среда, 19 августа 2015 г.

აზრები და ქმედებები

ორი უკიდურესობა არსებობს:
1. ჩავთვალოთ, რომ ყველაფერს ქმედებები განაპირობებენ და
2. ჩავთვალოთ, რომ ყველაფერს ჩვენი აზრები წყვეტენ.

პირველი მიდგომა ტრადიციულია - რასაც გავაკეთებ იმას მოვიმკი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენ ძალისხმევას გავიღებ გარკვეული მიმართულებით. არსებობს ცნობილი 10 000 საათის წესი, რომლის თანახმად ადამიანი თავის საქმოიანობაში საუკეთესო ხდება.
>>20 წლის წინად ფსიქოლოგ ანდერს ერიქსონმა თავის ორ კოლეგასთან ერთად გამოკვლევა ჩაატარა ბერლინის მუზიკის აკადემიაში.
საინტერესოა, რომ მან ვერ შეძლო ვერცერთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ოსტატობის მაღალ დონეს მიაღწია შრომის გარეშე და სხვა დანარჩენ თანატოლებზე ნაკლები ვარჯიშით. ისეთებიც ვერ მოიძებნა, ვინც ყველა ღონეს ხმარობდა , ბევრს შრომობდა , მაგრამ ვერაფერს მიაღწია სათანადო მონაცემების არქონის გამო.
არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც სპორტს უკავშირდება. თავში  რამდენიც არ უნდა ატრიალო, რომ შენ საუკეთესო სპორტსმენი ხარ, შენ ვერასდროს მიაღწევ მწვერვალს სათანადო ვარჯიშის გარეშე.
მხოლოდ ფიქრით კუნთი არ იზრდება.
ვერასდროს ვერ გახდები ოლიმპიური ჩემპიონი ზემოთხსენებული 10 000 საათი ვარჯიშის გარეშე. ისევე, როგორც ცხოვრების ახალ საფუხერზე ვერ გადააიყვან საკუთარ თავს გარკვეული ძალისხმევის და ქმედებების გარეშე შენი ოცნების მიმართულებით.
ყველაფერი კარგი, მაგრამ მე მაინც ერთი კითხვა მიჩნდება:
ნუთუ მხოლოდ ვარჯიშსზე დახარჯული საათები განაპირობებს განსხვავებას ოქროსა და ბოლო ადგილოსნებს შორის ოლიმპიადაზე, იქ სადაც მხოლოდ საუკეთესონი ხვდებიან ?
>>>> 
მაგრამ არსებობს განსხვავებული მიდგომა, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მყარად მოიკიდა ფეხი, რომლის თანახმად  ჩვენ სამყაროში ყველაფერი განსაზღვრულია აზრებით და მხოლოდ მათით. მნიშვნელობა არა აქვს ვინ ხარ და რას საქმიანობ, თუ შენ მიზანმიმართულად და სწორედ იაზროვნებ - შენი განვითარება გადაწყვეტილია. ჩემი აზრით მხოლოდ აღნიშნულზე დაყრდნობა იგივენაირი უკიდურესობაა, როგორც პირველი ვარიანტი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კუნთი მხოლოდ აზრებით არ დაიბერება. და ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ კუნთებს. თეორიულად, ეს შესაძლებელია, თუ თქვენ განვითარების ისეთ საფეხურზე იმყოფებით, რომ უბრალო გააზრებით ფიზიკურ სამყაროს ჰქმნით/ცვლით, მაგრამ პრაქტიკულად-ასეთ შემთხვევაში თქვენ აქ აღარ იქნებოდით.
აზრები, რა თქმა უნდა, ჰქმნიან. შესაძლებელია თქვენთვის ახალი სამუშაო ადგილი გამონახოთ, მანქანა შეიძინოთ, რომელიმე საკითხთან დაკავშირებით ხელსაყრელი პირობები შეიქმნათ, მაგრამ კარდინალურად საკუთარი გამოცდილების შეცვლა, საკუთარი თავის გარდაქმნა, ახალ ფინანსურ ან პირადულ სიმაღლეზე გადასვლა მხოლოდ ფიქრი/აზრებით არ გამოვა. ამას მუშაობა/კეთება უნდა დაუმატოდ.
მხოლოდ ფიქრებზე/აზრებზე  დაყრდნობა არ არის მიზანშეწონილი. ოცნებებში ჩაშვების და აზროვნების რეალურ მუშაობას შორის, როდესაც თქვენი გონებრივი მოქმედება თქვენივე მტკიცე განზრახვით არის ნაკარნახევი - ძალიან ვიწრო ზღვარია. არსებობს საშიშროება, რომ თავს  ფანტაზიებში ამოყობთ.
რისთვის მომყავს ეს მაგალითი. იმისთვის , რომ აუცილებელია საკუთარი სიტყვების და ქმედებების სინქრონიზირება.
მხოლოდ ფიქრი არ არის საკმარისი, ისევე როგორც არ არის საკმარისი მხოლოდ ქმედებები, თუ საკუთარი გონების ძალის ფოკუსირებას არ მოახდენთ პროცესზე.
სანამ გონება ერთს აკეთებს, ხოლო ხელები მეორეს - თქვენი ცხოვრება არარეალიზებულ ოცნებებსა და დაუსრულებელ საქმეებს შორის დახტის, რაც გფიტავთ და არანაირ ძალას აღარ გიტოვებთ რაიმე ახალი რომ წამოიწყოთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თქვენ ენერგია არ გაგაჩნიათ, ენერგია არის - ის უხვად არის თქვენს გარშემო, უბრალოდ თქვენ მას სრულად ხარჯავთ შეუსაბამო წამოწყებებზე.
მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი, ფოკუსირება მოახდინეთ მთავარზე, მოიყვანეთ აზრები და ქმედებები წესრიგში (დღევანდელ დღესთან შესატყვისად) და მიიღეთ საპასუხო შედეგი, პირველ რიგში ენერგეტიკული. თქვენ მიიღებთ ძალების მოზღვავებას, აი მაშინ დაიწყბეთ თქვენს ცხოვრებაში ახალი ელემენტების შეტანას. თავად  შეიგრძნობთ, რომ კიდევ რაღაც ახალი უნდა ჰქმნათ, და არა იძულებითი საქმიანობა გააგრძელოდ.
კითხვაზე: რომელი უფრო მნიშვნელოვანია - აზრები თუ მოქმედებები ? - პასუხია, რომ არსი ზუსტად მათ შორის შუალედშია. ქმედებების გარეშე საერთოდ შორს ვერ წახვალ, მიზანმიმართული აზრების გარეშე - სავარაუდოთ სხვაგან მოხვდებით, რადგან არაკონტროლირებადი აზრები ხშირად ეჭვებისკენ იხრებიან, ხოლო ერთადერთი საშუალება ეჭვები მოიცილოთ - კეთება დაიწყოთ. ამაზე მოგვიანებით.

P.S. მალე გადავალთ პრაქტიკულ მატერიალზე: „როგორ ვქმნათ ქმედებების დონეზე“, “როგორ ვქმნათ გონების დონეზე, „როგორ ვქნად სიტყვების დონეზე“ და „როგორ ვქმნად განწყობის დონეზე“.