понедельник, 26 октября 2015 г.

სიტყვის ძალა



      გაგიკვირდებათ, როდესაც გაიგებთ თუ რამდენ ადამიანს სჯერა, რომ აზრი მატერიალურია  და არაფერს აკეთებენ საკუთარი რეალობის შესაცვლელად, მაგრამ უფრო პარადოქსულია სხვა ფაქტი - რამდენი ჩვენთაგანი არასერიოზულად უდგება იმ სიტყვებს, რომელსაც ყოველდღიურად წარმოთქვამს. არადა ჩვენ საკუთარ ცხოვრებას ვქმნით ოთხივე დონეზე ერთდროულად: ქმედებები, აზრები, განწყობა და სიტყვები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ცვლიან და აფერადებენ გარშემო რეალობას.

მაგალითი: ადამიანს სურს შეიცვალოს, რამესაც კი წამოიწყებს საამისოდ (ქმედებების დონე), მაგრამ კითხვაზე :  „როგორ ხარ?“ უკეთეს შემთხვევაში პასუხობს:

-არა მიშავს.

შორს წავა? შეიძლება შორსაც გავიდეს, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მაგრამ მსგავსი დამოკიდებულებით ძალიან ნელი ტემპით. კუს ნაბიჯებით.

ჩვენ აქ ცხოვრების შეცვლით ვართ დაკავებული, ეს რაღა შუაშია? - იკითხავს მკითხველი, რომელიც „ცხოვრების“ ქვეშ ყველაფერს გულისხმობს, გარდა მიმდინარე მომენტისა, შინაგანი განწყობისა და იმის, თუ როგორ აღიქვამს მას იგი.

დღევანდელი დღე არის ის, რასაც შენ გუშინ ფიქრობდი და აკეთებდი, ხოლო ხვალ იქნება ის  რასაც შენ დღეს ფიქრობ და აკეთებ.

თუ თქვენი სურვილია, რომ ხვალინდელი დღე თქვენთვის შესანიშნავი, არაჩვეულებრივი, საოცარი იყვეს, მაშინ დღევანდელი დღით უნდა დაიწყოთ. (და არა მომავალი ორშაბათიდან, ახალი წლიდან და ასე შემდეგ ;)

ეს  თვითმოტყუება არ გახლავთ - ეს შეგნებული არჩევანია სიტყვების დონეზე რომ ქმნათ, რომლებსაც აზრებზე და ქმედებებზე  არა ნაკლები ძალა გააჩნია. როგორ აპირებთ შინაგანათ შესანიშნავად იგრძნოთ თავი, როდესაც ყველა დასმულ შეკითხვაზე თქვენი პასუხია „არა უშავს, ისე რააააააა“ და მსგავსი რამ ?

საკუთარ თავთან სიმართლე გულისხმობს იმას, რომ თქვენ მზად ხართ ფხიზლათ შეაფასოთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და თუ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება შეიცვალოთ და შექმნათ თქვენი თავი - მაშინ ახლებურად არა მხოლოდ უნდა იაზროვნოთ და იმოქმედოთ, არამედ განახლებურათ უნდა იმეტყველოთ კიდევაც.


დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი.


სიტყვის ძალის შესახებ ძველი დროიდან არის ცნობილი. ამის საფუძველზეა ყველა რელიგიაში ლოცვების და მანტრების გამოყენება შესაძლებელი, როდესაც ერთი და იგივე ფრაზას ბევრჯერ იმეორებ ის ქვეცნობიერში გადადის და ჩვენი ნაწილი ხდება. თანამედროვე პრაქტიკებიდან ცნობილია აუტოტრენინგი და აფირმაციები, როდესაც დადებითი მოცემულობებს ბევრჯერ იმეორებენ როგორც ხმამაღლა, ისე გულში და ეს, სხვათაშორის, შესანიშნავ შედეგს იძლევა, (რა თქმა უნდა თუ დანარჩენ დონეზეც მუშაობთ).

ერთ ერთი ამერიკულ კორპორაციაში შემუსავებული აქვთ სიტყვიერი კოდექსი, რომელშიც გარკვეული სიტყვების ნაცვლად სინონიმებია გამოყენებული. მაგალითად : პრობლემა - გამოწვევა, ლამაზი - მშვენიერი, კარგი - შესანიშნავი და ასე შემდეგ.

ერთი სიტყვის შეცვლაც კი უკვე ცვლის შინაგან განწყობას, გამოცდილი ოსტატისათვის კი - ეს სერიოზული ინსტრუმენტია საკუთარი ცხოვრების გასაფერადებლათ.

სიტყვების ძალა ქმეედებაში:
    
  1.თქვენი ლექსიკის რამოდენიმე ჩვეული სიტყვების  და პასუხების შეცვლა ცნობიერებას ბადებს

ჩაატარეთ ექსპერიმენტი, კითხვაზე „როგორ მიდის საქმეები ? “ უპასუხედ - შესანიშნავად!, არაჩვეულებრივად ! - თქვენ თვითონ შეარჩიეთ  მოსაწონი პასუხი. პირველ რიგში შეამჩნევთ, რომ ახლებული პასუხი თქვენგან უკვე წელში გამართვასაც და თავის მაღლა აწევასაც მოითხოვს,  რაც თავდაპირველად გაკვირვებას გამოიწვევს : გაკვირვებული თვალები, თქვენ კი აღნიშნული პასუხის დროს შეიძლება უჩვეულოდაც იგრძნოთ თავი, მაგრამ ძალიან სწრაფად გემოს გაუგებთ და სიამოვნებასაც კი მიიღებთ ახალი ამპლუას მორგებით. შესანიშნავ შედეგს იძლევა ოფისში მუშაობისას. მაშ ასე, 
წავედით:


მოგმართავენ:

როგორ ხარ ?

თქვენ: მშვენივრად

ის.

და ეგრეთი რა მოხდა ?

თქვენ

შესანიშნავ ხასიათზე გავიღვიძე


და ესე ყოველ დღე იმოქმედეთ. ერთი თვის შემდეგ თქვენს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება.

მთავარია, რომ თქვენ არაფერს არავის უმტკიცებთ, არ უხსნით და არავის არ იწვევთ, იმიტომ, რომ თქვენი საქმეების „შესანიშნაობა“ არა საოცარი გამონაკლისია, არამედ თქვენი ცხოვრების ნორმაა.

ენტონი რობინსს, ამ საკითხის აქტიური მკვლევარი, თავის წიგნებში მოყავს ერთი მაგალითი, სადაც ერთმა მსხვილმა ბიზნესმენმა ფრაზა „გაბრაზებული ვარ“ შეცვალა ფრაზით „მე განრისხებული ვარ“,  რთული მოლაპარაკებების დროს სიტუაციის გასამუხტად და კონტროლის დასაბრუნებლად. ერთხელ ის სასტუმროში მივიდა, სადაც მის მიერ დაჯავშნული ნომერი დაკავებული დახვდა, ის სკანდალისთვის მოემზადა, მაგრამ გაახსენდა თავისი „კოზირული“ გამონათქვამი და ადმინისტრატორს მიმართა (სრულიად ჩვეულებრივად)

იცით, მე განრისხებული ვარ

უკაცრავად?

გ ა ნ რ ი ს ხ ე ბ უ ლ ი.

ადმინისტრატორი გაშრა, შემდეგ გაიღიმა და საკითხი ხუთ წუთში მოაგვარა.

ამას ჰქვია „შაბლლონის დამსხვრევა“.

მოულოდნელი სიტყვების არჩევანი დაძაბულობას ანეიტრალებს  (როგორც მსმენელის, ისევე თქვენი: რადგან სანამ სიტყვა „განრისხებული ვარ“ წარმოთქვამ, რთულია ღიმილი შეიკავო) და ამასთანავე აღვიძებს ცნობიერებას.


2. ჩვენი ტვინი სიტყვების მეშვეობით პროგრამირდება

ჩვენ ტვინში უკვე არსებობს შემდგარი რეაქციები გარკვეულ სიტყვებზე. ეს მოცემულობა ეხლავე შეგიძლიათ გადაამოწმოთ. შეჩერდით და შეიგრძენით, თუ რა ემოციებს იწვევს თქვენში სიტყვა „კარგი“.

აბა ეხლა „შესანიშნავი“ დააგემოვნეთ ?

სიტყვებს თავისი ტონალობა გააჩნია. სინამდვილეში, სიტყვა „კარგი“ საკმაოდ უფერული და დაღეჭილია და არ გააჩნია ისეთი კაშკაშა ემოციები, როგორც ამ სიტყვის სხვა სინონიმებს. მეტიც, ამ სიტყვას ხშირად იმისთვის იყენებენ, რომ არ აწყენინონ ადამიანს, რომელმაც მაინც და მაინც ვერაფრით გამოიჩინა თავი, მაგრამ ამის შესახებ პირდაპირ თქმას ერიდებიან. ჩვენ ბავშვობიდან ხშირად გვეუბნებოდნენ სიტყვა „კარგია“ იმაზე, რაც აშკარად ცუდი იყო. ასე რომ, ამ სიტყვას არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული პოზიტიოური მუხტი.

თქვენ არასდროს შეხვედრილხართ პიროვნებას, რომელზედაც გითხრეს, რომ ის მშვენიერია. თქვენი ასოციაციების მეშვეობით უკვე შეძელით გარკვეული სურათის დახატვა - ეგრე არ არის ?

ან იგივე პიროვნებაზე გითხრეს, რომ ის კარგია. ხედავთ სხვაობას ?

საითკენ მიმყავს ?  როდესაც თქვენ კაშკაშა ტონალობის სიტყვებს იყენებთ თქვენი თავის და განწყობის აღსაწერად, თქვენ ქვეცნობიერს აცნობებთ, რომ ეს ნამდვილად ესეა. როდესაც დასმულ კითხვაზე თქვენ აღმატებულ ხარისხში პასუხობთ საკუთარ თავზე და განწყობაზე, რამოდენიმე ხნის შემდეგ თქვენ შესაბამისად გრძნობთ თავს. ეს ქმნის პროცესია სიტყვების დონეზე.


როგორ ვქმნად სიტყვების დონეზე ?


1. გადაახარისხეთ თქვენი ყოველდღიური ლექსიკონი და უფერული და გადაღეჭილი სიტყვები (განსაკუთრებით ავტომატურ პასუხებათ ქცეულნი) შეცვალეთ მათზე, რომელნიც თქვენ ნამდვილად მოგწონთ და იმ მდგომარეობას გამოხატავენ, რომლისკენაც ილტვით. ეს გათვითცნობიერებულად გააკეთეთ, მხატვრის მაგვარად, რომელიც სუფთა ფურცელს დაყურებს, მაგრამ უკვე ხედავს მასზე თავის მომავალ შედევრს. ამ დროს თქვენ განთავისუფლდებით  შიშებისაგან - „თვითმოტყუბას ხომ არ ვეწევი?“. იყავით შემოქმედი, ბოლოს და ბოლოს და არა ცახცახა კურდღელი.


2. დადებითი მოცემულობები გამოიყენეთ, თუ თქვენს ცხოვრებაში  რომელიმე მოვლენის კორექტირების სურვილი გაგიჩნდათ. შეიმუშავეთ აღმაფრთოვანებელი ფრაზა და გაიმეორეთ ის დილით და საღამოს, ასევე დღის ნებისმიერ მანძილზე, როდესაც ამის საშუალება მოგეცემათ. ეს ყველაფერი ერთი თვის მანძილზე მაინც გააკეთეთ და შემდეგ დაბრუნდით და მიღწეულ შედეგებზე ვისაუბროთ.



3. ყველა ფრაზა აწმყოში უნდა იქნეს ფორმულირებული, უარყოფითი ნაწილაკი „არა“-ს გარეშე.



4. თქვენ მოცემულობებს გრძნობების ძალა შესძინეთ. თქვენი სიტყვები მეტად მძლავრი გახდებიან, როდესაც მათ გრძნობებს დაამატებთ. თვითონ სიტყვები - კაპსულებს წააგავენ, შიგთავსი ემოციებით. სხვა და სხვა ხალხს განსხვავებული რეაქცია და ასოციეციები ექნება ერთი და იგივე სიტყვებზე, ამიტომ ერთი და იგივე სიტყვები სხვა და სხვა სიმძლავრით იმოქმედებენ განსხვავებულ ადამიანებზე. მაგალითად, რას ნიშნავს თქვენთვის „კარგი ბიჭი“ ?


ნაწილი ქალბატონებისთვის ეს „მშვენიერ ადამიანს“ ნიშნავს, სხვა ნაწილისთვის კიდევ ეს იკითხება , როგორც „ისე რა ტიპი“, „ბევრი არაფერი“. ეს არც კარგი და არც ცუდია, უბრალოდ განსხვავებული რექციაა ერთი და იგივე შაბლონზე, რომელიც წარსულის გამოცდილებას ეფუძნება. არც მეტი და არც ნაკლები.


როდესაც სიტყვებს წარმოთქვამთ,  შეავსეთ ისინი, შეიგრძენით თუ რა ემოციებს დებთ მათში და ამ დროს შეძლებთ გაიგოთ თუ რამდენად მოდიან ისინი რეზონანსში გარესამყაროსთან.


5. გაიაზრეთ რას ამბობთ, რადგან ყოველი ნათქვამი სიტყვა გქმნით და ცვლილებებს იწვევს თქვენში, მიუხედავათ იმისა გსურთ ეს თქვენ თუ არა.


წარამატებებს გისურვებთ !


вторник, 13 октября 2015 г.

აზრები

ჩემი ცნობიერი გზა თვითშემეცნებისა და შემდეგ თვითგანვითარებისა (აღნიშნეთ, რომ, ეს ერთი და იგივე არ არის) დაიწყო იმ ფაქტის მიღებით, რომ აზრები მატერიალურია. როდესაც ეს მარტივი და ამასთანავე ეპოქალუrი განმარტება შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, არ იყო აუცილებელი  ჩემი დიდი დაჯერება და შთაგონება. როგორც იქნა, ვიRაცამ სახელი დაარქვა იმას, რასაც მანამდე  ვგრძნობდი და საკუთარ მაგალითზე საქმეში ვხედავდი:
ჩვენ აზრების დონეზე ისევე ვქმნით, როგორც ამას ქმედებების დონეზე ვაკეთებთ. აზრები ჩვენს გამოცდილებას ჰქმნიან. აზრები პირდაპირი მნიშვნელობით მატერიალურია.
15-16 წლიდან მე აუტოტრენინგით ვიყავი დაკავებული (ეხლა მათ აფირმაციებსაც უწოდებენ) და შინაგანი შებოჭვების მოხსნის ტექნიკით (რომელიც შინაარსით ძალიან წააგავს ვიპასანას) და იმ ელემენტარულს რასაც საგრძნობი ეფექტი მოჰქონდა და წინ მწევდა რეალურ ცხოვრებაში. მე თავი დავაღწიე სიჭაბუკის კომპლექსებს,  დავალაგე საკუთარი ცხოვრება, დავიწყე შესანიშნავად სწავლა და თვით პროცესით ტკბობა დავიწყე. მაგრამ  საკუთარი ცხოვრების მოწესრიგების მისწრაფებაში , იმ მომენტისათვის გაუთვითცნობიერებულ  ერთი და იმავე უხეშ შეცდომას უშვებდი, რომელსაც აბსოლიტურად ყველა უშვებს, ვინც კი   საკუთარი თავის, გამოცდილების და  საკუთარი სამყაროს  შექმნის შესახებ ცოდნას შეეხო:
მე ამ ყველაფერს არარეგულარულად ვაკეთებდი. მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებლად მიმაჩნდა. მაშინ როდესაც ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა და რაღაც არ გამომდიოდა. მე ჩემს აზრებზე ვმუშაობდა იმისათვის, რომ მწვავე სიტუაციიდან თავი დამეღწია, შემდეგ კი აზრებს ისევ უმართავად ვტოვებდი. როდესაც ყველაფერი ლაგდებოდა, მე თავდავიწყებას მივეცემოდი ! ისევ უმოქმედობაში ვეშვებოდი. ისევ სიბნელეს უბრუნდებოდი. მსგავს  შემთხვევაში კი შეუძლებელია ლაპარაკი გვქონდეს რაიმე საგრძნობ პროგრესზე და ახალ დონეზე გადასვლაზე.  მსგავსად იქცევა სამწუხაროდ 90 % მათგან , ვინც თავად იცის რომ აზრები მატერიალურია და ზოგჯერ სარგებლობს კიდევაც ამით.
ვუშვებ, რომ აღნიშნულის მიმართ მე უფრო მგრძნობიარე აღვმოჩნდი. მე მარტივად მომეცა ყოველივე თქმული. აზრების მიზანმიმართული ქმედებების ეფექტს მე ყოველთვის ვღებულობ ერთი თვის განმავლობაში, ზოგჯერ უფრო ადრეც. მეტერიალიზაციასთან და ვიზუალიზაციასთან არასდროს არ მქონია სირთულეები, მაგრამ ზუსტად იმის გამო, რომ ყველაფერს ესე სწრაფად ვიღებდი, ვერ ვასწრებდი მიღებულის დამაგრებას, ჩვევაში გადაქცევას, არ იგრძნობოდა აუცილებლობა უფრო გულდასმით მემუშავა და როგორც ფაქტი, ხშირად უკან ვგორდებოდი ღრმა უვიცობის გამო.
მე ამის გასაცნობიერებლად 7 წელი დამჭირდა. გისურვებთ, რომ თქვენ უფრო ადრე მიაღწიოთ მიზანს.
„ისინი, ვინც მარტივად მაღლდებიან, გაცილებით ღრმად ეცემიან, სანამ ფრენას არ ისწავლიან.
ილუსტრაციისათვის სხვა მაგალითს მოგიყვანთ.
თუ იცით, რომ  ორგანიზმის ისეთი თვისება, როგორიცაა შესაძლებლობა სურვილისამებრ ყველაფერი მიირთვად და არ გასუქდეთ - ეს ღვთაევრივი ჯილდო კი არ არის, როგორც ბევრი თვლის, არამედ ნამდვილი გამოცდა გახლავთ და თუ გნებავთ, სასჯელიც კი. ეს უხილავი ბარიერია, რომელიც ადამიანმა უნდა გადალახოს, ის კი მას თავიდან საერთოდ ვერ ამჩნევს. ამაყობს კიდევაც, რომ ესეთი დაიბადა.
ადამიანი ჭამს ყველაფერს, წონა კი იგივე რჩება და მას საერთოდ არ გააჩნია მოტივაცია აკონტროლოს საკუთარი თავი და გადავიდეს უფრო ჯანსაღ კვებაზე. მას ეს უბრალოდ არ სჭირდება. მისი პუტკუნა მეგობარი კი ყოველთვის შემართულია. თუნდაც მტკივნეულად, თუნდაც არასასიამოვნოდ, მაგრამ პუტკუნა გრძნობს იმ ძალას, რომელიც მასზე მოქმედებს , მაგრამ იმისათვის რომ ის განვითარდეს და ჯანმრთელი იყვეს (როგოორც გარეგნულად, ისევე შინაგანად). გამოიყენებს თუ არა ეს კიდევ სხვა საკითხია. ეს მისი ხელშეუხებელი არჩევანის უფლებაა: „იყვეს ჯანმრთელი და შეძლებული თუ ავადმყოფი და ღატაკი“. აი მოტივაციის და ამ პრობლემის ხედვის გარეშე ძალიან რთულია რაიმეს კეთების დაწყება. მაგრამ თუ ჯანსაღი კვება სპორტთან ერთად არ შემოვა მუდამ ტანწერწეტა ადამიანის ცხოვრებაში, მაშინ მას, უკეთეს შემთხვევაში, ნაადრევი კანის დაბერება და ენერგიის უკმარისობა დაემართება, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - ტვინიც აპატიური და არაკონცენტრირებული გახდება.
ამიტომ თუ თქვენთვის მარტივია შეისრუტოდ ვებერთალა ცოდნა სამყაროს შესახებ (და არა მხოლოდ მეცნიერული დოგმები) და თქვენ საკუთარ მაგალითზე არაერთხელ დარწმუნდით, რომ აზრები მატერიალურია და ამ ყველაფრის  მართვა შეიძლება -  არ მოდუნდეთ. ძალიან გთხოვთ, არ მოდუნდეთ და ეიფორიას ნუ მიეცემით. ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება. თვენ თანმიმდევრულები უნდა იყვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ციებცხელება დაგემართებათ. თანმიმდევრობა - ოსტატობის ნიშანია, საკუთარი „მწვერვალის“, ანუ ემოციური და ცხოვრებისეული ამაღლების შენარჩუნება უნდა იცოდეთ.
რაც შეეხება მათ, ვისაც ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგად აღწევს. გიხაროდენ. თუ თქვენ , ხანგრძლივი პრაქტიკების და შეგნებული ქმედებების შედეგად, ერთხელაც არ დაიხევთ უკან და საკუთარი თვალებით დაინახავთ, თუ როგორ მუშაობს აზრების ძალა - თქვენ ვეღარაფერი ვეღარ შეგაჩერებთ და პროგრესი უზარმაზერი იქნება.
წინა მაგალითს დაუბრუნდეთ.
თუ „პუტკუნა“ ერთხელაც გადაწყვიტავს ყველაფრის შეცვლას და სპორტისა და კბვების მეშვეობით ფორმაში მოვა,  მაშინ მისი შინაგანი ძალა გაცილებით მძლავრი აღმოჩნდება  ვიდრე მათი, ვინც ბავშვობიდან ინერციით და შეუგნებლად ვარჯიშობს. ხომ გესმით? სპორტით დაკავებული ნებისმიერი ადამიანი  ძლიერია, მაგრამ ის ვინც სისუსტიდან სიძლიერებისაკენ ნახტომს გააკეთებს , იძენს წვდომას შინაგან რეზერვზე  დასახელებით „ზღვარი არ არსებობს, ყველაფერი შესაძლებელია“. ჩვენს „ნაკლოვანებებში“ (შეგნებულად ვსვამ ბრჭყალებში) დაფარულია უზარმაზარი ძალის რეზერვი.
როგორ ვქმნად/ვაკეთოდ აზრების დონეზე?
მოდით შევთანხმდეთ, თუ თქვენ მტკიცებულებები გესაჭიროებათ, თქვენ დგებით და მათ თავად იძიებთ. ინფორმაცია უამრავია, ძველი ბუდიზმის დაწყებული და თანამედროვე ნეიროლოგიის მეცნიერებით დამთავრებული. აქ მე მხოლოდ  იმ  მომენტს გავაშუქებ თუ როგორ გამოვიყენოთ ეს. როგორ მოვიხმაროთ.
იმისათვის , რომ აზრების დონეზე ვქმნად/ვაკეთოდ საჭიროა გავეცნოთ ორ ფუძემდებელ პრინციპს საკუთარ თავზე:
1. შენ - არ ხარ ხმა შენს თავში. შენ - ხარ ის, ვისაც ეს ხმა ესმის.
ძალიან ბევრნი საკუთარ თავს აიგივებენ ტვინში არსებულ ხმას და თუ ეს ხმა ჩაიხვია ერთი და იმავე „პლასტინკაზე „არ შემიძლია, არ გამოვა, მე ძალიან ბებერი ვარ, ძალიან სქელი ვარ“ და ასე შემდეგ-ისინი უჯერებენ ამ ხმას და  ცხობრებას გაგონილი ხმის შესაბამისად წარმართავენ. მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ ისინი ვისაც ეს ხმა ესმის, ვინც ჩვენს აზრებს თვალყურს ადევნებს , დაკვირვებას ახდენს. ჩვენ ერთადერთნი ვართ დედამიწაზე ვისაც შეუძლია გადაიფიქროს,  სხვა „პლასტინკა“ ჩართოს. ჩვენ გვაქვს ძალა და უფლება შევცვალოდ საკუთარი აზრები და არა დავემორჩილოდ მათ.
მანამდე, სანამ თქვენ არ ისწავლით საკუთარი აზრების გადარჩევას, მათ გადახარისხებას,   ლაპარაკიც კი ზედმეტია იმაზე, რომ რაიმე გაცნობიერებულად შევქმნად. შენ - ტვინი არ ხარ. შენ -  ცნობიერება ხარ. ტვინი მხოლოდ ინსტრუმენტია, ისევე როგორც სხეული. სხვათაშორის შესანიშნავი ინსტრუმენტია, მცოდნე ხელებში. ნებისმიერი ტვინის დაკნინება, ვითომ და ტვინისგან ხდება ცუდიო - ესეც საკუთარი ბუნების უცოდინარეობის და შეუგნებლობის ბრალია. ტვინი გვეძლევა, როგორც ნიჩაბი იმისათვის, რომ ჩვენ გზა გავიკვალოდ, ჩვენ კი, ხშირ შემთხვევაში,  საკუტარ თავს უთხრით ორმოს. 
სხვათაშორის , რა ვქნა თუ უკვე ორმოში ვარ?
პირველ რიგში,  მის თხრას შეეშვით.
2. შენ შეგიძლია შენი აზრები აირჩიო.
მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ ნებისმიერ მომენტში ყველაფერი შეცვალო. შენ შეგიძლია საკუთარი აზრები აირჩიო. როგორც გარე სამყაროზე, ასევე შენ საკუთარ თავზე. როგორწ წესი, ყველა წარმატებული და ბედნიერი ადამიანიები ისინი არიან, ვინც თვითონ აირჩიეს საკუთარი თავი. მათ იციან საკუთარი თავის შექება, თავისთვის უფლების მიცემა და საკუთარი თავის პატიება. ამ თვისებების გარეშე მწვერვალის დაბყრობა  არა მგონია შესაძლებელი იყვეს.
3. ყოველი აზრი ქმნის, მაგრამ გულწრფელი და სიღრმისეული რწმენა გაციელბით ძლიერად ქმნის.
ყველა ჩვენი აზრი მატერიალურია, დიდები და პატარები, მაგრამ სამყაროში ყველა ჩვენი ნააზრევი რომ განხორციელებულიყო, ნამდვილი კაკოფონია შეიქმნებოდა. სინამდვილეში კი, ყველა აზრს გააჩნია სიგნალის სიმძლავრე და ფიზიკურ დონეზე მხოლოდ ყველაზე სუფთა და ძლიერი სიგნალი ხორციელდება.
რომელია ყველაზე ძლიერი და განხორცილებადი აზრები?
ჩვენი რწმენა, ის რაშიც უეჭველად დარწმუნებული ვართ, რისიც გვწამს.
აი რატომ იწყება ნებისმიერი ცნობიერი ცვლილებები უკეთესობისაკენ საკუთარი რწმენის და განწყობების გადახედვით და მათი შეცვლით. ეს ძალზე რთული მომენტია და მასზე უმეტესობა „იჭედება“, რადგან საკუთარი თავი, მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე ჭკვიანი მიაჩნიათ. . ეს იმ რეპერტუარიდან არის „მე ყველაფერი ვიცი“.

-ხშირად განმეორებადი აზრები, ის რაც რეგულარულად გვიტრიალებს თავში
ამ კარუსელის გამო ჩვენი დღე ხანდახან დეჟავუს ემსგავსება, რადგან ჩვენ გამუდმებით ერთი და იგივეზე ვფიქრობთ და ამით რეალობას ერთი აზრის გარშემო ვატრიალებთ, აი აქ იმალება ის კარი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ყველაფრის შეცვლა.: დაიწყოთ რეგულარულად ახალი აზრების ტრანსლირება. კვანძური სიტყვა „რეგულარულია“.

-აზრები, რომლებსაც ჩვენ მეტი ენერგიით ვმუხტავთ
ეს, როგორც წესი, ცუდი მოლოდინები და შიშები გახლავთ. შიში, გრძნობის სახით, ჩვენში საკმაოდ ძლიერია, ამიტომ არის რომ ცუდი აზრები, სამწუხაროდ, უფრო მეტ ენერგიას შეიცავენ, განსაკუთრებით ნეგატიურად განწყობილ ხალხში. ამიტომ არის, რომ ყველა თუთიყუშებივით ხაზს უსვამენ პოზირიურ აზროვნებას. ეს უბრალოდ არ ხდება. შეუძლებელია სრულიად განთავისუფლდეთ შიშებისაგან, მაგრამ შესაძლებელია მათი დასუსტება, სიხარულზე და დადებით ემოციებზე კონცენტრირების მეშვეობით.
რეალობაში უამრავი ტექნიკა არსებობს აზრებთან მუშაობაში. ყველაზე გავრცელ;ებული -აფირმაციები, ვიზუალიზაცია და ასევე განწყობის ძალა, როდესაც მხოლოდ რწმენით (კონკრეტულად მიღებული მკვეთრი გადაწყვეტილებით) შესაძლებელია სერიოზული პროცესის გაშვება, ხელების შეხების გარეშე. აქ აუცილებელია გაიგოთ, რომ რომელიმე ტექნიკის გამოყენება კომპლექსური მუშაობის და თქვენი სიტყვების, ქმედებების  და განწყობების სინქრონიზაციის გარეშე -ნაკლებად ეფექტურია, ზოგჯერ დამანგრეველიც არის. ამიტომ თავიდან უნდა მოიყვანოთ ჰარმონიაში თქვენი მიზნები, სურვილები და მიმართულების ზოგადი ვექტორი.
გამოდის, რომ ჩვენ არც ისე მადლიერები ვართ  იმით რაც გვეძლევა. ყველა ადამიანს არა აქვს საშუალება მოუსმინოს და ჩაწვდეს შინაგან ხმას, მაგრამ თუ თქვენ შესძელით იმ ფაქტის აღქმა, რომ აზრები მატერიალურნი არიან - მაშინ დააფასეთ ეს უდიდესი საჩუქარი, აეჩევანის გაკეთების უფლებასთან ერთად.
ჩვენ შეგვიძლია:
1. არჩევანის გაკეთება
2. შექმნა
და , სხვათაშორის, ჩვენ მეტი არც არაფერი გვესაჭიროება. როგორ შეიძლება უფალს დამატებით რაიმეს ვთხოვდეთ, როდესაც ამდენი რამ მოგვეცა? ჩვენ უბრალოდ მადლიერებას უნდა გამოვხატავდეთ მჩუქებლის მიმართ  და მოვიხმარდეთ რაც მოცემული გვაქვს. გამოვიდეთ სიბნელიდან, სრულად დავტკბეთ საკუთარი თავის შსაძლებლობებით. როგორც მინიმუმ, ჩვენ სასიკეთოდ მოვიხმაროდ ჩვენი ტვინი, იმის მაგივრად, რომ მის ტყვეობაში ვიმყობებოდეთ.

შემდეგში, პრაქტიკულ ასპექტს შევეხოთ აზრებთან მუშაობაში.
არ მოიწყინოთ J