воскресенье, 8 ноября 2015 г.

ძალების მოკრეფვა



სად მოვიძიოთ ძალები საჭირო გარდაქმნისათვის?
ცნობილია, რომ ყველაფერი ენერგიაზეა დაფუძნებული. ჩვენი ცხოვრებისეული ტონუსი, ქმედებების უნარი და საღი აზროვნება - დამოკიდებულია ჩვენ ორგანიზმში არსებულ თავისუფალი ენერგიის მარაგზე. მაშ როგორ მოვიზიდოთ მეტი თავისუფალი ენერგია ჩვენს ორგანიზმში ?
სპეციალისტების კლასიკური პასუხი გახლავთ: წყალი, სუნთქვა, კვება და რეგულარული ფიზიკური დატვირთვები.
ჩვენ მოგვეთხოვება სწორი მოქმედებები (მეტი წყლის მიღება, ხარისხიანი კლვება, ღრმად სუნთქვა და სპორტული დატვირთვა) და სხეული გამოიღვიძებს, უზარმაზარი ენრგიით აივსება და სურვილს გაგიჩენთ, რომ მთები გადადგათ.
მაშ ასე, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრაქტიკა საკმარისი არ არის . ეს ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ თავი უკეთ იგრძნოთ და ცვლილებების პროცესი გაუშვათ. ეს გაცილებით ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შინაგანი ძალის და დრაივის წყაროს გასაღები სხვა რამეში მდებარეობს.
ადამიანში კოლოსალური ენერგიის და შინაგანი ძალის რეზერვია დამალული, მაგრამ უმეტესობა მას არასდროს არ იყენებს.
უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ასე თუ ისე  განსხვავებულ მიდგომებს  და პრაქტიკებს ვსწავლობ ენერგეტიკის ასამაღლებლად. არ ვიტყვი, რომ ყველაფერი გამოვცადე, მაგრამ გარკვეული გამოცდილება შევიძინე. ამასთანავე, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, აქტიურ დაკვირვებებს ვახდენ. შაბლონები, როგორიცაა ადამიანი წელიწადი ვარჯიშობს თუ მთელი ცხოვრება, აქვს მას განათლება თუ არა, მიაღწია რამეს საზოგადოების თვალში თუ მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს - ეს  ნაკლებად მაინტერესებს და ის, რაც მე ნამდვილად მიზიდავს ადამიანში არის ანთებული თვალები, შინაგანი მუხტი და დრაივი. არიან ადამიანები, რომლებიც ანათებენ. ისინი გიზიდავენ. ამასთანავე შეიძლება კიდევ იყვეს ზომიერად ჯანმრთელი, კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანად გაქვავებული იყვეს. არც ძალა, არც დრაივი ეგეთი თვალებიდან არ მოჩანს.
სიამოვნებით და ცნობისმოყვარეობით   აღსავსე აქტიურად ვაკვირდებოდი, როგორც პრაქტიკოსებს (იოგა, ენერგეტიკული პრაქტიკები, ვეგეტარიანელობა, მედიტაციები) და შემოქმედებს (ბიზნესი, პროექტები, შემოქმედება, მასწავლებლობა), ასევე საკუთარ თავს ცხოვრების სხვა და სხვა პერიოდში და იცით რა -  მინდა ჩემს მიერ გაკეთებული დასკვნის შესახებ ხმამახლა დავიყვირო, რათა  ყველამ გაიგონოს:
სანამ თქვენ არ გაგაჩნიათ ის, რაზეც უნდა მიმართოთ ენერგია - თქვენ მას ვერ მოიპოვებთ.
მგონია კიდევაც, რომ ეს ორგანიზმის დამცავი მექანიზმიც კი არის. რაზე უნდა მიმართოთ დაგროვილი ენერგია? ძალას (ან ენერგეტიკის უფრო მაღალ გამოვლინებას) სჭირდება მიზნობრივი ხარჯვა.
რაც უფრო დიდი წვლილი შეგავთ სამყაროს განვითარებაში, მით უფრო მეტი ენერგია გეძლევათ.
არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ არიან დაკავებულნი ენერგეტიკის ასამაღლებელი პრაქტიკებით და არც არაფერი სმენიათ აღნიშნულის თაობაზე, მაგრამ სავსე არიან უხვი ენერგიით, ცხოვრებისეული ენტუზიაზმით და შინაგანი დრაივით. არსი არა მხოლოდ პრაქტიკებში მდებარეობს (რომლებიც ძალიან კარგია, მაგრამ, განვმეორდები, არა საკმარისია), არამედ მიღებული ენერგიის რეგულარულ გამოყენებაში.
მოდით პირდაპირ ვთქვათ: რისთვის გჭირდებათ ძალა, ტონუსი, ენერგია, დრაივი, ენტუზიაზმი?
ინდური ბრძენების კარგი ანალოგია არსებობს:
ადამიანი ცხოვრების წინაშე დგას, როგორც უკიდეგანო ოკეანეს წინაშე, მაგრამ მის ხელში მხოლოდ კოვზია.
ენერგია უშვრეტია, მაგრამ ჩვენი მოთხოვნებია სასაცილო. რამდენიც შევძელით, იმდენი წავიღეთ.
კიდევ ერთხელ.
რისთვის გჭირდებათ ძალა>? რისკენ მიმართავთ მას ? როგორ გახარჯავთ ?
ჩვენი მიზნები ჩვენ ძალებს განსაზღვრავენ, გვსურს ჩვენ ეს თუ არა.
თუ თქვენ გსურთ იყვეთ ლაღი და ენერგიით აღსავსე და ამისათვის იწყებთ გარკვეულ პრაქტიკებს, მაგრამ ამასთანავე არ იცით, რისთვის გჭირდებათ მოძიებული ენერგია, მაშინ ენერგია და ძალა მოგეცემათ ზუსტად იმ რაოდენობით, რომ თქვენ თავი გაართვათ აღნიშნულ პრაქტიკებს/ვარჯიშებს. არც ეგ არის ცუდი. მაგრამ სიტყვები „ძალა“ და „შეძლება“ სხვა განზომილებიდან არის. ამას იმათთვის ვწერ, ვინც არსებულს შორის ვიწრო ზღვარს ხედავს.
თუ თქვენ ენერგიის ასამაღლებლად შესაბამისი პრაქტიკებით ხართ დაკავებულნი - ის იმ დონეზე იქნება თქვენში, რომ არსებული ცხოვრების წესი შეინარჩუნოთ (ამ პრაქტიკების ჩათვლით).  უსაზღვრო ენერგია, ენტუზიაზმი და ცხოვრების წყურვილი მაშინ იჩენს თავს, როდესაც ადამიანი მიზანს სახავს და მისკენ სწრაფვას იწყებს.
ძალა საქმისთვის გეძლევათ.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც თქვენ მთების გადადგმის თაობაზე მტკიცე გადაწყვეტილებას  იღებთ, მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ აღნიშნული გძალუძთ. არა „ჯერ ძალა, ენერგია და დრაივი, ხოლო მერე მოვიფიქრებ რა ვაკეთო“ არამედ აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ - ადამიანი პირველ რიგში იღებს მტკიცე გადაწყვეტილებას, რათა ყველაფერი შეცვალოს და  რა მიმართულებით იმოძრაოს, ხოლო შემდეგ ყოველი გადადგმული ნაბიჯისთანავე  შინაგანი ძალის და მუხტის აღზევებას გრძნობს.
საუბარი არა ზედაპირულ ვარდისფერ ოცნებებზეა, რომელიც ამ ბოლო დროს ვირუსივით არის მოდებული ინტერნეტ სივრცეში: სტატია წაიკითხა, აინთო და დღის ბოლოს დაივიწყა... საუბარი მტკიცე გადაწყვეტილებაზეა, მოქმედებების გეგმაზე და გათვითცნობიერებულ  მოძრაობაზე, რომელიც მოთმინებასაც მოიცავს, რათა დაწყებული ბოლომდე მიიყვანოთ.
მოდით პირდაპირ ვთქვათ: როდესაც ყველაფერი „კარგად“ არის, ამ პროცესის გაშვება ძალიან რთულია. ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა გაცილებით იოლია, რამდენადაც აბსურდულათ არ უნდა გეჩვენოთ, ვიდრე მდორე ცხოვრების გავლენისაგან. აუცილებელია უპირობო გადაწყვეტილების მიღება, რომ იმ ადამიანათ გარდაიქმნათ ვინც საკუთარი თავის პოტენციალის სრულ რეალიზებას ახდენს. დიდი მიზნების დასახვის შიშის უკუგდება. და, რაც მთავარია, შეეშვით ენერგიის ეკონომიას - ცხოვრების მორევში თავით გადაეშვით. აი მაშინ გაჩნდება შანსი პასუხი გასცეთ კითხვას: „ვინ ვარ?“.
ადამიანი - უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე არსებაა, რომელსაც საოცარი ძალა გააჩნია და რომელსაც ძალუძს სურვილისამებრ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და მის გარშემო არსებული რეალობა, დასახოს და მიაღწიოს ნებისმიერ მიზანს და ამასთანავე ქმნის პროცესისაგან მიიღოს უზარმაზარი სიამოვნება.
P.S. ისიამოვნეთ ;)

Комментариев нет:

Отправить комментарий