вторник, 8 декабря 2015 г.

ყველაფერი კარგად არის, მაგრამ კარგი არაფერია.



ყველაფერი კარგად არის, მაგრამ კარგი არაფერია.
ყველაზე საზიზღარი მდგომარეობა, რომელიც ჟანგივით უხილავად, მაგრამ დაუნდობლად  ჩვენ ცხოვრებას ანადგურებს - ეს უმოქმედებაა. ცხოვრების ტოტალური მობეზრება, რომელიც იაფფასიანი გართობების  და უაზრო დროისხარჯვის სანელებლით არის შეზავებული.
სანელებლების წყალობით კერძის მირთმევა შესაძლებელი ხდება.
იგივე ხდება ცხოვრებაშიც: მთავარია - ყოველ შაბათ-კვირას სახინკლეში, კინოთეატრში, მაღაზიაებში სიარული, წელიწადში ერთხელ კი სადმე დასასვენებლად გამგზავრება, აღნიშნული ორჯერ თუ მოგიხერხდათ, მაშინ ეს უკვე საკმარისია ირგვლივ არსებული გახრწნის სუნი შთანთქოს. უმოქმედების ყოფიერება, რომელიც საკუთარ ოცნებებზე და მიზნებზე პარაზიტირებს.
ან საკმარისია რეგულარულად ადრენალინი იჩხვლიტოდ, ემოციების ექსტრემალური ნაკადი იმხელაა, რომ ცხოვრების სიმწრის გემო აღარ იგრძნობა, რაც საშუალებას იძლევა სრული იგნორირება გაუკეთოდ  საკუთარი უნარების ტოტალური დეფორმაციის შეგრძნებას, თანაც  გაცილებით მაღლა დააყენოთ თავი მათზე, ვისთვისაც მოცემული რეალობისაგან თავის დახწევა მიუწვდომელია.
პრიმიტიულ ასპირინათ გვევლინება ბუმბერაზების ციტატები, თითქოსდა მათი გამუდმებული დაფოსტვით თქვენ სიბრძნეს ეზიარებით. სინამდვილეში კი - ეს მხოლოდ მსგავს მბეჭდავებთან გაახლოვებთ...
ყველაფერი კარგად არის, მაგრამ კარგი არაფერია - ეს შინაგანი სიღრმისეული განწყობაა ყველა მათგანის, ვინც ცხოვრებას მოიხმარს. ცდილობენ ცხოვრების  ყველა ხელთარსებული საშუალებით გალამაზებას, მაგრამ რატომღაც არაფერი არ გამოსდით. ვიღაც ფიქრობს, რომ გამოსავალი არსებული გართობების გაუმჯობესებაშია, ისინი უფრო მეტს შოულობენ და უფრო მეტს ხარჯავენ, მაგრამ გართობები ისეთივე „იაფფასიანი“ რჩება.
ბევრის შოვნა, თუ თქვენ ცხოვრების მხოლოდ მომხმარებელი ბრძანდებით - შეუძლებელია.
ფული, სიხარული, ცხოვრების გემოს სრული შეგრძნება ნემსების გარეშე, მათ შორის ადრენალინის შემცველისაც, შემოქმედებაშია.
იყვე შემოქმედი - ადამიანის დანიშნულებაა, რომელშიც ყველა საკუთარ უნიკალურ ნიჭს და განუმეორებლობას პოულობს. ყველა ადამიანს გააჩნია ის , რაც  შეუძლია სამყაროს მიართვას. აბსოლიტურად ყველას. ეს ჩვენი არსია, თუ გსურთ.
როდესაც რაღაცას გააზრებულად ქმნით, შესაძლებელი ხდება მოხმარებითაც დატკბეთ და ამასთანავე სრულად შეიგრძნობთ სავსე ცხოვრების არომატს.
ჩვენ შემოქმედათ მოვევლინეთ ამ სამყაროს.
როდესაც  ბუნებას ვუარყოფთ და ვივიწყებთ, ჩვენ ვჟანგდებით და გარდავიქმნებით უნიათო საბრალო არსებებად, რომლებსაც აღარ ძალუძთ დღე ისე გაატარონ , რომ სიხარულის ინიექცია არ მიიღონ, იმის ნაცვლად, რომ თავად შექმნან სიხარული.
რა მოუვა იმ ფრინველს, რომელსაც ფრთებს დააჭრიან ? რა ბედი ელის თევზს წყლის გარეშე ? დააკვირდით ზოოპარკში ლომებს და ვეფხვებს. ისინი თავის გარემოს არიან მოწყვეტილნი. მათში ბუნებრივი ყოველდღიურად კვდება. მათ თვალებში სიცოცხლის ნაოპერწკალი ნელ - ნელა ქრება. სარკეში ჩაიხედეთ და მასში იგივე სურათი აირეკლება - თუ თქვენ უკვე არ დაახწიეთ თავი გონების მარწუხებიდან  და არ შეუდექით საქმის ცნობიერად კეთებას.
მიპასუხეთ, ზოოპარკის ლომს მეტი საკვები რომ მისცეთ, მისი თვალები ცხოვრებით უფრო აივსება და აციმციმდება ? მაშ რატომ გგონიათ, რომ თუ მთელ სამყაროს შემოივლით, იყიდით  საოცნებო მანქანას და ყოველდღიურად ხინკალს მიირთმევთ თქვენი თვალები ავტომატურად აინთება ? ამასთანავე იგივე ლომი  სიამოვნებით მოგინადირებთ და თქვენით ივახშმებს, თუ მას შემთხვევით ველურ ბუნებაში გადაეყრებით. თქვენი თვალები კი ბედნიერებით იქნება ანთებული ეს ლომი ველურ ბუნებაში რომ მოინახულოდ (რა თქმა უნდა უსაფრთხო მანძილიდან)) აფრიკულ ტურნეში, როდესაც მგზავრობაც და გართობაც თქვენი გზის შემადგენელი ნაწილი იქნება  და არა შინაგანი ნაპრალების უაზრო ამოვსების სასოწარკვეთილი მცდელობა.
ეს ისტორია იმას არ ეხება, კარგია თუ არა რომ შოკოლადის ტორტი მიირთვად. მე მხოლოდ იმას ვამტკიცებ, რომ ყოველდღიურად მხოლოდ შოკოლადის ტორტი რომ მიირთვად - ძალიან სწრაფად თქვენ ის ყელში ამოგივათ და ძალებიც არანაირად არ მოგემატებათ. თუ თქვენ ცხოვრებას მხოლოდ მოიხმართ - იგივე შედეგი გელით.
გალიას თავი დაახწიეთ და ქმედებას შეუდექით, რაც არ უნდა იყვეს იგი. ჰქმენით სიყვარულით და პასუხისმგებლობით და პროცესში მთელი თქვენი არსება ჩააქსოვეთ.
ძალების გახარჯვის ნუ გეშინიათ - ეს ძალების მოზიდვის ერთადერთი საშუალებაა.
ვირტუალურ სამყაროში ეს არ კეთდება , მხოლოდ პრაქტიკაში. ადამიანი, რომელიც საქმის კეთებას იწყებს, დებს მასში ენერგიას და  პროცესში კორექტირება შეაქვს, ჭეშმარიტებასთან გაცილებით ახლოა, ვიდრე ის , ვინც მთელ ცხოვრებას ძიებაში ატარებს და თანაც კანკალით ფიქრობს , რომ „ესეც ჩემი არა არის“.
P.S. არ მოიწყინოთ;)

Комментариев нет:

Отправить комментарий