სად 5 წლის შემდეგ. ასვე დაწერეთ თუ რას აპირებთ მოიმოქმედოთ ამისათვის ამწუთს, როდის და სად აუჩქარებთ ნაბიჯებს/მოუმატებთ სიჩქარეს. ერთი სიტყვით, მოიკითხეთ თქვენი თავი-ვფიქრობ რომ ერთი წლის შემდეგ თქვენთვის ბევრი რამ ნათელი გახდება, სულ რომ არაფერი-სახალისო უდავოდ იქნება.