четверг, 22 сентября 2016 г.

თქვენი მომავალი 5 და 10 წლის შემდეგ

როდესაც 20 წლის ხარ იმაზე ზედმეტია საუბარი, რომ შენ ყველას მსგავსად გაივლი ცხოვრების გზას. ეს ის მშვენიერი პერიოდია, როდესაც ნათელია, რომ ყველა ხალხი ჩვეულებრივია, მხოლოდ შენ ხარ რჩეული და საუკეთესო მომავალი გელის. ეს სინამდვილეს შეეფერება, თუ შენ გამბედაობა გეყოფა და ინერციას არ აყვები და ნამდვილად რჩეული იქნები და არა მხოლოდ ეგრე ივარაუდებ. მაგრამ ეხლა სხვა რამეს შევეხოთ.
სხვა საკითხია, როდესაც შენ უკვე 30 წლის ხარ. ჩვევები შექმნილია, საახლობლო წრე ჩამოყალიბებულია, წარსულის ტვირთი ყველგან შენთან არის, საკუთარი ზურგით დაათრევ - გადაგდება გენანება. და აი აქ საკმაოდ აქტუალურია, და რაც მთავარია, უტყუარია ის ორი საშუალება , რომლითაც შეძლებთ საკუთარი მომავლის ნახვას 5 – 10 წლის შემდეგ. ვცადოთ ?
როგორ გავიგოთ საკუთარი მომავალი 10 წლის შემდეგ ?
პირველი საშუალება
თქვენ გარემოცვას დააკვირდით: კოლეგებს, ნათესავებს, მეგობრებს, ნაცნობებს - ყველა მათგანს, ვისთანაც თქვენ რეგულარულად ურთიერთობთ. თუნდაც თვეში ორჯერ მაინც. განსაკუთრებით მათ ვისთანაც უფრო ხშირად , კვირაში ერთხელ მაინც, გაქვთ შეხება. თანაც საუბარია არა მხოლოდ მეგობრობაზე და თბილ ურთიერთობაზე, არამედ ყველანაირ, თუნდაც უმნიშვნელო და უსიამოვნო იძულებით ურთიერთობაზე.
ყურადღებით დააკვირდით მათ ვინც თქვენზე 5 წლით უფროსია.
გილოცავთ, ეს თქვენი მომავალია 5 წლის შემდეგ !
ეხლა დააკვირდით მათ, ვინც თქვენზე 10 წლით უფროსია - ეს თქვენი მომავალია 10 წლის შემდეგ.
მოსალოცათ გაქვთ საქმე იმ შემთხვევაში (და ვიმედოვნებ, რომ ეგრეთებიც მკითხულობენ), თუ თქვენ გარშემო მხოლოდ სამაგალითო პიროვნებები არიან, რომელთა წრეშიც ყოფნა აღფრთოვანებით გავსებთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ყურადღებით დააკვირდით და გაანალიზეთ.
თუ თქვენ ყველაფერს ხელშეუხებლად დატოვებთ, იგივე მიმართულებით განაგრძობთ მოძრაობას და არანაირ კარდინალურ ნაბიჯებს არ გადადგავთ თქვენი ჭეშმარიტი სურვილების განსახორციელებლად, მაშინ თქვენ ეხლავე შეგიძლიათ იხილოთ სად მიგიყვანთ ეს გზა. შორს წასვლა აღარ დაგჭირდებათ.
გთავაზობთ ყურადღების გამახვილებას როგორც გარეგნულ ატრიბუტიკაზე - ადამიანს რა გააჩნია (ფინანსური დამოუკიდებლობა, ოჯახი, საქმე, გარეგნობა), ასევე მისი განწყობა: რას გრძნობს, რა სიხშირით იღიმის, რამდენად დეპრესიული და შიშების გავლენის ქვეშ იმყოფება, კეთილია თუ გაბოროტებული და მთელ სამყაროზე აღრენილია და ასე შემდეგ. ყველაფერი კომპლექსურად და აუღელვებად შეააფასეთ. მსგავსება ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით 80% შეადგენს, სინამდვილეში კი 97% იქნება მოსალოდნელი ...
ნება მომეცით შეგახსენოთ:
ცხოვრებაში ყველაზე დიდი უგუნურობაა - ყოველდღიურად ერთი და იგივე აკეთოდ და ცვლილებებს ელოდოთ.
ჰოროსკოპები, ვარსკვლავები და ფერადი ბუშტები არაფერს ცვლიან ))) ხალხი თქვენი გარემოებიდანაც კითხულობენ მსგავს სისულელეებს.
საშუალება მეორე

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საშუალება საკუთარი მომავლის შემეცნებისა - შექმნათ იგი.
ამით მომავლის ჭვრეტის საშუალებები იწურება. ან საკუთარ მომავალს თავად ქმნით, ან გარემოს აკოპირებთ.
საკუთარი სამყაროს შექნა, ნაბიჯ ნაბიჯ გზის გაკაფვით, იუველირის სიზუსტით საკუთარი გარემოს შერჩევით, საქმის, აზრების, დეკორაციების და ემოციებისაც კი. ეს ერთეულების გზაა, რომელსაც სტატისტიკის მოიხედვით მოსახლეობის მხოლოდ 3% ირჩევს.  ეს რთულია, მაგრამ ეს ამათ ღირს. საჭიროა  პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, არ შეშინდეთ, გარისკოთ, საკუათარ თავს ბევრი კითხვები დაუსვათ, უთხრათ „არა“ ტანჯვასა და ეჭვებს, ყოველ ჯერზე უნდა ფეხზე წამოდგეთ, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს დაცემა, და რაც მთავარია - ყოველთვის განაგრძოთ წინსვლა, მაშინაც კი , როდესაც გაურკვეველია ეს „წინ“ სად იმყოფება.
>>>ტკივილი გარდაუვალია, მაგრამ ტანჯვა - ყველა ცალკე აღებული ადამიანის არჩევანია.
ხ. მურაკამი
ალბათ ესე ხდებიან რჩეულები, მაგრამ ამათ ღირს -  გახდე ნამდვილად მშვიდი და ბედნიერი ადამიანი.
საკუთარი ცხოვრების ავტორი და რედაქტორი ... თუნდაც 10 წლის შემდეგ.
მუდამ თქვენი

გაიღიმეთ - ეს გადამდებია :)

                                                                                                      ავტორი: ოლესია ნოვიკოვა
                                                                                                      თარგმნა: STAR-TI

და კიდევ ერთი რამ. თუ თქვენ დაინტერესდით ბლოგში არსებული თემატიკით, კომენტარები დატოვეთ, რომ თქვენი დაინტერესება გამოჩნდეს, რადგან ვგეგმავ კიდევ რამოდენიმე ციკლის დაწყებას. ინტერნეტ სივრცეში კიდევ უამრავი ავტორია ვინც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს და რამოდენიმე მათგანის თანხმობა მივიღე მათი მასალები ქართულ ენაზე რომ ვთარგმნო. ასე რომ, თუ თქვენთვის ეს საინტერესო იქნება გთხოვთ კომენტარებში მიუთითოთ აღნიშნულის შესახებ და ახალ პუბლიკაციებსაც შემოგთავაზებთ. 
      ერთად გავიაროთ წარმატების გზა ;)